15.10.2009

11 a

რამოდენიმე პოსტი წავიკითხე სადაც არც თუ ისე სასიამოვნო მოგონებები იყო მოთხრობილი სკოლის შესახებ. მართალი გითხრათ ცოტა არ იყოს დავფიქრდი. ნუთუ ასეთი რუხი იყო ჩემი სკოლის კედლები?!
მაგრამ რატომღაც მხოლოდ სასიამოვნო, სასაცილო და ტკბილი მოგონებები ამომიტივტივდა. არა. სიე არ მინდა გამომივიდეს რომ ყოველი დღე რაღაც განუმეორებელი დღესასწაული იყო. აქაც იყო რაღაც "დაჯგუფების" მაგრავი პატარა ბანდები და ფსევდო ავტორიტეტები. მაგრამ კლასი საამაყოდშემიძლია ვთქვა რო ერთიანი იყო. როგორც კარგში, ასევე ცუდშიც. თუ ვისაუბრებთ საერთო სტერეოტიპებზე და ჩემთვის დღემდე ირონიის საგნად ქცეულ შაბლონურ დოგმებზე. არც ჩემი კლასი იყო მათგან ძალიან შორს, მაგრამ ეს არასდროს გამხდარა ურთიერთობის გამსაზღველად. კი ბატონო გაუპროტესტებიათ მოგრძო თმები და მამაჩემის დროინდელი შლაქსები. მაგრამ მერე უღიარებით რო ეგ მცდარი აზრი იყო და ასე არ უნდა მოქცეულიყვნენ. რაც მთავარია აღიარეს. თუ ჩხუბი იყო სხვა კლასს ვეჩხუბებოდით და თუ ქეიფი იყო იქაც ერთად ვიყავით. ერთად ვიყავით შატალოს ორგანიზატორებიც. ავიხიზნებოდით და მოვდიოდით 32 ბავშვი. არც ერთი არ რჩებოდა. მივდიოდით და ხან იპოდრომს, ხან ნაძვნარს და ხანაც რომელიმე ეკლესიასთან ვიკრიბებოდით. რამდენჯერ გავურიცხივართ გაცოფებულ დირექტოსრ პედ.საბჭოზე. მაგრამ მეორე გაკვეთილზე ისევ მერხთან ვიჯექით. რატომ? იმიტომ რომ ჩვენი კლასი მარტო ხულიგნობაში კი არა სწავლაშიწ დიიდ წარმატებას აღწევდა და ამიტო ასე ხელწამოსაკრავი არ ვიყავით. მახსოვს, მესამე სართულიდან, საკლასო ოთახიდან მერხები გადავყარეთ. თქაშათქუშით დაენარცხნენ ასფალტს. მერე რო გადავიხედეთ კედელს გაკრული, შიშიდან გათეთრებული სასწავლო ნაწილი დავინახეთ. ბედზე გადაურჩა მერხზე მიხატვას :) ერთი საათი წიოდა დირექტორთან. მაგრამ მეორე კვირას რეგიონის ჩემპიონები გავხდით და სასწავლო ნაწილი სიხარულით გვკოცნიდა" თქვენ ხართ ჩემი სიამაყეო"...
ჯოკერს ვთამაშობდით და ადგილების მიხედვით ვანაწილებდით ვის სახლში ვის ღვინო და ვის პურმარილი მოეტანა. დანარჩენი ვუზიარდებოდით და ყოველ შაბათს დიდი გნიასი გვქონდა. თვეში ერთხელ ბიჭები "სათევზაოთ" მივდიოდით და მეორე დღეს შემწვარგოჭზე ვქეიფობდით...
ერთი თუ შეყვარებული იყო მთელი კლასი გულშემატკივრობდა. ოო რა ცვეტში იყო საღეჭი რეზინები "love" და შოკი. შნაპსის სუნი ახლაც მახსოვს. ნაძვნარში მოწეული სიგარეტი მაგნა და სუნის გასაქრობად მოღეჭილი დაფნის ფოთოლი. გამოდევნებული დირექტორი და მეზობლად მდებარე ბაღის ღობეზე მოწყობილი ესტაფეტა (სხვათაშორის მანდ ვნახეთ თუ როგორ ცდილობდა ღობეზე გადმოხტომას ჩვენი დირექტორი მარინა ). მუსიკის ოთახში  ჩაკეტილი კარები და პუგაჩოვას ფირფიტაზე აცეკვებული კლასი.სკოლის 150-ე თაობა ვიყავით და გვანებივრებდენ თითქოს :)
სევდაც იყო. როცა შაკო გამოგვაკლდა. მაშინ პატარები ვიყავით მაგრამ იმდენად დიდი გამოდგა ეს ტკივილი რომ დღემდე გამოგვყვა ყველას...
არ ვიცი. თამამად შემიძლია ვთქვა რომ სკოლა და მის კედლებში გატარებული წლები მართლაც ძალიან ლამაზი და ჩემი ბავშვობის ოქროს ხანა იყო. ახლაც მახსოვს ბოლოზარზე აცრემლებული გოგონები. მასწავლებლები, რომლებიც მართლაც წუხდნენ რომ ეს ყველაფერი დამთავრდა და მთელი სკოლა, რომელიც გვაცილებდა. გვემშვიდობებოდა მთელს კლასს როგორც ერთს...
დიდი სიამოვნებით დავიბრუნებდი სკოლინდელ თუ გინდ ერთ, წვიმიან დღეს. მერხს ჩემი ნახატებით. გახუნებულ დაფას. შეშის მბოლავ ღუმელს. ზარის ხმას და დილას. როცა ზიხარ მერხთან და შესცქერი საკლასო ოთახის კარებს იმ იმედით რომ ღდეს ყველა მოვა...

