Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

"მძევლები" - ჯინსების თაობიდან სამი საფეხური დაბლა, რეალობისკენ

"მძევლები" - ჯინსების თაობიდან სამი საფეხური დაბლა, რეალობისკენ

ველოდი ამ ფილმს. თავიდან თქვეს რომ მას უცხოელები გადაიღებდნენ. შემდეგ აღმოჩნდა რომ ისევ აქ გამოცხვებოდა. დავფიქრდი, არ მინდოდა ისეთივე ტკბილსევდიანი გამოსულიყო როგორც პოსტ საბჭოთა სივრცეში დაწერილი "თავისუფლება ჩასუნთქული" პიესების უმეტესობა.  მათ უკვე ზედმიწევნით კარგად თქვეს თავიანთი სიმართლე საბჭოეთის დაშლის შემდეგ. გასაგებიც იყო, იმ დროს ზღვარის გავლება გაცილებით უფრო იოლი იყო, საბჭოეთი და მასთან დაკავშირებული ყველაფერი - ცუდი. ვისაც საბჭოეთი არ მოსწონდა მისი ქმედებები - შესაბამისად დადებითი, რომანტიული, ლამის გმირული. ხო, გასაგებია, ვულტრირებ თემას. თუმცა არც ამ ისტორიას აკლდა ულტრირება. არც საბჭოეთის დროს - როცა ისინი მკვკლელები იყვნენ, არც საბჭოეთის დაშლის შემდეგ - როცა ისინი გმირები გახდნენ.


და აი ახლა, ველოდი ფილმს რომელიც მეტ-ნაკლებად დააბალანსებდა ამ ისტორიას. ჩამორეცხავდა მას საბჭოურ ტერორიზმსა და პოსტსაბჭოურ რომანტიზმს.

თავიდანვე უნდა გითხრათ, კადრი, ფერი , ოპერატორის ნამუშევარი, მსახიობების ოსტატობა - კარგია. კი, მართლა კარგია.

სცენარი - თუ გავიხსენებთ იმას რომ ამ ფილმს წინ უსწრებდა "ჯინსების თაობა", წიგნი და წარმოდგენა, რომლებმაც ეს ისტორია სულ სხვა რაკურსით, სხვა ფერებში და კუთხით დაგვანახეს (გასაგებიც იყო რატომაც). ფილმის სცენარი ამ რომანტიული ფედისტალიდან გაცილებით ქვემოთ, რეალობისკენ გვაბრუნებს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ არა ეს წიგნი და სპექტაკლი, რომ არა უკვე შემზადებული მაყურებელი, რომელსაც წინასწარვე, სხვა სათანადოდ შეფუთული ისტორია გააცნეს - სცენარი ამ ფილმისთვის კიდევ უფრო რეალისტური იქნებოდა. თუმცა ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ეს მხატვრული ფილმია და არა დოკუმენტური. სადაც სრული სიცხადით უნდა მოეთხროთ ის რაც მოხდა. მაგრამ აქ გაცილებით მეტია ნათქმი ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილში.

პარტია, პარტიულები, ნორჩი კომკავშირლები, წარჩინებული ელიტა, ძალოვანები - ამ ჩამონათვალში მხოლოდ თარიღი შეიძლება შეცვალო. იმ განსხვავებით რომ ახლა პარტი-ებია და მეტი საზღვრებიც გახსნილი. თუმცა ბევრს ისევ საბჭოეთი აქვს ახლაც თავში.  "რა უნდოდათ? ყველაფერი ქონდათ" თუმცა დავუბრუნდეთ ფილმს.

"კაგებე", "დეესპე" აჭედებული კაბინეტები, ერთნაირად და ერთ ყაიდაზე მოჭრილ გადაჭრილი რეალობა, პარტია და პარტიულები ცალ მხარეს. მეორე მხარეს კი ადამიანები, ვისაც სურვილი ქონდა გაცლის, წასვლის, თავისუფლების. გმირები ისეთი "ჩვილები", პირტიტველა და მიამიტები ჩანან რომ თვითმფრინავში ასვლის, აფრენის შემდეგ, როცა ერთმანეთს ეკითხებიან "დავიწყოთ?!" ძალაუნებურად წარმოთქვამ ფრაზას - არ ქნათ ეგ

თუმცა ამ რომანტიზმს პირველი ტყვიის ხმა ახშობს. მერე მოდის ბრაზი, სისულელის, წინდაუხედაობის, ეგოიზმის, ხელზე შემხმარი სისხლის და შიშის სუნის ნარევით. ბრაზდები. ხო.

და ეს ბრაზი ფილმის ბოლომდე მიგყვება. წიგნისაგან და სპექტაკლისკენ განსხვავებით მეეჭვება დარბაზში ვინმეს ეტირა. სევდა - კი, სინანული - კი და ბრაზი. მაგრამ მე მაინც მაკლდა რაღაც და ეს რაღაც იმ ადამიანთა ბედი იყო, ვინც "თავისუფლებისთვის მებრძოლებმა" ნებსით თუ უნებლიეთ შეიწირნენ. ეს ხაზი ფილმში საბჭოთა, პარტიულმა ნეკროლოგებმა გადაფარა. გასაგებია, ფილმის თემა სულ სხვა იყო. აღარც ჯინსების თაობა, აღარც თვითმფრინავის გამტაცებლები - არამედ მძევლები. ხო, მანდ ყველა მძევალი იყო, ზოგი ტერორისტის, ზოგი სიტუაციის, ზოგი იდეის, ზოგიც ილუზიის.

ძნელია თქვა ფილმი კარგია თუ ცუდი. როგორც უკვე ვთქვი ეს არ არის დოკუმენტური ან საგამოძიებო ფილმი სადაც ჟურნალისტი თანაბრად გაშლიდა თემებს. ეს არის კიდევ ერთი აზრი, იმის თაობაზე თუ რა მოხდა მაშინ. აქ ყველა ნახავს თავის წილ ხელჩასაჭიდს.

თუ წიგნის, სპექტაკლის და ფილმის გარდა კიდევ დაგაინტერესებთ დეტალები და შუქჩრდილები. შეგიძლიათ მოისმინოთ ეს სიუჟეტი. სადაც თვითმფრინავის მგზავრების მოგონებებია თავმოყრილი. იმ მგზავრების, რომელთა ხაზის ამ ფილმში შედარებით მკრთალადაა გამოკვეთილი.


ფილმი კი უნდა ნახოთ. იმიტომ კი არა რომ ცუდია ან კარგი. იმიტომ რომ თქვენც აღარ იყოთ პაპსა პოზიციების მძევლები

გასაგებია ისიც, რომ ვსაუბრობთ ნამდვილ ადამიანებზე და მათ ბედზე, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს (თუმცა აქ მხარეები...) ამიტომ ძალიან ძნელია ეს ყველაფერი

პ.ს. სხვა თუ არაფერი ახალგაზრდა ქართველი მსახიობების თამაში ღირს ყურებად. კი 


"რა უნდოდათ?! ყველაფერი ქონდათ" - " ასე წასვლა ჩვენც არ გვინდოდა"

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]