Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მოდელი

მოდელი

როცა გვერდით ჩავუარე მშვიდად ეძინა. შევჩერდი, ვიფიქრე მძინარეს გადავუღებ მეთქი, ჩანთიდან ფოტოაპარატი ამოვიღე. ჩემს ფუსფუსში გამოეღვიძა. მეწყინა, ვიფიქრე წამოხტება და გაიქცევა, დაფრთხებათქო. ნურას უკაცრავად. კამერის დანახვაზე ძველი, გამოცდილი მოდელივით გაინაბა და პოზირება დაიწყო. კატაა, სხვას რას იზამდა. 




პოზა: გრაცია


შეპარული მზერა


თვით კეთილშობილება


ბოლოს ეზოდან ძახილი შემოესმა. ეტყობა საცმაცუნოდ რაიმეგემრიელობა მელოდებაო. კუდის ქიცინით მომიბოდიშა, ჩამოხტა და ეზოში გაუჩინარდა. ხო. ასეთი ფოტო სესიის შემდეგ წახემსება აუცილებელია :) 


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]