აეე. კლასელებოოო მიყვარხაართ...............

Post a Comment

9 комментариев:

  1. დათო ცრემლები მომერია :) მეც შენსავით კარგად მახსოვს სკოლაში გატარებული წლები. ფუფეტში გამომცხავრი უყველო ხაჭაპური დღემდე შეუდარებელი მგონია :) ქიმიაც რომელსაც ვერ იტანდი მიხაროდა.იმიტომ რომ სულ რაღა ფეთქდებოდა :) შენ წარმოიდგინე ერთი თვის წინ ერთი ჩემი სკოლელი ბიჭი გავიცანი და იცი რა მითხრა :) სკოლიდან მახსოვხარ ვარდისფერ კაბას იცმევდიო :D :D :D კიდევ ის, რომ სპორტის მასწავლებელი მთელი წელი მეხვერწებოდა კიბეებზე ისე ჩქარა დარბიხარ ფეხბურთის გუნდში ჩაეწერეო .:) ახლა, რედაქციის კიბებეზე ვერ მასწრებს ვერავინ როცა მეჩქარება ესეც სკოლის დამსახურებაა :D
    p.s მადლობა დათო, ამ ლამაზი დროის გახსენების საშუალება რომ მომეცი :*

    ОтветитьУдалить
  2. :) ვარდისფერ კაბაში კიბეებზე მორბენალი ნათია?! მაგარია...
    მართლაც უსაყვარლესი პერიოდია ჩემთვის.ყველაზე სევდიანი კი ისაა რომ ჩემი ბავშვობაც იქ დარჩა. ბოლო ზართან ერთად და როცა ჩავუვლი ხოლმე ყოველთვის რაღაცნაირ სითბოს ვგრძნობ.

    ОтветитьУдалить
  3. ჩავლილი ბავშვობა, დაკარგული წლები ბოლოჯერ დარეკილი სკოლის ზარი ...რა მალე გადის დრო ........სევდა მომერია
    თბილი და ლამაზი დროა

    ОтветитьУдалить
  4. ჩავლილი და არა დაკარგული... ეგ ბავშვობაა.. დროს ახლა ვკარგავთ ათას სულელურ სერიოზულბაში...

    ОтветитьУдалить
  5. მიხარია რომ შენ ასეთი მოგონებები გაქვს :) მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია სამწუხაროდ :)

    ОтветитьУдалить
  6. მშვენიერია... :) მე წელს ვამთავრება და... უკვე გული მწყდება.... :( წარმომიდგენია მერე რა იქნება :)

    ОтветитьУдалить
  7. მეც ძალიან კარგად მახსოვს სკოლა:) მე რომ დავამთავრე ჩემს სკოლას ასი წლის იუბილე იმ წელს შეუსრულდა და საუკუნის სკოლის კურსდამთავრებულები ვიყავით:) უფ რამდენი რამ გამახსენა ამ წერილმა..შენ გაიხარე დავით :):):)

    ОтветитьУдалить
  8. apa raa... chven saiubileo 150-e gamoSveba viyavit. ase rom martla magari ram iyo skola

    ОтветитьУдалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!