Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

"თათრის" ღამე

"თათრის" ღამე


"მაგან გვიწოდა ჩვენ თათრები?! ხოდა მაგას მოუწყობთ ჩვენ თათრის ღამეს" - ფრაზა აქციიდან

11 მარტის საღამოს ასეთ დასასრულს არავინ ვარაუდობდა. ცეცხლის ალში გახვეული პოლიციის ავტომობილები, დალეწილი შუქნიშნები, ცრემლსადენი გაზის ღრუბლით გაბლარული ქუჩები და წარმოუდგენელი, ზღვარს გადასული აგრესია. ყველაფერი კი პოლიციელის მიერ წესის დარღვევით გაჩერებული ავტომობილის მფლობელისთვის ჯარიმის გამოწერით დაიწყო. ერთი შეხედვით ამ საკმაოდ ჩვეულებრივმა მოვლენამ ბათუმში "პეპლის ეფექტი" მოახდინა და დილა საავადმყოფოში მოხვედრილი ადამიანებით. დალეწილი ქუჩით და დაკავებული სამართალდამრღვევებით გაათენა. არა და არაფერი ეს, ზემოთხსენებული არ მოხდებოდა რომ არა ჯარიმის გამო გამოწვეული შელაპარაკება. როგორც გაირკვა ავტომობილის მფლობელს, რომელიც აფთიაქში შევიდა წამლის შესაძენად. შელაპარაკება მოუვიდა პოლიციელთან მას შემდეგ რაც მისმა თხოვნამ ჯარიმის არ გამოწერის თაობაზე იმ მიზეზით რომ ნათესავის (ძმის) გარდაცვალებიდან მოდიოდა და მეუღლეც ავტომობილში შეუძლოდ ყავდა, "არ გაჭრა". შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა და პოლიციამაც ისინი ძალის გამოყენებით დააკავა.

გემახსოვრებად ის ფაქტიც თუ რამდენად "მტკივნეულად" განიცადეს ბათუმში სხვა რეგიონიდან ჩამოსული პოლიციის უფროსის დანიშვნა. ძირითადი "წუნი" მას არა აქაურობაში დაუდეს. ამიტომაც მის მიერ წარმოთქმული ფრაზა "თათრები ხართ" მით უმეტეს ძალიან მძაფრად განიცადა მოსახლეობამ. სამწუხაროდ მე არ მომეპოვება პირველწყაროდან მიღებული დადასტურებული ინფორმაცია იმის თაობაზე თუ როდის და კონკრეტულად ვისი მისამართით იქნა გამოყენებული ეს ფრაზა. მაგრამ მთელი 12 საათიანი აქციის მსვლელობისას ეს ფრაზა და ამ ფრაზის ავტორიც არა ერთ გზის იქნა გაკიცხული კუთხური ფაშიზმისთვის. 

ლაივი. 2:10 თვითმხილველის მიერ მოთხრობილი ისტორია

აქვე იმასაც გეტყვით რომ პლაზას მიმდებარე ტერიტორია. სადაც ადგილი ქონდა ამ ინცინდეტს,  წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოუწესრიგებელ და გადატვირთულ გზის მონაკვეთს. აქ ავტომობილის გაჩერება პარკირებისთვის გამოყოფილ ნიშნულებთან ფაქტობრივად წარმოუდგენელია. მათი რაოდენობა ვერ აკმაყოფილებს პლაზას, როგორც სავაჭრო ცენტრის კლიენტთა რაოდენობრივ მოთხოვნებს. აღარ ვსაუბრობ გუდვილზე და მის ირგვლივ მდებარე აუარება სავაჭრო ობიექტებზე. ამიტომაც არასწორად გაჩერებული ავტომობილების ჯარიმების ყველაზე დიდი ხვედრითი წილი მოდის პლაზას ტერიტორიაზე. პოლიციის ახალი უფროსის დანიშვნის შემდეგ კი კონტროლი და საჯარიმო სანქციებიც გამკაცრდა. გაიზარდა ჯარიმების რაოდენობაც და შესაბამისად იმ ადამიანთა რაოდენობაც, ვინც თვლიდა რომ არა სწორად და ზედმეტად დააჯარიმეს. მითუმეტეს ხალხში კარგახანია მუსირებს აზრი იმის შესახებ რომ ჯარიმების "ამოქაჩვის" ინიციატივა "ზემოდან" მოდის. სწორედ ამ "დაგროვილ დენთს" ნაპერწკალივით მოედო "თათრად წოდება". პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები იმ 6 ადამიანის განთავისუფლებას მოითხოვდნენ რომლებიც ამ ინციდენტის დროს დააკავეს. ასევე ითხოვდნენ ბოდიშს პოლიციის უფროსისგან.


გადაკეტილი მაგისტრალის გასათავისუფლებლად პლაზასთან მალევე გამოჩნდა პოლიციის გაძლიერებული შენაერთები. 


