Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ცვლილებების ციფრული ქარი უკვე ქრის. რა ელის კლასიკურ ტელევიზიას ?!

ცვლილებების ციფრული ქარი უკვე ქრის. რა ელის კლასიკურ ტელევიზიას ?!

თუ კი შენ ვერ ახერხებ განვითარებას და მით უარესი - ვერც ხედავ ამის საჭიროებას.  გარკვეული პერიოდის შემდეგ შთამომავლობა შენი „არგანვითარების“ სურვილს მუზეუმში წარმოდგენილი დინოზავრის ძვლების მაგალითზე შეისწავლიან. ხო და თუ არ გინდა დინოზავრების ნაკვალევს გაჰყვე, თანამედროვე გამოწვევებსაც უნდა აუწყო ფეხი. ეს ზოგადად მედია დინოზავრებს - ეხება, გაზეთს, რადიოს და რა თქმა უნდა ტელევიზიას. მით უმეტეს დღეს, როცა ლამის ყველას აქვს შესაძლებლობა იქონიოს მისთვის საინტერესო „ვიზია“. 


დღეს დრო ყველაზე ძვირად ღირებული ფუფუნებაა . ნელინელ წარსულს ბარდება პერიოდი, როცა მომხმარებელი კვირიდან კვირამდე ელოდა ტელე, ან რადიო პროგრამაში მისთვის საინტერესო გადაცემას და ცდილობდა დროზე აღმოჩენილიყო ტელევიზორთან ან რადიომიმღებთან, რათა პროგრამის გამოტოვების შემთხვევაში ალიან დიდი იყო ალბათობა რომ ის აღარასდროს არ განმეორდებოდა. ამ მხრივ ბეჭდვით მედიას გაცილებით დიდი კომფორტი ჰქონდა. გაზეთი ან ჟურნალი შეგიძლია წაიკითხო ნებისმიერ დროს და სასურველ გარემოში. მთავარია დაელოდო მის გამოშვებას და იყიდო. 

მაგრამ, როგორც ვთქვი თანამედროვე ეპოქაში ასეთი ვეება დინოზავრებიც, როგორიც რადიო, ტელევიზია და გაზეთია უკვე კანით გრძნობენ რომ ცვლილებების ციფრული ქარი მათ სწრაფ და ტლანქ ევოლუციას უქადის. 

ცვლილებების მწვავე აუცილებლობა კი არც თუ ისე შორსაა როგორც გონიათ. IT გიგანტების ეპოქაში, ისეთების, როგორიცაა Google, Facebook, Amazom და Apple სიტყვამ "ხვალ" ლამის ჩაანაცვლა დღევანდელობა. 

თუ რადიო მეგაპოლისების შემთხვევაში საჭესთან მჯდომი მძღოლის ერთგულ მეგობრად რჩება და სწორედ ის არის ინფორმაციის, მეტ წილად გართობის ძირითადი წყარო. თუ გაზეთი თავის სენსიტიურ მომხმარებელს ისევ უღირს ფულის გადახდათ ( არის რაღაც გაზეთსა და წიგნში რაც კიდევ ბევრ ქარტეხილს გაუძლებს) ტელევიზია  წინა ორისგან განსხვავებით გაცილებით მეტადაა დარტყმის ეპიცენტრში. რისკი იმისა რომ ის სავარძლებთან მოკალათებულ აუდიტორიას ნელინელ კარგავს გაცილებით მაღალია. თუ რატომ, ამას მოგვიანებით დავუბრუნდებით. მანამდე კი აიტი გიგანტებს მივუბრუნდეთ

Картинки по запросу new media

Youtube - ეს ერთ-ერთი და არა ერთადერთი პლატფორმაა რომელიც დღეს ლამის თანაბარ კონკურენციას უწევს ტელევიზიებს. ის უკვე ტელესერიალებსაც წარმატებით პროდიუსირებს და მისი წყალობით არა ერთი იუთუბ არხი და ვლოგერი საკმაოდ მძლავრ კონკურენციას უწევენ სატელევიზიო თოქ შოუებსა და პროგრამებს. Amazon მა ყოველგვარი კამპანიის გარეშე მოიპოვა 2 ოსკარი ფილმისთვის "მანჩესტერი ზღვის პირას". Netflix ი მომდევნო წელს 7 მილიარდი დოლარის  დახარჯვას აპირებს ვიდეოკონტენტის გასაუმჯობესებლად. 

