Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ქსელი ობობის გარეშე

ზოგიერთს ობობის ეშინია. მყავდა ასეთი ახლობელი, შემთხვევით ქსელში რომ გაეხვეოდა კივილს იწყებდა. თითქოს 74 კილოიანი, ღაჟღაჟა ლოყებიანი მდედრი კი არა ბუსუნსელა ყოფილიყო და ჰა და ჰა ობობაც ებრდღვნებოდა. არადა რომ დავუკვირდეთ კარგა ხანია გახვეულები ვართ ქსელში. მაგრამ არც კი ვფართხალებთ გასანთავისუფლებლად.
დღეს 26 მაისი პარკში ვისხედით მეგობრები. (ვერ ვიტან ამ პარკის დასახელებას. თავი პირწავარდნილი კომუნისტი მგონია )გვერდით, ჯრ კიდევ შემორჩენილ სკამზე ბავშვები ისხდნენ ( ანუ როგორც ახლა მოდაშია თინეიჯერები )რატომღაც ორთავე სკამზე ერთროულად ინტერნეტზე ჩამოვარდა საუბარი... ზოგი რას ამტკიცებდა ზოგი რას. მაგრამ საუბრის ძირითადი თემა ის საიტები იყო რმელზეც უფრო ხშირად შევდივართ და დღის გარკვეულ მონაკვეთს მათზე მიჩიჩინებულები ვატარებთ.
12 წლამდე ბავშვები ძირითადად hi5-ს და ანალოგიურ საიტებს ანიჭებენ უპირატესობას. მათი მრავალფეროვანი დიზაინის და ფერების წყალობით. 12-ს ზევით კი უკვე იმ საიტთა სია მოდის, რომლის სათავეში ღრმად პატივცემული, ფე ეს ბეს უნიკალური ქმნილება ოდნოკლასნიკები და მათი თანამომყოლი, შედარებით ნაკლებად პოპულარული, მაგრამ თითქმის ანალოგიური საიტები შედის.(ქართულად არ ვთარგმნი-სისულელეა) ვ-კონტაკტე. მირ დრუზეი. მირ ტესენ. ოდნოკურსნიკი. რათქმაუნდა აქვეა მათი ქართული ანალოგებიც. მაგრამ სამწუხაროთ მათი დიდი ვერაფერი ბედოვლათი დიზაინის და სერვისის გამო ისინი სიის ბოლოს ებღაუჭებიან. აქ კლასელების ნახვის სურვილი ერთ საათში ქრება და დროს უკვე მოციმციმე, მწარე დეკოლტიან მანდილოსნებს და შენი საგულდაგულოდ გადაღებული სურათის ავად თუ კარგად შემფასებლის დევნაში ატარებ. ჩუქნი და გჩუქნიან საჩუქრებს ( რაც მთავარია ისე გიხარია თითქოს მართლა ხელში მოგაჩეჩესო ) უწერ და გიწერენ ქულებს. ძვრები და გიძვრებიან ანკეტაში და მერე შენც-საპასუხო ვიზიტით, ჯერ სტუმართან, მერე სტუმრის მეგობართან, მერე მეგობრის მეგობართან და ბოლოს "ვა შენც აქ ხარ?!".იზრდება მეგობართა რაოდენობაც. თუმცა მათ 70% მხოლოდ მოციმციმე მდგომარეობაში ხედავ. მერე დადიხარ ქალაქში, უყურებ ადამიანს და ხვდები რომ საოცრად გეცნობა, ისიც კი იცი ვისი მეგობარია და როგორ უხდება ის ცისფერი ზედა..მერე კი ამუღამებ რომ ეგ ყველაფერი აქ- საიტზე გაიგე და ცოტა ერ იყოს გუხერხულება. თითქოს რაღაც მოიპარეო... არადა ზოგჯერ ყველა ჩვენთაგანი დაფიქრებულა და გადაუწყვეტია -"ერთი ამ საიტის..." მაგრამ მერე რა? არაფერი ისევ ვციმციმებთ. თუ არ ვციმციმებთ და მაშინ სკაიპმა იცოცხლოს. ან ასკამ, ან მესენჯერმა, ან კიდე რა ვიცი რამ..ა ხო ესემესმა ბოლოს და ბოლოს.
რამდენი ხანია პასტით არ დამიწერია არაფერი..უფრო სწორედ არ მიმიწერია. ბანკში, ფულის ნებაყოფლობით წაგლეჯვაზე ჩემით რომ რომ ვაწერ ხელს მიხარია და ვცდილობ გავიგრძელო ეგ ნეტარების წამები... არადა ვიც გინდა ახლა წერილები უგზავნო?!
ეს ისე... მცირედი გადახვევა
დავუბრუნდეთ ასაკს...
ვისაც ეგ უკვე მოყეჭებული აქვს უკვე შედარებით სერიოზულ ( რამდენადაც ეს შეიძლება საიტზე ითქვას ) და გლობალურ საიტებს ეწვევიან ხოლმე myspace - შემოქმედთა თვითრეალოზაციის კარგი საშუალება. Facebook - ცოტათი დაღვინებული, მაგრამ მაინც იგივე იდეის მატარებელი საიტი. თუმცა აქ ყველაფერი ხელთ გაქვს. ეგ კი კარგია.
ხოლო ვისაც უკვე ყველაფერი მობეზრდა და უკვე სხვანაირად. ანუ საკუთარ თავთან დიალოგის საშუალებით სურს ესაუბროს სხვას - უკვე ბლოგებში იქექება ( ვაა დავბერდით დავით? :) )
თუმცა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საიტი გააქტიურებული მაქვს. და ყველა მოქმედია. ანუ ქსელში ვარ გახვეული. კიდე კაი ამ ქსელში დიდი ობობა არ დამომღავს თორე აქამდე კაი დრეში მომაქცევდა.

1 comment:

  1. მე სიტყვა თინეიჯერს, მოზარდი მირჩევნია =))) პოსტის თემას რაც შეეხება მაგაზე კომენტარის გაკეთება არ მიყვარს =))))))) ამოვიდა ყელში :D

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]