Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ისევ "ის სიმღერა" ანუ შემოდგომა მოვიდაა..

ისევ "ის სიმღერა" ანუ შემოდგომა მოვიდაა..
არადა ეს თემა 2 წლის წინ დავამთავრე მეგონა. თურმე კარუსელივითაა. ისევ და ისევ მოდის, მიდის და ისევ მოდის.

ზაფხული მიილია, გაქრა, ახლა ის მხოლოდ მოგონებებს შემორჩა, მოგონებებს და შენობის ფასადებზე მიტყეპებული აფიშების ნაგლეჯებს სხვადასხვა თვის სხვადასხვა რიცხვში სხვადასხვა მომღერლის კონცერტზე რო გვიწვევდნენ სხვადასხვა ბარში.ხოო, საკმაოდ კარგი ზაფხული იყო. ამინდმა მართლაც შეგვიწყო ხელი. სტუმრების ნაკლებობითაც ვერ დავიჩივლებთ, ვერც კარგი კონცერტებითა და ვერც ფოიერვერკების სიმცირით. დაიწყო შემოდგომა. წელიწადის დრო რომელსაც ასე აქებენ და აღმერთებენ რომანტიკოსები მაგრამ... არა, წელიწადის ამ მონაკვეთის ავ-კარგიანობაზე, მოსავლიანობაზე, ან ჭარბ ნალექიანობზე როდი ვსაუბრობ. უბრალოდ იმის თაობაზე რომ ის ხალისი და საინტერესო ღონისძიებების „კორიანტელიც" ზაფხულს თან გაყვა.
ბათუმში შემოდგომა მოვიდა...

ახლა დაიწყება წვიმები, დაცარიელებულ ბულვარში მოსეირნე წყვილების გაუთავებელი ფიქრი იმის თაობაზე თუ რომელ თავისუფალ სკამზე დაჯდნენ, და რიგითი, ბათუმელი ახალგაზრდა ადამიანისთვის ძალიან კარგად ნაცნობი, უკვე მობეზრებული რიტორიკული კითხვა „რა ვქნათ დღეს?!".დამეთანხმებით ალბათ ეს კითხვა არაერთგზის დაგვისვამს მეგობრებისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც. კი ბატონო, ამ „კითხვის ნიშნის სიმძიმის"ტარება არამარტო ბათუმელთა ხვედრია, ნებისმიერ ადამიანს აწუხებს ის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მაგრამ ისინი როგორმე იპოვიან მასზე პასუხს. ჩვენ ჩვენს კითხვის და ძახილის ნიშნებს მივხედოთ.
მაშ ასე - რა ვქნათ დღეს?!

მოდით გავიხსენოთ როთი ვერთობით. ჩვენი თავისუფალი დროის „ტარება" შეიძლება ორ კატეგორიად დავყოთ პირველი - თუ ბიუჯეტი ხელს გვიწყობს და მეორე - თუ ბიუჯეტს ვუწყობთ ხელს. რატომღაც მგონია რომ მეორე კატეგორიიდან უნდა დავიწყო..თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ვერც ერთს ვერ აუვით გვერდს.
მაშ ასე კატეგორია „თუ ბიუჯეტს ვუწყობთ ხელს"

ა) ვჯდებით ტელევიზორთან ( იცოცხლოს „კაბელურმა") და ვაწვალებთ პულტს რაიმე საინტერესოს ძიებაში.
ბ) მოდის მეგობარი ან მეგობრები და ჩვეულებისამებრ ნადგურდება მათემატისკის რვეულის ფურცელი ჯოკერის გრაფების ხაზვაში.
გ) მოდის მეგობარი ან მეგობრები და ნადგურდება მამის დაწურული ადესის „სუფთა წვენი" ( ან საუკეთესო შემთხვევაში მიდიხარ მეგობართან „ სუფთა წვენის გასანადგურებლად „).
დ) თვალს გადავავლებთ კალენდარს, შემთხვევით ვინმეს დაბ.დღე რო არ გამოგვეპაროს, ხოლო თუ ქორცილია ხო საერთოდ კარგია. შევიკრიბებით, გამოვეწყობით და საუკეთსო შემთხევაში ვანადგურებთ „სუფთა წვენს". უარეს - მაგრამ ხშირ შემთხვევაში ის გვანადგურებს ჩვენ.
გ) თუ სმა აღარ მოგინდება. გავდივართ გარეთ - სასეირნოთ ( მადლობა ღმერთს ჩვენს ქალაქში ლამაზი და კეთილ მოწყობილი სკვერები მომრავლდა, ბულვარზე და პარკზე რო აღარაფერი ვთქვათ - ძალიან ლამაზია) თუ ამინდმა შეგვიწყო ხელი ვივლით, მერე დავჯდებით, მერე ვიღაცა ლუდს მოინდომებს, ვიღაცა ჯოკერს ისურვებს და „სუფთა წვენიც" უკვე მისით მოდის...

ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში თუ პირველ კატეგორიაში მოვისაზრებთ თავს.
ახლა კი მეორე კატეგორია ანუ „თუ ბიუჯეტი ხელს გვიწყობს"...