ფეისბუქი უკვე კარგახანია იქცა ლამის ყოვლის მომცველ სამყაროდ სადაც მომხმარებელს ყოველგვარი თავისტკივილის, ლოდინის და წვალების გარეშე მისდის მისთვის სასურველი ინფორმაცია. რომელსაც ნახულობს მაშინ - როცა უნდა, აჩერებს იქ- სადაც უნდა და აგრძელებს კითხვას ან ყურებას მაშინ - როცა ეს მას თავად უნდა. არ ხარ ფეისბუქზე- ესე იგი არ ღირხარ ყურადღების მიქცევადაც.  

არჩევანის თავისუფლება და ხელმისაწვდომობა. აი ეს არის თანამედროვე, ახალი მედიის უმთავრესი პრივილეგია. არსებობს განსხვავებული მიდგომები. მაგალითისთვის HBO, რომელიც საკაბელო ტელევიზიის პირმშოა, თავის კონტენტს მომხმარებლისთვის ნაწილობრივ უფასოს ხდის. Netflix ი კი პირიქით. ის აძლევს მომხმარებელს საშუალებას გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ საყვარელი სერიალის მთლიანი სეზონი იყიდოს ერთბაშად და არ იყოს დამოკიდებული სატელევიზო ბადეზე, მისი უაზრობამდე მომაბეზრებელი სარეკლამო ჭრებით. ამაზონი ხმის მიცემის საშუალებით ურჩევს მომხმარებელს საყვარელ სერიალებს. ეიფლიც და ანდროიდიც უკვე კარგა ხანია სთავაზობს თანამედროვე კაცობრიობას საოცრებათა პატარა ყუთებს, რომელთა წყალობით ჩვეულებრივი ტელევიზორიც კი საოცარად მოქნილ დანადგარად იქცევა და შეგიძლია უყურო იმას - რაც შენ გინდა.

დღევანდელი ტელეკონტენტის შექმნის პრინციპები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50 იან წლებში შეიქმნა. სატელევიზიო კომედიური სერიალები, გაწელილი დრამები, კონკრეტულ დროს ბადეში ჩაშვებული საინფორმაციო გამოშვებები და ეგრედ წოდებული თოქ-შოუები უკვე ძველი დროის მონაპოვარია. თანამედროვე ცხოვრების ტემპი და მოთხოვნები ნელინელ აგდებენ მათ ყოვლღიურად მოხმარებადი კონტენტის ჩამონათვალიდან. ამიტომაც იჩემებს ტელევიზია ასე ისტერიულად რეიტინგების მონაცემებს.
დაუფიქრდით თავად. ვინ, როდის, რა დროს უყურებს ტელევიზორში და რას. პირველი ეს საპნის ოპერებია. დაუსრულებელი მარაზმით. მეორე ეგრედ წოდებული თოქ შოუები, სადაც თუ რაიმე სკანდალური არ მოხდა - არავინ უყურებს. საინფორმაციო გამოშვებები, რომელშიც უკვე ის ამბები შუქდება რაც მანამდე ფეისბუქის ან ტვიტერის საშუალებით გავიგეთ და რაღათქმაუნდა რეკლამები, რეკლამები, რეკლამები. 

დღეს მომხმარებელი გათავისუფლდა სამაუწყებლო ბადის ტყვეობიდან. ის თავისუფალია არჩევანში. ის თავად ირჩევს, იღებს, აფიქსირებს, აწყობს და ავრცელებს ინფორმაციას. სწორედ ეს არის ახალი ვიზიის, მათ შორის ტელე ვიზიის არსი.  დინოზავრებმა ნებისმიერ სიტუაციაში უნდა გაითვალისწინონ ციფრული ქარის მიმართულება, დაყვნენ, შეიცვალონ, ისწავლონ და ფეხი აუწყონ - რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ მათ სურთ გადარჩენა. აიტი რევოლუცია არ მოხდება უცებ. მითუმეტეს ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა. მაგრამ ის არც ისე შორსაა როგორც გვონია. ციფრული ტექნოლოგიების ერაში მომავალი არ არის ხვალ, მომავალი არის დღეს. 




No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]