Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ზემჩუჟინა და წვიმა

ზემჩუჟინა და წვიმა
ბათუმში ისევ გაწვიმდა. დღეს მეგობარს ვესაუბრე. რღაცეები გავიხსენეთ და ამ ტალღას აყოლილი ახლა სოჭი, სასტუმრო “ზემჩუჟინა” ( ხო და არანაირი მარგალიტი “ზემჩუჟინა” და მორჩა ) ზამთარში ვიყავით ჩასულები. მხიარულთა და საზრიანთა კლუბების შესარჩევ შეკრებაზე. თუ არ ვცდები იმ წელს მოვხვდით “ვიშკაში”, ანუ უმაღლეს ლიგაში ( ჰააა? როგორ ჟღერს? ). სასტუმრო სავსე იყო გუნდებით და ამ გუნდების თაყვანისმცემელი და გულშემატკივარი გოგონებით. ნუ რაც იქ ხდებოდა იმის მოყოლას არ დავიწყებ. მერე ნერვები მომეშლება აქაურობაზე და დეპრესია დამეწყება J

მშვენიერი სასტუმროა. დავბინავდით, დავლაგდით და დაზვერვაზე წავედით. ეჰ, შვედური სუფრა მაგარი რამაა, ისეც და ისეც. ათასი თვალხატულა გოგო უშუალო და თბილი ღიმილით. სწორედ ამ მომენტზე მინდა გავამახვილო ყურადღება.
მოგეხსენებათ ალბათ. “ქართველო სადაც ჩადის იქ ყველა ქალი მასზე ოცნებობს”. ამ მოსაზრების საპირისპიროს დამტკიცებას ნამდვილად არ ვაპირებ. პირადი გამოცდილაბიდან გამომდინარე. სადაც ჩავედით ყველგან სასურველი სტუმრები ვიყავით. ( ალბათ  ნორმალური ზრდილობიანი ქცევის და მანდილოსნების მიმართ ცოტათი უფრო მეტად გამოხატული ნაზი გრძნობების გამო ) მაგრამ მინდა ვისაუბრო იმის თაობაზე თუ როგორ ვერ ავუღეთ ალღო თავიდან იქაურ ქალთა სითამამეს.
ბევრი რომ არ შეგაწუხოთ თავი იქური ყოფის აღწერით. გადავალ პირდაპირ თემაზე. ანუ პუნქტი პირველი. გაცნობა დისკოთეკაზე. როგორც ტიპიუმა ქართველმა მამრმა შაბლონური ტექნიკით. (ანუ ეფექტურად მისვლა, გაცნობა, დამეგობრება) უნდა “მემუშავა”. ნუ ქართულ დისკოთეკას შევეშვათ, ეგ სულ სხვა ფენომენია. ხოდა საღამო დაიწყო. ბართან ვზივარ და ვათვალიერებ, ვაკვირდები. ძნელია არჩევა და მაგიტომ. ამოვირჩიე, ის იყო გადავწყვიტე მივსულიყავი, თავი გამეცნო, ერთი ორი ქართული ხუმრობა, ჩამოჯდომა და მერე საქმე გვიჩვენებსო როგორც იტყვიან. ანუ აფრები ავუშვი მაგრამ სად მიდიხარ ( არა არ მიმასწრეს) ეს ჩემი “ობიექტი” ადგა, ეფექტური მიხვრა მოხვრით განვლო ჩემამდე დინსტანცია და დამადგა თავზე. წვენის საწრუპავი ჩხირი პირში შემრჩა. მომიახლოვდა ( ხმაური იყო და მაგიტო) ძალიან ახლოს ყურთან მითხრა: “გამარჯობა, მე ქსიუშა ვარ. მთელი საღამოა გიყურებ და გადავწყვიტე გამეცანი. გინდა რაიმეზე დაგპატიჟებ?!”. არასდროს არ დავბნეულვარ ასე. ეს იგივეა ჭადრაკში სვლას რომ აპირებ, ფიგურას ასწევ და დაფას გამოგაცლიან. ასეთი მოულოდნლი შემოტევით დაბნეული რაღაც ვუბლუყუნე , ქსიუშამ კიდე კაი ჩათვალა რომ თანხმობა განვაცხადე და ჩამომიჯდა. ეს პირველი შემთხვევა იყო როცა ქართველმა აღმოვაჩინე რომ გოგოს თურმე აი ასე შეუძლია მოვიდეს და “მოგხსნას”. ცოტა არ იყოს არ მესიამოვნა. როგორც არ უნდა ატრიალო მიჩვეული ხარ რომ ქალის გულის მოსაგებად უნდა იბრძოლო. აქ კი პირიქით მე კინაღამ დავიფასე თავი ( ვიღაცას ხომ უნდა ექნა ეს?) სწორედ ასე წვიმდა სოჭში.

იმ საღამოსაც ასე წვიმდა როცა ერთმა ჩვენიანმა ( რომელმაც რუსული შეიძლება ითქვას საერთოდ არ იცოდა) დახმარება გვთხოვა. რათქმაუნდა დავეხმარეთ. ფრაზებს ვაზუთხინებდით. მაგრამ საშინელება გამოდიოდა. ბოლოს ერთმა უთხრა ამირან, ამდენი მაინც არ დაგჭირდება. ცოტა წაიღადავე “დევუშკა დარაგაია ია სტოლბა ტი სტოლბა დავაი ზამეკანიაო” უთხარი და მერე მიხვდები. თუ გაგინათა სახეში უარზეა და თუ არადა მაგასაც მიგახვედრებს რამენაირადო. 10 წუთი ეს ფრაზა ვამეორბინეთ ( ჩვენ კი ვსკდებოდით სიცილში ამ იდიოტური ფრაზის გამო მაგრამ რას იზამ, სხვა ვერ აიტანა ტვინმა J ) დაიზუთხა და წავიდა. ლოდინი მცირე ხნიანი იყო. როგორც ერთმა ჩვენთაგანმა გვითხრა: ჩვენს გულთამპყრობელს დაზუთხული ფრაზა მხოლოდ ბარამდე მიჰყოლია. რჩეულს მიადგა და განუმეორებელი ჰოლივუდური ღიმილით და ბარეტონით უთქვამს. "პრივეტ დევუშკა - ია სტოლბა…". " ნუ ი დურაკ" ყოფილა პასუხი… მაშინაც წვიმდა სოჭში

მაშინაც წვიმდა როცა მორვაგზალში ასფალტს ფრჩხილებით ვკაწრავდით. არცერთს არ გვინდოდა უშუქო ბათუმში დაბრუნება (1999 წელი იყო). გვძულდა “სვეტლოვი” და გვიყვარდა “კომეტა” რომელმაც სოჭში ჩაგვიყვანა. ვნაღვლიანობდით და ვმღეროდით

“სვეტლოვმა ჩამოიარა,
კომეტა დახვდა შიანაო
სოჩაში მეც წამიყვანე,
ზემჩუჟინაში მინდაო…”

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]