Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

დაგვთანგეს ბატონო დაგვთანგეს....

დაგვთანგეს ბატონო დაგვთანგეს....
დიდი მადლობა ვასასი რომ დამთანგე. არასდროს ვყოფილვარ დათანგული და აი. ;)

ერესდროს მიმიღია ასეთ რაღაცაში მონაწილეობა. ვნახოთ რა გამოვა. არ მიყვარს ტესტირებასთან რაც კავშირშია და ჰგავს. მაგრამ კაირგი... აგიბამთ მხარს





ვოცნებობ - ეგ ცალკე თემაა დიდი წიგნისთვის (წიგნზე არ ვოცნებობ )
ვფიქრობ - საახალწლო არდადეგებზე ბაკურიანში. ვგეგმავ.
მძულს - როცა მერევიან "ჭკვიანური აზრებით" იქ სადაც არაფერი ესაქმებათ
ვნანობ -ზედმეტად ლმობიერებას
კმაყოფილი ვარ - წლევანდელი შემოდგომით
მენატრება - ის დრო როცა ჩემით განვკარგავდი ჩემს დროს..
მსურს - და რაც მსურს მას ყოველთვის მივაღწევ ;)
მაღიზიანებს - ვეზელინოვიჩები, კუდქიცინები და უტვინო ჯიხვები
ვგრძნობ - მაშასადამე ვცოცხლობ :)
მეშინია - ვალების დადების
ვიცი - მეც კი ვიცი მარა
არ ვიცი - სამაგიეროდ მე ვიცი
შემიძლია - ვიყო კეთილი
არ შემიძლია - ადვილად ვაპატიო ვინმეს
ვმეგობრობ - ინტერნეტთან
ვაპატიებ - ბანკს. თუ უცაბედად დამირეკავს და გამახარებს რო მოვიგე 1000000. თუ გინდა მეტიც იყოს მაგასაც ვაპატიებ.
ვტირი - ჯარისკაცის მამაზე :):):)
ვიცინი - აბა სულ ჯარისკაცის მამას რა მაყურებინებს
ვეძებ - სპონსორს
ღირსი ვარ - კაი სპონსორის
ვკარგავ -დროს
მშურს - მათი ვინც 200 წლის მერე დაიბადება.. ნეტა რა იქნება მაშინ
ვემალები - ქარაფშუტებს... გაკეთებიებენ რამეს და მერე აღარ ახსოვთ
ვემტერები - ყველას ვისაც არ უყვარს ქართველი
მაინტერესებს - ვინ დაწერა ამდენი კითხვა
არ მაინტერესებს - მალაზიელი რაჯას დარდები
მახსოვს - თითქმის ყველაფერი. არა ყველაფერი
მრცხვენია - როცა ჩემს გამო რაიმე ფუჭდება
უარვყოფ  - ბანკის როცენტებს. მაგრამ არ გამომდის..
ვავადმყოფობ - კი. ხდება ხოლმე და ფრიად არასასიამოვო პროცესია
ვმალავ - მნიშვნელოვან საბუთებს, მამიდაჩემმა რომ არ გადამიყაროს
ვინახავ - ვამჟავებ და ვხუფავ
მწამს - რომ ყველაფერი გამოვა
მიკვირს - რატომ ვერ ვსწავლობთ საკუთარ შეცდომებზე.
მიხარია - როცა ირგვლივ ყველაფერი კარგადაა და ყველა კარგადაა
ვჭორაობ - არა. კონსტატირებას ხავდენ ფაქტის
ვდარდობ - მინდა მეტი თავისუფალი დრო და ფინანსები :)))))
ვამაყობ - მიღწევებით
ვეფერები - ნოდარიკოს... მაგარი კაცია ძალიან. ჯერ 6 თვისაა მაგრამ მაინც 
მსიამოვნებს - როცა მეც მეფერებიან ;)
მესიზმრება - და მერე მიხდება კიდეც
ვეხმარები - მეგობრებს ყველაფერში რაც შემიძლია. საწუხაროდ ბევრი რამ არ შემიძლია. ხო ბებიაც მყავს ქუჩაზე გადანაყვანი. :)
ვეწევი - და ვასწრებ
მწყინს - როცა მასწრებენ
ვხარჯავ - უფ იცოცხლეეეე
ვღალატობ - იმ აზრს რომ ხვალ უფრო ხელმომწირე ვიქნები
ვკამათობ - მერე საკუთარ თავთან
ვუხეშობ - ზედმეტი კითხვების მოსმენის დროს
ვუსმენ  - რადიოს
ვყოყმანობ - სახლიდან გასვლის დროს ( გამოვრთე ყველაფერი? )
ვკითხულობ - მეზობლების ამბავს ;)
ვამზადებ - გეგმას ბაკურიანის დაპყრობის
ვუყურებ - საკუთარ თავს , ყოველ დილით. რამხელა მქონია?!
ვკლავ - კოღოებს. უმოწყალოდ
ვცხოვრობ - ქ. ბათუმი
ვცემ - მერძევეს..კიდე თუ მოადგა დილის 6 ზე ჩემს კარებს
ვყვირი - კარგად.. დავდიოდი
ვმღერი - და მეხვერწებიან ნუ ყვირიხარო
ვასრულებ - კეთილსინდისიერი თანამშრომლის როლს
ვმკურნალობ - უიმედობას დაჟინებული მზერით
ვერიდები - გრიპიანებს
ვთამაშობ - ჟურნალისტობანას
ვიტყუები - იმიტომ რომ ვთამაშობ
ვეთაყვანები - ოხ რა სიტყვა ჩაუწერიათ. ამაზე ასე უნდა გიპასუხოთ ხო "სამშობლოს" ?
ვგიჟდები - ხელფასი რო იგვიანებს
ვაგროვებ  - ბოთლებს ვიიბარებ ბოთლეებს
ვეჭვიანობ - მეე?..
ვკაიფობ” - საკუთარ თავზე და სიტუაციებზე
ვიზიდავ - ორიფლეიმის დისტრიბიუტორებს... მომეშვით.
ვალამაზებ - ოთახს და მერე მეუბნებიან მიდი დაალაგეო


