ვერ ვიტყვი ბათუმი სულ მოუთქმენლად ელოდა ამ ფესტივალს მეთქი, ვერც იმას ვიტყვი რომ დიდად აღელვებდა დამსვენებელს ჩამოსული სტუმრის ვინაობა და შემოქმედებითი ღვაწლი. უბრალოდ ცხელი სეზონის კიდევ ერთი საინტერესო "დანამატია" რითაც ცოტათი კიდევ გამრავალფეროვანდა (საკმაოდ გრძელი სიტყვა გამოვიდა. გამრავალფეროვანდა კიარა - შეფერადდა) ხო შეფერადდა შეწითლებულ დამსვენებელთა და დაღლილ მასპინძელთა ყოველდღიურობა.
ნუ ერთი სიტყვით დაიწყო.
ბილეთები რათქმაუნდა დეფიციტი იყო... შესაბამისად ვერც ვიშოვეთ. სიმართლე გითხრათ დიდად არც მიდარდია. გვერდით მდებარე კაფეების, ქართული ტრადიციით დაშენებულ-მიშენებული აივნებიდანაც საკმაოდ კარგი ხედი იშლებოდა და გარკვევითაც სჩანდა ვინ მღეროდა და ვინ არა... მართალია ამ ბარებთან მისასვლელად რაგბის სამი-ოთხი ილეთის გამოყენება მაინც დამჭირდა. მაგრამ მივედი და მთავარი ეგ იყო... სევუკვეთე ლუდი.. მომიტანეს სხვა.. მაგრამ ეგეც არაუშავს... კარგათ მოვკალათდი მეგობარმა სიგარეტის კვამლიც მითავაზა და დავიწყეთ ლოდინი...
მართალი გითხრათ არ ვიცი ვინ აჯობებს.. ევროპა, რომელიც ცდილობს რაგაც გვასწავლოს თუ ჩვენ, რომლებიც რატომღაც ვცდილობთ ევროპელებს რაღაც დავავიწყოთ ან გადავაჩვიოთ... დაგეგმილი კონცერტი ნახევარი საათის დაგვიანებით, ფოიერვერკის მოკრძალებული "ფურთხებით" ( იმიტო რო სხვა პროწეს ეს არ ჰგავდა ) დაიწყო...
მაგრამ ამავ დროულად დაიწყო დისკოთეკების მენეჯერთა გამალებული რბოლა იმისკენ თუ რომლის დინამიკი უფრო გადაფარავდა ხმით...
შემთბარ ლუდთან ერთად გვერგო სიამოვნება მოგვესმნა ჯაზის შემოქმედთა უნიკალური მიქსი 3 დისკო კლუბის სხვადასხვა დიჯეის ელექტრონული მსუსიკის სინთეზთან... რამაც ნახევარ საათსი მამიდაჩემის უჯრაში ჩაგდებული ციტრამონი გამახსენდა და გავლის სურვილი გამოღვივა... არა დასაწყისისთვის არაუშავს. კარგია... ჯაზი უფრი კარგია.. მაგრამ მგონი სიმშვიდე უფრო...
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!