Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მახსოვს...

მახსოვს...
რა მახსოვს?! მახსოვს საგულდაგულოდ შეფუთულს რომ მდებდნენ მურთაქასავით ციგაზე და მიმასრიალებდნენ ფაფუკ თოვლში. ცხვირით ვგგძნობდი ზამთრის სუსხს და ჰაერის სიწმინდეს. ხო, მარტო თვალები და ცხვირი მიჩანდა. მახსოვს თოვლისთვის მინდოდა შემეხო ხელი, მაგრამ ვერც კი ვექანებოდი. შეფუთული ვიდევი ციგაზე. მერე გათლილ ჯოხზე წამომჯდარ შაქრის მამალოს მიყიდნენ და ხელში მომაჩეჩებდნენ. ხო, რა ვიცი რად მინდოდა… მარტო თვალები და ცხვირი მიჩანდა… მამალოს მერე მამაჩემი უსწორდებოდა… მე კი მიკვირდა რამოდენა ყოფილა თურმე ცხენი, არადა წიგნში სულ ერთიციდა იყო… ახლა კი ციგაზე დადებული ქვემოდან ზემოთ ვუმზერდი...
 ეს ავტო ვერ დამყავდა. ძალიან მძიმე იყო. ისეთივე როგორც ჩემი ბაღის დამლაგებლის, ფოთოლას ხასიათი. დიდი იყო, მასიური, ცივი და მძიმე... მაგრამ მაინც პირველი მანქანა იყო... დამლაგებელიც...
მახსოვს ფოტო სალონში მიმიყვანეს. ბნელოდა. მუქი ლურჯი ფარდის წინ დიდი, გაქექილი სავარძელი იდგა. ამ სავარძელზე დამაყენეს. დედამ  თმა რუდუნებით გადამივარცხნა. მომაწესრიგა. ზედა გამისწორა და როცა დარწმუნდა რომ ყველაფერი რიგზე იყო მომშორდა და ისე შემხედა.  “შევჭრად მერე თმა?”-იკითხა მამამ… “არა, ქონდეს ჯერ”-უპასუხა დედამ… “მაშინ გადავიღოთ ხო?!”-ნებართვა აიღო ფოტოგრაფმა… მერე მომაჩეჩეს ტელეფონის სადენ მოჭრილი ყურმილი და ელაპარაკე ბებოსო. გამიკვირდა, როგორ მეთქი? ფოტოგრაფი არ იშლიდა. მიდი აბა ალო ალო უთხარიო… მიკვირდა მაგრამ რას ვიზამდი. ჩხაკუნობდა ფოტოაპარატი. მე კი ვერ ვხვდებოდი - ამხელა კაცს რატო სჯეროდა რომ გადაჭრილი ტელეპონის ყურმილიდან ბებიაჩემის ხმა ისმოდა….
კიდე ბევრი რამ მახსოვს… მაგრამ ახლა მეძინება…

6 comments:

  1. :D :D
    აი ამაზე კი მაგრად ვიხალისე! განსაკუთრებით მომეწონა მამა რომ ანადგურებდა მამალოს :D :D

    ReplyDelete
  2. უიმე რა საყვარელი ბავშვი ყოფილხართქო რომ გითხრა ძალიან ბანალური ვიქნები? :D

    ReplyDelete
  3. პ.ს.
    მანქანა მეც მყავდა =))) მწვანე იყო ჩემი და მძიმე პედლები ქონდა =)) შენი რა ფერი იყო??
    ეეეჰ ფოტო ატელიეები როგორ მახსოვს =))) რამდენჯერაც მთელი ოჯახი წავედით სურათის გადასაღებად.. შუქი არ დაგხვდა =(( მე კიდე მამაჩემთან სურათი არ დამჩა =(((

    ReplyDelete
  4. :) გაიხარე
    ჩემი მანქანა თეთრი იყო. მაშინ ფერთა პალიტრა დიდად მრავალფეროვანი არ იყო.
    ფოტო ატელიე კი პრესტიჟის საქმე იყო... და მართლაც საინტერესო რამ.
    მოგონებები ხო დაგრჩა. თან უფრო ფერადი ვიდრე შავთეთრი ფოტო

    ReplyDelete
  5. მეც მყავდა ასეთი რკინის მძიმე მანქანა, ფოტო ატელიეში სურათის გადასაღებად წასვლა კი უკვე ჩვენი თაობის მოგონებაა... მოგონება , რომელიც უცნაურ შეგრძნებას მიტოვებს

    ReplyDelete
  6. ფოტო ატელიე თავად იყო საოცრად საინტერესო რამ !!!

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]