Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

სად ვართ?

სად ვართ?
დღეს ძალიან ადრე გავიღვიძე, გავიქეცი სამსახურში. ვიფაციფუცე, ბანკომატიდან ფული გამოვიტანე და მეორე ბანკში შევიტანე. მეგობრებმა გამომიარეს, გავისეირნეთ. მერე ისევ სამსახურში დავბრუნდი. რაღაცეებზე ვიკამათეთ. ვიღაცას რაღაცეები ვუმკიცეთ. გავედით ბარში, ყავა დავლიეთ. რაღაც ამბავი განვიხილეთ. მოსაზრებები გამოვთქვით ის გავამართლეთ, ეს დავტუქსეთ. იმაზეც ვისაუბრეთ ქვეყანას რა უჭირს და როგორ რა უნდა იყოს. დავშორდით. სახლისკენ მაღაზიაში ძეხვი და პური ვიყიდე. ჩაი დავლიე. ინტერნეტში შევძვერი. ვწერე. სხვისი ნაწერებიც ვიკითხე. ვიკონტაქტე. ახალი ნაცნობები გავიჩინე. ვიღაცამ დარდები გამიმხილა -გამანდო. შეყვარებულს დაშორდა თურმე. ვიღაცამ მანქანა შემომთავაზა - ხომ არ იყიდიო. სადღაც შევძვერი. რუსეთი გაზს კეტავსო. ამერიკა ერაყს ემუქრებაო. თურქეთი წყალს მიაქვსო. ღორის გრიპიო. აპარატურა იაფადო. ჩემი ფოტო შემიფასეო და ბოლოს ამ ფოტოს წავაწყდი....
რა უმნიშვნელოები ვართ ზემოდან. ჩვენი "ვითომ" პრობლემებით. ალბათ ისევე გამოვიყურებით ბიოლოგიის გაკვეთილზე, როგორც მიკროსკოპში მოფუსფუსე უჯრედები....
სად ვართ საერთოდ? რატო ვიქმნით პრობლემებს? და ესეც ხომ სასაცილოა. მე რომ ვზივარ ახლა და ამოდენა კოსმიურ მაშტაბებზე ვფილოსოფოსობ ჩემი ოთახიდან? :)

9 comments:

  1. მართალი ხარ დავით, მართალი ვითომ რაგაცე შეგვიძლია და ვითომ ქვეყნის მართველები ვართ სინამდვილეში კი ჩვენი თავს ზემოთ ძალა არ გვაქს და დიდი არაფერი შეგვიძლია....მართლაც, რომ მიკროსკოპში მოფუსფუსე უჯრედებს ვგევართ......

    ReplyDelete
  2. "სად ვართ საერთოდ? რატო ვიქმნით პრობლემებს? და ესეც ხომ სასაცილოა. მე რომ ვზივარ ახლა და ამოდენა კოსმიურ მაშტაბებზე ვფილოსოფოსობ ჩემი ოთახიდან? :) "

    1.ar vici sad vart :D :D :D
    2.imitom viqmnit problemebs rom adamianebi art.
    3.araa sasacilo, mec vfiqrob xolme msgavs sakitxebze

    ReplyDelete
  3. კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო ;)
    ეს ისე რათქმაუნდა. არა სასაცილო ის კიარ არის რომ ასეთ რამეებზე ვფიქრობთ. ის არის რომ ზოგჯერ ძალზედ ვწვრილმანდებით. ადამიანები. მიკრო კოსმო ვართ. კი ბატონო.მერე? სადაა კოსმიური ფარმონია? ბევრი მოვინდომე ხომ? :) ეტყობა ჩვენში დიდი აფეთქების მერე ცოტა დროა გასული და ჯერ ქაოსია :)

    ReplyDelete
  4. oo.seriozuliaa....
    sad vart ar vici. magram zaalian patarebi rom vart eg vici

    ReplyDelete
  5. ვაუუ მაგარი პოსტია:)
    მომეწონა:)

    ReplyDelete
  6. This comment has been removed by a blog administrator.

    ReplyDelete
  7. მე რა უბედური ვარ, იმხელა კომენტარი დავწერე და არ დაამატა, ფუიიიი, ახლა ეს უკვე დავაკოპირე და ვწვალობ
    ჰო, თუ დაიმატეს იმის თქმა მინდოდა რომ პოსტი ძალიან მომეწონა:)

    ReplyDelete
  8. :) დიდი მადლობა :)
    დამატებულია და მიღებული ;)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]