საქართველოში გვიყვარს დღესასწაულები, ზეიმები და ზოგადად რაღაცეების აღნიშვნა. დღეს 21 მარტია. შემომაქვს ინიციატივა შემომაქვს წინადადება 21 მარტი კალენდარში შევიტანოთ როგორც "ყოლიფერის" დღე. ეს წმინდა ქართული სიტყვაა, ვასაძეს ნამდვილად ექნება თავის უცხო სიტყვათა ვასაძიესეულ ლექსიკონში ესეც განმარტებული. მაგრამ დავასწრებ და ვიტყვი - ნამდვილად შეეფერება ეს სიტყვა და ტერმინი ქართულ რეალობას. ხოდა რატომ "ყოლიფერის" დღე.
დღეს მხოლოდ საერთაშორისო დონეზე აღინიშნება, ტყის დღე, პოეზიის დღე, რასობრივი დისკრიმინაციის დღე, თოჯინების თეატრის დღე და ნავრუზი. ეს საერთაშორისო მხოლოდ. მოკლედ თამამად შეგვიძლია ერთმანეთს მივულოცოთ ნავრუზი, ვისეირნოთ ტყეში თოჯინებით და საქართველოში მოდური მანერით ხმამაღლა ვიკითხოთ ლექსები "ძვირფასო მარიააამ".
მაგრამ გვახსოვდეს,საქართველოში დღეს მესაზღვრის დღეც აღინიშნება და საზღვრებს არ გადახვიდეთ. დღეს მაინც ეცით პატივი. პრინციპში ჩვენ კი ვცნობთ - სხვებს უჭირს თორემ.
ამასთანავე დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეც არის - შესაბამისად გაშუქდება ეს ყველაფერი ქართული ჟურნალისტიკისთვის დამახასიათებელ ჭრილში.
ხო, რაკი ლოკალურ დღესასწაულებზე გადავედით, გეტყვით რომ დღეს ასევე აღინიშნება: აქ ამინდის მუსიკის ფონი მოუხდებოდა
ბელგიაში, იტალიაში, ლესოტოსა და პორტუგალიაში - ხეების დარგვის დღე. სხვათაშორის თავისით მიხვდნენ ხეების დარგვა რომ კარგია.
ირანში - გაზაფხულის დღე. საკმაოდ პოეტური და რომანტიული დღესასწაულია
მალაზიაში - სილთან ტერენგგანუს დღე - ქართველებს მოგვეწონებოდა ერთი რომელიმე "სულთანის" დარის დღე რომ ყოფილიყო აღსანიშნი. გვექნება "იმედია"
ამერიკაში - სიმფლის მეურნეობის დღე - ეს მათხოვარი ამერიკა
ტუნისში - ახალგაზრდობის დღე
იაპონიაში - ზაფხულის ბინიონის დღესასწაული
მაგრამ ყველაზე საინტერესო და საჭირო ქართული რეალობისთვის არის დღე, რომელსაც პოლონეთში, ლიტვაში, ამერიკაში და კანადაშიც აღნიშნავენ - ეს "შატალოს დღეა"
Senior Skip Day - Dzień Wagarowicza
პოლონეთში ეს არაოფიციალური, მაგრამ ყველასათვის ძალიან საყვარელი დღეა. ეს ჩრდილოეთისთვის არაკალენდრული გაზაფხულის მოსვლის პირველ დღედ ითვლება და მოსწავლეებიც თავს უფლებას აძლევენ გაკვეთილებს არ დაესწრონ. ასევე ხდება ლიტვაშიც. ოღონდ 20 მარტს. ამერიკაში და კანადაში კი "შატალოს დღე" ყველა სკოლას ერთგვარი ტრადიციიდან გამომდინარე სხვადასხვა რიცხვში აქვთ.
და საქართველო?! როდის დაგვჭირვებია საამისოდ კალენდარი, თარიღი ან დღესასწაული. შატალო სწორედ ის თემაა რომელიც ლამის ეროვნულ დონეზე უნდა ავღნიშნოთ და ეს ეხება არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს. არამედ ზრდასრულ ადამიანებსაც. მთავრობაში, პარლამენტში, საჯარო სამსახურებში მომუშავეებს მით უმეტეს. ხო და რატომაც არა. ავირჩიოთ რომელიმე დღე, უფრო სწორედ რიცხვი და ყოველ თვეში ერთი ოფიციალური მიზეზი მაინც გვექნება თავის გასამართლებლად. არა, ჩვენი კალენდარი უქმეების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. მაგრამ მაინც . ასე რომ - შევთანხმდით შატალოს დღესასწაულზე
ეს იუმრობით თორემ დღეს, 21 მარტს აღინიშნება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე - მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს.
პ.ს. თოფაძე ხომ არ გყავთ მეგობრებში?!
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!