Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

საკურას ფოთლები

საკურას ფოთლები

გარეთ ისევ წვიმს. ჩაიდანი დავადგი. მერე აღმოვაჩინე რომ ფერი არ მქონდა და დილის მერე დარჩენილ "პაკეტს" წვენი გავადინე. ტოსტერში რაღაც ბუტერბროდის მსგავსი გავაკეთე და გადმოქაჩულ ანიმეს ჩავუჯექი. მდაა. ასეთი სევდიანიანიმე ჯერ არ მინახავს. არც ასეთი ლამაზი ნახატებით. ყოჩაღ. ველოდი ორთაბრძოლებს და ფანტაზიას არადა შემრჩა სევდიანი ნოველა არაჩვეულებრივად ლამაზი ანიმაციით. "5 სანტიმეტრი წამში" ასე ქვია ფილმს, ეს საკურას, ანუ ერთ ერთი ხის ყვავილის სახელია და სწორედ ამ ყვავილის ფოთოლი ფარფატით მოფრინავს 5 სანტიმეტრს წამში. ისე არ მინახავს, მაგრამ ანიმე ძალიან ლამაზია. ისეთი ლამაზი რო უხმოდაც იყურება :) თუმცა ხმით სულ სხვა ისტორიაა. ერთი სიტყვით ჩაი გამიცივდა.
ფილმი ბავშვულ, ლამაზ, საკურას ფოთლებივით ლამაზ სიყვარულზეა. ბავშვურ ილუზიებზე. სუფთა გულებზე და... პირქუშ, ნაცრისფერ, ცივ და უსახო რეალობაზე...
ხოო.კიდე ერთხელ ვიმეორებ რომ ასეთ სევდას ანიმეში არ ველოდი. თან კიდე კარგი რომ ნახატია. ოპერატორი ასე ვერ იმუშავებდა
ცოტათი დამგრუზა. ჩემი სკოლა გამახსენდა. დადაღული ოცნებები.
თქვენ გახსოვთ თქვენი ოცნებები?

2 comments:

  1. მომეწონა ეს პოსტი თავის სათაურიანად.
    ეგრევე იაპონური ასოციაციაციები დაიწყო: საკურა, იკებანა, ხარაკარი, მურაკამი
    ლოლ

    ReplyDelete
  2. მაგარი ჩამონათვალი გამოგივიდა. დაახლოებით ისე რუსები რო ჩამოთვლიან ხოლმე: xachapiri, genacvale, bakaki wkalshi kikinebs :D:D:D:D

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]