Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მზე პირს იბანსო

მზე პირს იბანსო
მზე პირს იბანსო ასე ამბობენ ხოლმე როცა მზეც არის და წვიმაც. რა გითხრათ? დღეს მზემ პირი დაიბანა მეთქი? არაა. ასე რომ ვთქვა გამოვა რომ მზე კაარგა გვარიანად გათხაპნილი და დასაბანი ყოფილა. როგორი ამინდი იყო და ახლავე გეტყვით. აი კომპს რომ პროგრამა აერევა და ჭედავს. დაახლოებით ასეთი. სამსახურში ქოლგით წავედი (კიდევ კარგი)ისეთი თავსხმა წამოვიდა ქოლგის ტარი ორივე ხელით რომ არ მჭეროდა  სულ "ბარაბნის თეფშივით" თავში მირტყამდა ქოლგას. გავიარე 10 მეტრი და გადაიღო, ვითომ არც ყოფილაო. სამაგიეროდ გვერდით დაახლოებით 20 მეტრში ისე თავდავიწყებით წვიმდა რომ სახლიდან ვუყურებდი მეგონა ამ ყველაფერს, წვიმამ ჩამიარა.. მერე მოიოძებნა და ისევ დაუშვა. ასე ხეტიალობდა წვიმის ღრუბელი ქალაქში გზააბნეული მგზავრივით. ბოლოს დაიღალა და მთელს ქალქას გადააწვა. არადა ალაგ ალაგ კიკაბიძის ზამბახისფერი ზეცა მოსჩანდა. მოკლედ ამიზეზებული ბავშვივით ტიროდა და უზნეობდა.
ახლაც დაუშვა. ბავშვს ვიცი რითაც აწყნარებენ... მაგრამ ამას რა ვუყოთ? რით ვერ დაიბანა?! სტამბულში ისეთი "დაიბანა" რომ ახლაც ზღვაში ეძებენ ავტობუსებს... ჩვენ ეს არ გვემუქრება. დიდი დიდი აქეთ ამოვიდეს ზღვა :D
არაა, ასე იჭირვეულოს ჯობია ვიდრე გაცოფდეს...

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]