Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ჩვენ რა შეგვცვლის?!

ჩვენ რა შეგვცვლის?!

დღეს კიევიდან ძმაკაცი ჩამოფრინდა. სკოლის მერე ერთხელ ვნახე, შარშან, ეგ იყო და ეგ. აეროპორტში დავხვდი. სტუმრების მიღება გაცილების ჩვეულებრივი რეიტუალი.გადახვევა,გადაკოცნა. თან თვალით ვსინჯვდით ერთმანეთს. უცებ რო გინდა ყველაფერი თქვა და საიდან დაიწყო არ იცი. ერთი სიტყვით ნათესავთან დაბინავდა და საღამოს გამოვიდა სესახვედრად. ყველაზე სასიხარულო კი ის ფაქტი იყო რომ უხერხული სიჩუმე არ ჩამოვარდნილა. მიხვდით ალბათ რაზე მაქვს საუბარი. ჩვეულებრივი სიახლეების "ჩემსკენ ასეა. შენსკენ?!" გაცვლის შემდეგ და "გახსოვს აი ოქ" მოგონების მერე რომ ვარდება ხოლმე. როცა აღარ იცი რა კითხო, იმიტომ რომ ამდენი წელი სხვა და სხვა ცხოვრებით ცხოვრებდით და ჰაერით სუნთქავდით. ზიხართ და ფიქრომთ კიდე რა ვკითხოვო. არა. არაფერი მისი მსგავსი. თითქოს 13-14 წელი ერთი პატარა ტირე ყოფილიყო და მეტი არაფერი. ვსაუბრობდით ისე თითქოს გუშინ გავიარეთ გზა ჩვენს სახლამდე და ჭიშკართან დავშორდით. ვხარხარებდით, ვიცინოდით და გვიხაროდა რომ დროს ვერაფერი უვნია ამ ყველაფრისთვის რასაც ბაღიდან, სკოლიდან მოყოლებული ვინახავდით და ველოლიავებოდით. მაინც საოცარი რამაა ბავშვობის მეგობრები. ბავშვობის ოცნებებით და თავგადასავლებით ნაზიარები მეგობრობა. სულ რაღაც სამმა საათმა ერთიანად გადაყლაპა წლების განმავლობაში დატოვებული დუმილის გამბული ექო. ხვალ დილით მიდის თბილისს. მაგრამ მგონი ჩამოვა კიდევ და უკვე გულდასმით მოვიგონებთ "რადიობანას" თამაშს, მაგნიტოფონის ფირზე ჩაწერილ იმპროვიზირებულ ინტერვიუებს და პრეს კონფერენციებს, მოპარულ სიგარეტებს, ქუჩებში და სახლის აივანზე გათენებულ ღამეებს, მარიტაზე შეყვარებული გიჯპოეტა ჰექსლეის გულის მოსაგები ბილიკების ძიებაში გატარებულ ზაფხულს და კიდევ ვინ იცის რას. არ შეცვლილხარო, არც შენ მეთქი. არადა მართლაც არ შეცვლილა. ან კი ჩვენ რა შეგვცვლის ?!

2 comments:

  1. რა ნაცნობი სიტუაციაა :(

    ReplyDelete
  2. უჰ, თან როგორი ;)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]