02.12.2010

მენიუ თუ შეიძლებაა ! ! !


რას ვეძებთ და რა გვინდა?! ეს კითხვა ალბათ არამარტო მაღაზიაში შესვლის დროს გვახსენდება! მაგრამ პასუხი ხშირ შემთხვევაში ძნელად მოგვეპოვება! მაღაზიაში ან რესტორანში ზუსტად, ან დაახლოებით მაინც ვიცით რა გვინდა. მენიუს მაინც გადავხედავთ, ფასს შევხედავთ და შევუკვეთავთ. რა იქნებოდა ასე რომ ყოფილიყო რეალურ ცხოვრებაში. მოითხოვდი უახლესი 5 თვის ან ერთი წლის მენიუს. მოგიტანდა ვინმე დამუღამებულ ღიმილიანი, თეთრ წინსაფრიანი ლამაზმანი და მოგართმევდა. გადაშლიდი მერე და ჩამოყვებოდი. პირველი გვერდი, გრაფა “წარმატებებში” ჩამოყვებოდი თითით და ამოიკითხავდი. თან თეთრ წინსაფრიანი აგიხსნიდა თუ რა და როგორ იქნებოდა…



1.წარმატებები სიყვარულში ( ეგ ყველაზე პოპულარულია, ოღონდ ძირითადად შემოდგომაზე ითხოვენ და გაზაფულზე )

2.წარმატებები მგზნებარე სიყვარულში (ეგ გვაქვს, მაგრამ ცოტათი დააგვიანდება )

3.წარმატებები ფლირტში ( ეს ძირითადად ალკოჰოლთან მიდის კარგად )

4.წარმატებები საკურორტო ფლირტში ( არის, მაგრამ მზარეული შევცალეთ, ანტალიაში წავიდა და სანამ ახალი გაერკვევა ცოტათი ისეთი ვერარის )

5. წარმატებები ბიზნსში ( ეგ ცოტათი ძვირია, ძირითადად მამაკაცები ეტანებიან )

6. წარმატებები კარიერაში ( როგორც წესი ფლირტთან ერთად უკვეთავენ ხოლმე, თქვენ არ ვიცი როგორ გნებავთ )

8. წარმატებები ოჯახურად ( კი ეგეც გვაქვს, ოღონდ თუ გაიხსენა პოვარმა )

მეორე გვერდზე უფრო მრავალფეროვანი ჩამონათვალია :

1.საინტერესო შეხვედრა ( ეგ რიგითი კერძია )
2.საინტერესო შეხვედრების ასორტი ( თუ მოგეწონებათ შემდეგ შეგვიძლია გავზარდოთ )
3. პაემანი ლამაზ ქალთან ( ამას კი ფლირტთან და სიყვარულთან ერთად იღებენ )
4. პაემანი ლამაზ და საინტერესო ქალთან ( თითქმის იგივეა, უბრალოდ აქ ფასია გაზრდილი)
5. ღამე საინტერესო ქალთან ( მაქ შეცდომაა, და მგზნებარე უნდა ეწეროს და ამიტომ ხშირად უარს ამბობენ. თქვენ ერთი პორცია გინდათ თუ ორმაგი?! სხვათაშორის, კლიენტების თხოვნით კაციც შევიყვანეთ, ზოგს მოსწონს. ხო თქვენ მესმის რომ არა! ესეიგი ორმაგი?! )
6. ღამე მდიდარ ქალთან ( ეგ უკვე დელეკატესია, ძნელად იშოვება სამწუხაროდ )

კარგი სხვა გვერდზე გადავიდეთ. აქ უკვე კონკრეტული რამეებია

1.სახლი აივნით. 3 ოთახიანი.2 ოთახიანი. 1 ოთახიანი ( გვაქვს მაგრამ ხო იცით, მალე არ კეთდება, მაგას დრო უნდა და მანამდე სხვა რამეს ხომ არ შეუკვეთავდით? აი მაგალითად ახალი ავტომობილები მივიღეთ? არა გუშინდელიც კი გვაქვს მაგრამ მაინც ძველი პროდუქტია და თავის შეკავებას გირჩევდით! მესმის, იმ მაგიდასთან არის მაგრამ შეკვეთა ერთი თვის წინ ქონდა დატოვებული. გაქვს იპტეკით, მაგრამ სიმლაშეს უჩივიან და ბოლომდე არ მიირთმევენ)
2.აგარაკი ზღვაზე ( მესმის, ძვირია, მაგრამ სხვაგან უფრო ძვირი ღირს. თან ჩვენთან თუ შეუკვეთავთ საკურორტო ფლირტი და საინტერესო შეხვედრების ასორტი უფასოდ იქნება. თუ მხოლოდ ბინას და წარმატებებს ოჯახურად აიღებთ მერწმუნეთ, ცოტა ხანში პაემნების დამატებას მოითხოვთ,პოვარი მერე აღარ იქნება ამიტომ თავიდანვე დაიჭირეთ თადარიგი. არა ასეთი მწირი არჩევანი ყოველთვის არ გვაქვს. ეს უბრალოდ სეზონის ბოლოა და სანამ ახალი რამ მოხდებოდეს ველოდებით, ალბათ თვის ბოლოს. სხვა რაღაცეებიჩ გვქონდა მაგრამ ამოვიღეთ დროებით. მაგალითად: ახლობლების ჯანმრთელობა. ორმხრივი სიყვარული. ბედნიერი ოჯახი. საყვარელი საქმე. ბედნიერი მეგობრები და ასე შემდეგ… არა თუ ინებებთ კი ბატონო. მაგრამ სანამ თქვენ დღეს ამოირჩიეთ სამწუხაროდ დრო გავიდა. სამუშაო დღე დამთავრდა და ხვალ მობრძანდით. კი ბატონო მენიუს ჩავასწორებთ. ბატონო?! კი ტკბილი სიზმრები გვაქვს. ეგ უფასოა… გავითვალისწინებთ. ხვალამდე )