პოლიციის შენობასთან გადაადგილებულებს გზად ჯარიმებით განაწყენებული ადამიანები შემოუერთდნენ. მოთხოვნა იგივე იყო. დაკავებულების განთავისუფლება და ბოდიშის მოხდა. მას შემდეგ რაც გაჟღერდა ინფორმაცია დაკავებულთა გათავისუფლების გადაწყვეტილების შესახებ, ჯერი ბოდიშზე მიდგა. დიდი ძალისხმევა იყო დახარჯული იმის თაობაზე რომ აქციის მონაწილენი დაშლილიყვნენ და "მერე ყველაფერი გაირკვეოდა". მაგრამ ამაოდ. აქციის აღელვებული მონაწილეები ძალით შეეცადნენ პოლიციის ეზოში შეღწევას. რამაც პოლიციის ფარებით შეიარაღებული რაზმის გამოჩენაც განაპირობა. ხელკეტებით შეიარაღებული სპეცრაზმი ისევ შეეცადა მომიტინგეთა დაშლას. მაგრამ ამაოდ. აგრესიულად განწყობილმა ახალგაზრდებმა მათ ქვები და ქვაფენილიდან ამოგლეჯილი ფრაგმენტები დაუშინეს. საპასუხოდ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი წამოვიდა.


როგორც თვითმხილველი გეტყვით. აგრესია ორივე მხრიდან თანაბარი იყო. მეამბოხეებმა ავტომობილების დაწვა დაიწყეს. სპეც რაზმი კი რეზინის ტყვიებს და გაზს არ იშურებდა. თან ეს უკანასკნელი, გაზი, ვნებდა როგორც აქციის მონაწილეებს (რომლებიც თავს გაქცევით შველოდნენ და შემდეგ ისევ იკრიბებოდნენ) ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას. გაზმა მათ საცხოვრებელ სახლებშიც შეაღწია.




საგანგებო სიტუაციიდან გამოდინარე მიღებულმა გადაწყვეტილებამ. რომლის მიხედვით ექვსივე დაკავებული პირი იმ ღამითვე გაათავისუფლეს. მეამბოხეებზე თითქმის არანაირი გავლენა არ იმოქმედა. ამ მომენტისთვის უკვე ცეცხლის ალში იყო გახვეული 4 პოლიციის ავტომობილი. დალეწილი იყო შუქნიშნები და საგზაო ნიშნები. პოლიციის ეზოში შეჯგუფებული სპეც რაზმისთვის კი არავინ იშურებდა ქვებს. სპეც რაზმი კი კვლავინდებურად რეზინის ტყვიებით და გაზით ფასუხობდა. 

ერთად ერთი სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც უპრობლემოდ ატარებდა როგორც პოლიცია ასევე აქტივისტები - ეს სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი იყო. სწორედ ამის გამო დროულად მოხდა 23 ადამიანის გოსპიტალიზირება. აქედან 11 პოლიციელი იყო. სასწრაფოსგან განსხვავებით არ გამოჩენილა სახანძრო ეკიპაში. რომელსაც (ჩემი აზრით) როგორც ალმოდებული მანქანების და ალმოდებული ხეების ლოკალიზირება შეეძლოთ, არამედ წყლის ჭავლით თავისუფლად შეეძლოთ ცრემლსადენი გაზი ჩაენაცვლებინათ. რომელიც, როგორც უკვე გითხარით საკმაოდ უხვად იყო გამოყენებული. 

ასევე არსად ჩანდა ეზოში ჩაკეტილი სპეც რაზმის დამხმარე ძალა და ზოგადად ადამიანი, ვინც მეამბოხეებთან მოლაპარაკებას შეეცდებოდა. თუმცა მერწმუნეთ ეს იქ ნებისმიერს გაუჭირდებოდა. ამ დროისთვის კი ვნებას გადააყოლეს კიდევ არა ერთი შუქნიშანი, გზის განათება, ავტომობილი, მოაჯირები, ხეები, საგზაო ნიშნები და ალალ ბედზე ჩავლილი ტურისტული ავტობუსუც. რომელმაც ალალ ბედზე გააღწია სამშვიდობოს.


მხოლოდ გამტენიოსთვის გამოჩნდა სპეც რაზმის დამატებითი შენაერთი რომელმაც რადიკალურად განწყობილი მეამბოხეთა დარჩენილი ნაწილი პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან საბოლოოდ გაფანტა. 

დღეს სამწუხაროდ მეტს ვეღარ დავწერ. 14 საათიანი რეჟიმმა, ემოციებმა და გაზმა ჩემზეც იმოქმედა. ეს ის ქრონოლოგიაა, რა ქრონოლოგიითაც განვითარდა მოვლენები 11-12 მარტს. მომდევნო პოსტში კი ცოტა სხვა. უფრო საშიშ თემებზე გესაუბრებით ვიდრე დალეწილი შუქნიშანი და ალმოდებული პოლიციის ავტომობილია. მშვიდობიან დღეს გისურვებთ. მშვიდობა ძვირად ფასობს.

"მაგან გვიწოდა ჩვენ თათრები?! ხოდა მაგას მოუწყობთ ჩვენ თათრის ღამეს" - ფრაზა აქციიდან

სწორედ ამიტომ ვარქმევ ამ პოსტს "თათრის ღამეს" . რომ სამომავლოდ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების და “პროვინციალური ფაშიზმის“ გამო არ მივიღოთ შედეგი, რომლის გამოც ნებისმიერი მხარე დაზარალდება.

1 comment:

  1. ნავთზე ცეცხლს რო მოუკიდებ მერე აღარ უნდა იკითხო საიდან რა მოხდაო..უუნარობაა ნებისმიერი საქმის გადაწყვეტაში

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]