დღეს ისევ გამახსენდა ის შეგრძნება, პატარაობისას სათამაშოებით დახუნძლულ მაღაზიის ვიტრინასთან ჩავლისას რომ მიჩნდებოდა... დღეს "დიდი ბიჭების" სათამაშოების მთელ რიგს ჩავუარე, ხელით შევეხე, ვიჯექი კიდეც და მივხვდი. ადამიანისთვის, რომელსაც ბავშვობიდან სურდა მოტო და რომელსაც უკვე ყავს ველოც და ავტოც - ერთ მშვენიერ დღეს დადგება ის მომენტიც, როცა მას გზა უხმობს, მას და მის ერთგულ მოტოს. ერთად.
მანამდე კი ბათუმს დავუბრუნდეთ. დღეს ბაიკერების სეზონის ოფიციალური გახსნის დღე იყო. ქალაქში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ ბაიკერთა კლუბების წარმომადგენლები. იყო ბევრი წვერი, ბევრი ტყავის ქურთუკი, ბევრი თავის ქალა, ლუდი, როკი და რა თქმა უნდა მოტო. ხო, ეს მართლა საოცარი სანახაობა იყო. ერთად თავმოყრილი ამდენი რკინის ცხენი არა მხოლოდ ბაიკერების, არამედ მთელი უბნის, ჩამვლელ ჩამოვლელი და სოციალურ ქსელში დაპოსტილ ინფოზე წამოგებული მაყურებლის ინტერესის ეპიცენტში მოხდა. აქ ყველა იპოვიდა საოცნებოს თუ არა სასურველ მოტოს მაინც. 60 ზე მეტი რკინის ცხენი და ბაიკერი ამ ქალაქს მგონი არც კი ახსოვს. (შესაძლოა მე ვცდები) ყოველ შემთხვევაში მე არ მახსოვს და ეს ძალიან შთაბეჭდავი იყო.
სეზონის გახსნამ არა მხოლოდ ქართველი ბაიკერები შეკრიბა ერთად, აქ იყვნენ უკრაინელებიც, ამერიკელებიც და რუსებიც. ხო, იყვნენ ჩვენი ჩრდილოეთელი მეზობლებიც თუმცა მათ აწ ავად სახსენებელი "გეორგევსკის" ბაბთების ნაცვლად ვარდისფერი, საკმაოდ ლამაზი ბაბთები და კაბაც კი ეცვათ. ხო, გოგონები იყვნენ. ასე რომ მგლები და ტურები იქამც იყვნენ, ასეთებს კი WELCOME
ბევრს აღარ შეგაწყენთ ამბის მოყოლით თავს. უბრალოდ გეტყვით რომ ძალიან კარგი წამოწყებაა. ჯერ ერთი მოტო კულტურის ჩამოყალიბების მიმართულებით გადადგმული სწორი და დროული ნაბიჯია. როგორც ველო კულტურა ისიც ჩანასახშია და განვითარება უნდა. მეორეც, კლუბების და კლუბის წევრების უფრო მეტ დამეგობრებას უწყობს ხელს და ესეც თავის მხრივ კიდევ ერთი, წინ გადადგმული ნაბიჯია. ძალიან კარგი წამოწყება და შემართება. ხოდა წარმატებები ბაიკერებს. მე კი ფოტო რეპორტაჟს შემოგთავაზებთ. აბა წავიდა როკ ენ როლი
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!