რაკი ასეა. ჩემი მხრიდან ვთაგავ
ნანა გაუძელ ;)
ბათუმელი ჟურნალისტის ბლოგი


გზაზე ერთი კაცი მიდიოდა


კოპალა


ახლა უკვე ამათ მოვუსმინოოოთ ;)

8 comments:

  1. ავღელდი :D

    კაი, ვცადოთ :)

    ReplyDelete
  2. მაღიზიანებს - ვეზელინოვიჩები, კუდქიცინები და უტვინო ჯიხვები


    ჰეჰე...

    მთლად ჩემიანი ყოფილხარ.. :))

    ReplyDelete
  3. ;) ba raaa... მაღღღღიზიანებეეენ...
    ნან მიდი აბა... გელოდებით

    ReplyDelete
  4. ვაიმე, გაიხარე, მაგარი პასუხებია :)))

    ReplyDelete
  5. :)))
    დიდი მადლობა ანუკა :)

    ReplyDelete
  6. უფ კი ჩავიკითხე სულმოუთქმელად:) შენი პასუხებიც, კოპალასიც და ბათუმელი ჟურნალისტის:):):):)
    კარგი იყო:)

    ReplyDelete
  7. დათო :))) მადლობელი ვარ ამ გაუთავებელი კითხვებისთვსი , ბოლოს ვივთლიდი რამდენი დარჩათქო :))))
    კარგადაც ვიცინე :)))) კარგი პასუხები გაქვს :))ვიზიდავ - ორიფლეიმის დისტრიბიუტორებს... მომეშვით.:)))
    ვუყურებ - საკუთარ თავს , ყოველ დილით. რამხელა მქონია?!
    :D:D:D არც ისეთი დიდი თავი გაქვს დათ :)

    ReplyDelete
  8. :D:D შენ აგაშენა ღმერთმა... დავმშვიდდი :)))))

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]