ლოგო, ეს ის ელემენტია, რომელიც წესით ბრენდის, ნაწარმის, ადგილის გრაფიკულ სავიზიტო ბარათად უნდა იქცეს. რომლის დანახვისთანავე ხვდები რა არის შენს წინაშე და რასთან, ან ვისთან გაქვს საქმე. ეს ისე, ზოგადი მახასიათებელი. რათქმაუნა, განახლება და გადახედვა სჭირდება ყველაფერს... ნუ, თითქმის ყველაფერს. თუ ამის საჭიროება რაღაც მომენტში დგება დღის წესრიგში. დღეს მინდა მოგიყვეთ არა კომპანიების, არამედ ქალაქების ლოგოების შესახებ. აი იმ ლოგოების, რო დაინახავ და მიხვდები - რომელ ქალაქზეა საუბარი.
დავიწყოთ ყველაზე ბებერი ლოგოთი NEW YORK. 1877 წელს, მედლის დიზაინისთვის შექმნილი ეს ლოგო სულ მალე ნუი-ორკ იანკესის გულშემატკივართა საყვალე ლოგოთ იქცა
კეპები, მაისურები სწორეთ ამ წარწერით იყო გაფორმებული და რადგან ნიუორკელთა საყვარელი გუნდი ქალაქელებს ხშირად ახარებდა. მისი გამოსახულება ხვდებოდა თითქმის ყველგან. ქუჩებში, პაბებში, მაღაზიებში. აი ასე, ნელ ნელა პოლიციელთა ჯილდოსთვის შექმნილი დიზაინი ჯერ ქომაგთა საყვარელ ლოგოდ, შემდეგ კი მთლიანად ქალაქის სიმბოლოდ იქცამელბურნი.
2009 წელს, როცა საბანკო კრიზისი მძვინვარებდა და ბანკები ერთი მეორეს მიყოლებით იხურებოდა. ქალაქის მერმა ლოგოს რებრენდინგისთვის 240 000 დოლარი გამოყო. ძველი სიმბოლოდან მხოლოდ ბროლივით გამჭვირვალე და წახნაგოვანი ასო "მ" დარჩა. სწორედ აი ამ ძვირადღირებული ლოგოთი მასპინძლობს დღეს ქალაქი სტუმრებს.
ლისაბონი
ახალი ძველმა 2004 წელს ჩაანაცვლა. სწორედ ასეთი ფერადი სიმბოლოებით ახსნეს ასოთშეხამება «LX» რადგან პორტუგალურ ენაზე ლისაბონი იკითხება როგორც « Lixabuna »
ბერლინი
ლოგოს ასეთი გადაწყვეტილებით ბერლინელებს სურთ ქალაქის ერთიანობის ხაზგასმა. ბერლინელები მიიჩნევენ რომ მათი ქალაქი, ისე როგორც არც ერთი სხვა იმსახურებს ცვლილებების ქალაქის სტატუსს. იყავი ბერნილელი, იყავი ამ ქალაქის მკვიდრი, შექმენი ისტორია - სწორედ ასეთი სლოგანებით დაიწყო მოძრაობა ამ ლოგოს ქვეშ
ამსტერდამი
არც ამსტერდამი უჩივის ისტორიის სიმცირეს. მაგრამ ქალაქის მესვეურებმა გადაწყვიტეს რომ ფაფარ აშლილ ლომებზე მეტად, დღევანდელობას ღერბიდან დატოვებული მხოლოდ ეს სამი ჯვარი ეხმაურება. და ეს ყველაფერი 100 00 ევრო დაჯდა
კარგი. არსებული ლოგოებით ბევრს თავს არ შეგაწყენთ. უბრალოდ განახებთ რა იყო და რა არის
ეს ისე. თვალსაჩინოებისთვის. რაკი ამდენი ქალაქი მოვიარეთ ჩვენს ბათუმსაც დავუბრუნდეთ. მოდით ვნახოთ რას გვთავაზობს გუგლი, როცა საძიებო ველში ჩავწერთ "ბათუმის ლოგო"ს.
და ბოლო ვერსია (როგორც მე ვიცი)
ახლა კი ის, თუ რისთვის დამჭირდა ამდენი "წიაღსვლა" საიმისოდ რომ ბოლოს დამესვა რიტორიკული კითხვა - ძველი ქალაქების მაგალითმა გვაჩვენა, რომ მათი დღევანდელი ლოგოს სახეცვლილება სწორედ ძველიდან გამომდინარეობს. სწორედ ძველი ლოგო და ქალაქის ისტორიაა ლოგოს ძირითადი მაკავშირებელი. ახლა კი კითხვა - რა კავშირი აქვს ამ ლოგოებს ბათუმთან ?! მე მიჭირს ბმის გაკეთება. კი, ცალკე აღებული ყველა ლამაზი და კოხტაა - მაგრამ ბათუმი აქ ვერ იკითხება
ახლა კი იდეა. მართალია ეს იდეა ახალი არ არის და ამის თაობაზე ლამის ყველა ახლადწამოწყებულ კონკურსზე გავკიოდით, როცა ბათუმის ლოგოს შექნაზე საუბრობდნენ. მაგრამ გამეორება ცოდნის დედააო და აჰა - ახლაც ვიტყვი -
ხომ არ დაგვებრუნებია პალმის ტოტიანი დელფინი ?!
ხო, თავდაპირველ ესკიზში ქოლგა იყო. მაგრამ ავტორებმა ესკიზი კომპოზიციაში ქოლგის "სიმძიმის" გამო შეცვალეს და უფრო ჰაეროვანი პალმის რტოთი ჩაანაცვლეს. ერთ დროს ქალაქის საყვარელი და ცნობადი სიმბოლო დღეს საზღვაო პორტთან მდებარე კოინდარზე იჩრდილავს მზეს პალმის ტოტით. ქალაქში კი ქალაქის სხვადასხვა დროს დამტკიცებული ლოგოებით აჭრელებული მუნიციპალური ტრანსპორტი დარბის.
დიახ, ცვლილებები საჭიროა. მეტიც, აუცილებელია. მაგრამ დავიწყოთ იქედან სადაც შევჩერდით. ქოლგიანი, თუგინდ პალმის რტოიანი დელფინით. გამოვაცხადოთ კონკურსი რის შედეგადაც დელფინი ახალ სიცოცხლეს შეიძენს. ბათუმი იმსახურებს კარგ ლოგოს, ბათუმი იმსახურებს იმას რომ გავუფრთხილდეთ მის თუნდაც მცირეხნიან - მაგრამ ისტორიას. ბათუმი იმსახურებს სახეს.
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!