სამაგიეროდ უკეთ გვეცოდინება რა გვინდა და რატომ.. არა? ვითომ?

Post a Comment

7 комментариев:

  1. mshvenieri meniua :):) bevri vicine. neta martla ase iyos

    ОтветитьУдалить
  2. ერთი მათემატიკის ცოდნა შემიკვეთეთ რა და მოვალ მალე :) :) :)
    ჰო და კიდევ GMAT-ის ჩაბარება, მეყოფა ბედნიერებისთვის :)
    მომეწონა პოსტი სახალისო იყო, მაგრამ ყველაფრის ასე მარტივად არჩევა რომ შეიძლებოდეს რაღაც დონეზე გაუფასურებული იქნებოდა ყველა ცხოვრებისეული ბედნიერება/სიამოვნება :D

    ОтветитьУдалить
  3. :) გაუფასურდებოდა? საქართველოში კლიენტის მომსახურების სისწრაფეს და ხაისხს თუ გავითვალისწინებთ.. დიდად არა მგონი :)

    ОтветитьУдалить
  4. არა ნუ აი წარმოიდგინე აჭარული ხაჭაპურის ჭამას მაგალითად შრომა, გამართლება და ა.შ. არ სჭირდება, ანუ მიდიხარ უკვეთავ და ადრე თუ გვიან მოაქვთ, მაშინ როდესაც ყველაფერი დანარჩენი ანუ ბედნიერების კომპონენტები ასეთი მარტივი მისაღწევი არ არის და შესაბამისად ის რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია ნაკლებად მოთხოვნადია.
    ჰო და კიდევ ერთი მენიუ მინდა ეხლა მე სადაც ჩამოთვლილი იქნება ცეცხლსასროლი იარაღები თავისი ფასებითურთ (სწრაფად და იაფად), შევუკვეთავდი ერთ M16-ს ან კალაშნიკოვს და მერე აღარც წარმატებები ბიზნესში ან ფლირტში ან მგზნებარე სიყვარულში აღარ მინდა.

    წარმატებები ბიზნსში ( ეგ ცოტათი ძვირია, ძირითადად მამაკაცები ეტანებიან ) - ეს რომ გიწერია, მაშინ სარფიანად გათხოვებაც ჩაგეწერა და ფრჩხილებში - ეს ცოტათი ძვირია და ნუ რა თქმა უნდა ისეთი ქალბატონები ეტანებიან, რომლებიც ბიზნეს წარმატებას არ ეტანებიან :))

    პ.ს. რამდენს ვლაყბობ არტისტი ხომ არა ვარ?!

    ОтветитьУдалить
  5. :) არა ეგ ყველაფერი გასაგებია. მაგრამ იარაღი? მდას.. საინტერესოაა. :)
    ხო. ეგეც შეიძლებოდა ჩამეწერა. მაგრამ რატომღაც ვერ მოვიფიქრე :პ

    ОтветитьУдалить
  6. ჰო, ნუ იქიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ რა დღე მქონდა იარაღების მენიუ საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა რა თქმა უნდა ციხიდან ვადაზე ადრე განთავისუფლების მენიუსთან ერთად: მაგ. 15 წლის ნაცვლად 5 წლის მოხდა (ამაზე დიდი მოთხოვნაა და არ ვიცი კიდევ დაგვრჩა თუ არა, შედარებით ხელმისაწვდომი ფასი აქვს)
    15 წლის ნაცვლად 5 წლის მოხდა ხანგრძლივი პაემნების უფლებით თვეში ერთხელ, საკანში ტექნიკით (ტელევიზორი, მობილური, დივიდი, ლეპტოპი და ა.შ.) (ეს შედარებით ძვირი პროდუქტია)
    ციხეში ჯდომის ნაცვლად პირობითი მსჯავრი, რა თქმა უნდა ნასამართლობით (ეს აღარ გვაქვს გაყიდვაში, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ (არავითარი პირობითი სასჯელი ყველანი ციხეშიო)
    და ბოლოს არავითარი სასჯელი და სრული თავისუფლება სს პასუხისმგებლობისგან (ეს ძვირია და ამას ძირითადად ის კლიენტები ეტანებიან, რომლებმაც წარმატება ბიზნესში ან სარფიანი გათხოვება შეიძინეს).

    ОтветитьУдалить
  7. კაი იყო :-0 ვიცინე ბევრი... მარა მენიუდან აც ამოიღეს ის ”კერძები” უფრო მომწონს მე :-)

    ОтветитьУдалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!