Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

როცა ქალაქი ამბობს არას. ბერლინის აეროპორტის ისტორია

როცა ქალაქი ამბობს არას. ბერლინის აეროპორტის ისტორია

ჩვენ ძალიან გვიყვარს ევროპული გამოცდილების, ან სულაც მაგალითების გახსენება. მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე დემოკრატიას ან ისეთ იდეებს ეხება, რომლისკენაც მივიღწვით, მივიწევთ, იდეის დონეზე მაინც. დღევანდელ პოსტში სწორედ ერთ-ერთ ასეთ მაგალითზე მინდა გიამბოთ, რომელიც, ჩემი აზრით ძალიან კარგი მაგალითია იმისა თუ როგორ შეიძლება ქალაქმა მართოს ქალაქი. როგორი უნდა იყოს დემოკრატია და რას ნიშნავს როცა ქალაქი ამბობს არა-ს.


რიგი ჩინოვნიკები დღემდე ითხოვენ ქება დიდებას და სამადლობელ სიტყვებს იმის თაობაზე რომ ბათუმში მიმდინარე აქციებზე ხალხის სიმრავლე და "სიტყვის თავისუფლება" მათი დამსახურებაა. სამწუხაროდ ავიწყდებათ რომ ხალხი სწორედ მათ მიერ ჩადენილი ქმედების გამოა გამოსული აქციაზე და შედეგი ხალხის აზრის გათვალისწინება უნდა იყოს და არა უბრალოდ "მადლობა თქვით რომ გამოდიხართ". თუმცა ეს მათ შეგნებამდე ძნელად დავა. ამიტომ იმ ამბავს მოგითხრობთ, რაზეც დავიწყე წერა


ეს ბერლინის, ბერლინელების და მათი ერთობის ამბავია. ქალაქში, გასული საუკუნის ოციანი წლებიდან ფუნქციონირებდა მცირე ზომის აეროპორტი ტემპელჰოფი (Flughafen Berlin-Tempelhof) . დროთა განმავლობაში საჰაერო გადაზიდვების მოთხოვნის ზრდასთან ერთად გაიზარდა აეროპორტიც და ორმიციანი წლებისთვის მისი ზომები მართლაც შთამბეჭდავი იყო. ის ერთ დროს მსოფლიოს 20 ყველაზე დიდ შენობა-ნაგებობების სიაშიც კი შედიოდა. 


მაგრამ დრო გავიდა. გადაზიდვებზე მოთხოვნა ისევ გაიზარდა და აეროპორტის საფრენი ბილიკი ახალი, დიდი ზომის თვითმფრინავებისთვის საკმარისი აღარ აღმოჩნდა.


1996 წელს ტრანსპორტის მინისტრის, ბურგომისტრისა და ბრანდერბურგის პრემიერ მინისტრის ინიციატივით გაიხსნა ახალი, თანამედროვე აეროპორტი. რომელიც სრულად პასუხობდა თანამედროვე საჰაერო ნავიგაციის და გადაზიდვების მოთხოვნებს. არსებული აეროპორტი კი გამოცხადდა დახურულად. ხოლო არსებული ტერიტორიის ნაწილი ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსებით უნდა გაშენებულიყო. მიუხედავად იმისა რომ პროექტი ფინანსურად ძალიან მომგებიანი და ერთის შეხედვით გამართლებული იყი. ხელისუფლება საგონებელში ჩავარდა.


ბერლინის მოსახლეობა შეიკრიბა და საგანგებო რეფერენდუმის შედეგად 25 ათასზე მეტმა ადამიანმა განაცხადა რომ აეროპორტის ტერიტორია უნდა დარჩეს ხელუხლებელი და რომ არ ეთანხმებიან ამ ადგილზე საცხოვრებელი კომპლექსების აშენებას. 


სენატი ლამის ემუდარებოდა მოსახლეობას რომ არსებული ტერიტორიის ნაწილი მაინც დაეთმოთ მშენებლობისთვის. ხოლო ნაწილი კეთილმოეწყობოდა როგორც სარეკრეაციო ზონა. თუმცა ამაოდ.

