ამიტომ საშველად ისევ ციფრული ტექნოლოგია მოვიდა. მართალია wacom-ის გრაფიკული პლანშეტი უკვე წლებია რაც მაქვს. მაგრამ მასზე ხატვაც ცალკე რეტუალია. კომპის ჩართვაც ფანქრების ამოლაგების პროცესზე ნაკლები საინტერესო კი არ არის. თან გარკვეულ სივრცეს მოითხოვს ესეც. აქედანაც გამოვძვერი, ელენემ აიპადი მაჩუქა, ხოდა, მეც გავიხარე და ჩემმა სტილუსმაც. ჯერჯერობით ლილი აპიადის მიმართ დიდ ინტერსესს არ იჩენს, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, ჩემი ხატვის მუზებიც და აიპადის დროს ლილის დაძინების შემდეგ მოდის. ერთი სიტვით მე და პროქრეითი დავმეგობრდით და გავუყევით გზას.
რამდენიმე ილუსტრაცია მინდა შემოგთავაზოთ. ამ კრებულში ძირითადად ქართული მითოსის გმირები მოვათავსე. მათი ნაწილი რათქმაუნდა. აბა ყველასთვის ჯერ არც გამოცდილება მყოფნის და არც ამდენი ნიჭი მაქვს. რატიმ მითოსი - იმიტომ რომ არ გვახსოვს ეს საუნჯე და ძალიან ცუდად ვიყენებთ. არადა რა კარგი თემაა, რომელიც ძალიან კარგად შეგვიძლია გამოვიყენოთ, გავაცოცხლოთ, გავამდიდროთ კიდეც. ესეც ჩემს მიერ შერჩეული ღვთისშვილები - ანუ იგივე ჯვრები
ჯარჯი - ჯვართაგან ერთ-ერთი. თოვლიანი ქედის მცველი.
ვაჩილა - ჯვართაგან ერთერთი
ჯერჯერობით ჩემი გუნდი ასე გამოიყურება :) იმედია მალე შეემატება მათ ამალას სხვა ჯვრები და ამბები. შემდეგ პოსტში კი ცოტა უფრო ლაღ, საბავშვო თემატიკას შევეხები.
შენ კი შეგიძლია გამოიწერო ჩემი არხი იუთუბზე, ან ინსტაგრამზე, ან ფბ-ზე. რავიცი , კაი იქნება მგონი :)
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!