ა) გაიხარე...
ბ) მოდის მეგობარი და ტკბები მამის ან საკუთარი მანქანის საქარე მინის მიღმა განათებული ქალაქის ხედებით.
გ) მოდის მეგობარი ან მეგობრები, მიდიხართ და სხდებით რომელიმე ლამაზ ბარში, ოღონდ ამჯერად დაუზოგავად ანადგურებთ სხვადასხვა სორტის სასმელებს ( ყავაზე აღარაფერს ვამბობ - ის ნადგურდება ნებისმიერი კატეგორიის ადამიანის მიერ თან უთვალავი რაოდენობითა და საოცარი ინტენსივობით)
დ) თვალს გადავავლებთ კალენდარს, ვინმეს დაბ.დღე რომ არ გამოგვეპაროს.ხოლო თუ ქორწილია ხო საერთოდ კარგია. ვიკრიბებით, „ვმარიაჟობთ ზმანებით", ვებრძვით ალკოჰოლსა და თამბაქოს, შემდეგ გამარჯვებულები მივდივართ ბარში სადაც ვანადგურებთ სასმელების მორიგ დოზას. ( ან თუნდაც 1.50 თეთრად შეფასებულ ფინჯან ჩაის 1.50 თეთრად შეფასებული ლიმონის სიფრიფანა ნაჭრით, მაგრამ მაინც ბარში. ბარი სულ სხვაა...).
გ) თუ სმა აღარ მოგვინდა, არც ჩვეულ კაფეებში ერთი და იგივე სახეების ხილვა და დიალოგების მოსმენა, უბრალოდ ვდგებით მოვდივართ თბილისში და უკვე იქ ვსვამთ უკვე 2.00თეთრად შეფასებულ ფინჯან ჩაის ლიმონის ნაჭერთან ერთად.

ალბათ იკითხავთ რატო არ შევიდა ამ ჩამონათვალში კინო, თეატრი, გამოფენები, კონცერტები. ლოგიკური კითხვაა რომელზედაც პასუხის მოსმენა მეც ძალიან გამიხარდებოდა. დავიწყოთ ბოლოდან. კონცერტების სიმრავლე, ისევე როგორც ცხელი დღეები ზაფხულმა თან გაიყოლა. გამოფენებს რაც შეეხება ცოდვას ვერ ვიტყვით - ეწყობა, რათქმაუნდა ისეთი ინტენსივობითა და მრავალფეროვნებით ვერ დავიკვეხნით როგორც დედაქალაქი ხდება ხოლმე, მაგრამ მაინც. რამდენად ვინტერესდებით - ესაა საკითხავი. თეატრი? არის. დასიც გვყავს,მინდა გითხრათ ძალიანაც კარგი. მაგრამ ესაა რო სპექტაკლებია ცოტა, არადა ასეთი თეატდის შემხედვარე მაყურებელს ძალაუნებურად უჩნდება კითხვა - რატო არ ვიწვევთ სხვა თეატრებიდან საგასტროლოდ დასს ორი სამი დღე რო ლამაზი სპეკტაკლით დაგვატკბონ?!. თუმცა თეატრალური სეზონი ახლახან გაიხსნა და ყველა თეატრს თავისი საფიქრალი აქვს. კინო? ოო ეს კარგი თემაა. რამოდენიმე წლის წინ ბათუმი კინოთეატრის უქონლობას უჩიოდა. დღეს ჩვენს განკარგულებაში ორი, საკმაოდ კარგად, როგორც ახლა იტყვიან ხოლმე - ევროპულ დონეზე მოწყობილი და აღჭურვილი კინოთეატრია. მგრამ ერთია - ფასებიც ევროპულ დონეზეა. მაყურებელი ფასებს უჩივის - „ძვირია ბატონო, მაგის ნახევარ ფასად მთელი თვე ვნახავ კაბელურზე ათას ფილმსო, იაფი რო იყოს ვივლიდიო", კინოთეატრის მეპატრონე ფილმების სიძვირეს -„ რავ ქნა, თუ ვერ ამოვქაჩე ვიზარალებო". მოკლედ ვერა და ვერ მოინახა ოქროს შუალედი. ფილმები მოძველდა, დარბაზი დაცარიელდა და აფიშებიც გახუნდა. არადა დიდი ეკრანის ხიბლი ხო სულ სხვაა...
რა ვქნათ დღეს?!...


შემოდგომა რომ დადგება...
შაშვი იწყებს გალობასო...



P.S. ისე ძალიან მინდა შემოდგმის ბათუმი გავიხსენო. მაშინ ჯერ კიდე იყო ქალაქში ჭადრები, ნეკერჩხლის და ალვის ხეები. ბოლოსდა ბოლოს ყვითელი ფოთილი მაინც ცვიოდა და იყო რაღაც რომანტიული ამ ყველაფერში. ეს ისე...უბრალოდ ;)

3 comments:

  1. eh.eg kitxva yovel wels trialebs.martali gitxrat arc sezons aaqvs arsebiti gansxvaveba. magram shemodgoma batumshi..antidepresantebis biznesi ayvavdebaaa

    ReplyDelete
  2. დიდხანს არ იფიქრო. რაც უცებ მოგივიდა აზრად ის დაწერე ;)

    :DDDD magaria
    wavikitkhe da agarfris dawera agar mominda :D

    ReplyDelete
  3. :D:D:D:D
    asea. sadac ar eli iq xundeba xolme :D:D:D:D

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]