საცხოვრებელი კომპლექსების შენების იდეას მალე სპონსორიც გამოუჩნდა და ლობისტებიც როგორც პოზიციაში, ასევე ოპოზიციაში. ერთი სიტყვით მთავრობა სრულ ტანხმობას და მზადყოფნას აცხადებდა იმის თაობაზე რომ ეს ტერიტორია განაშენიანებულიყო. გადაწყვიტეს კანონ პრექტი საჯარო მოსმენაზე გაეტანათ, სადაც თითქმის არასდროს არავინ დადიოდა და შედმეგ ჩაეშვათ პროცესში.

თუმცა ორგანიზატორებმა ეს გაიგეს და მოითხოვეს კანონის მიხედვით რეფერენდუმის ჩატარება. ასეც მოხდა. ქალაქმა ჩაატარა რეფერენდუმი, რომელიც 2,5 მილიონი ევრო დაუჯდა. რეფერენდუმის წყალობით გადაწყდა რომ აეროპორტი გადაურჩება საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას

თუმცა არა მხოლოდ საცხოვრებელ კომპლექსზე იყო აქ საუბარი. 350 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, უნდა დარჩენილიყო ისე როგორც იყო. მოასფალტებული საფრენი ბილიკების ერთად უნდა შენარჩუნებულიყო მინდვრის საფარიც. მოსახლეობამ ფაქტიურად არც ერთი გოჯი მიწის ნაკვეთი არ დაუთმო მშენებლებს. 

თუმცა ამ ბრძოლაში მოსახლეობა არ იყო მარტო.პოცდარმის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის თანამშრომლებმა ჩაატარეს კვლევა, რომელიც ამტკიცებდა რომ ეს ტერიტორია ხელუხლებელი უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ იმისთვის რომ მოსახლეობას აქ დაესვენა. არამედ იმიტომ რომ ეს სივრცე წარმოადგენდა ქალაქის "კლიმატურ ბალიშს", გამაგრილებელ სივრცეს, რომელიც ირგვლივ მდებარე უბნებს სუნთქვის საშუალებას აძლევდა. 

გარდა ამისა ამ ტერიტორიის ინფრასტრუქტურული განაშენიანება ძალიან ძვირი დაუჯდებოდა ქალაქს, რომელსაც სათანადო ბიუჯეტი არ ქონდა, რის გამოც სახსრების გადმოზიდვა მოხდებოდა სხვა ფონდებიდან, რის გამოც ფული სხვა პროექტებს დააკლდებოდა. ამასთანავე ქალაქს ჰქონდა სხვა, საცხოვრებელი კომპლექსებისთვის სავარგი ტერიტორიები სადაც შესაძლებელი იყო მთავრობისთვის სასურველი მშენებლობის განხორციელება. 


საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა სასახელოდ უნდა ითქვას რომ მათ მართლაც დიდი საქმე გააკეთეს. მიუხედავად იმისა რომ თავიდან მათ რიგებში მხოლოდ ხუთი ადამიანი შედიოდა. იდეის გარშემო მალე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მიუხედავად იმისა რომ საინფორმაციო საშუალებები ყოველმხრივ სცდილობდნენ ეს საპროტესტო პროცესი თავიდან მიეჩქმალად. ფლაერების, ზურგჩანთაზე და ველოსიპეტებზე მიკრული სტიკერებით, პატარა ბროშურებითა და შეხვედრების წყალობით საინიციატივო ჯგუფმა ქალაქი ფეხზე დააყენა. რეფერენდუმზე მათ მიერ წამოყენებულმა კანონპროექტმა 750 ათასი ხმა მიიღო. მოსახლეობის ერთსულოვნების შემხედვარე რიგმა პარტიებმა და პოლიტიკურმა ფიგურებმა თავისი პოზიციებიც შეიცვალეს და ხალხის ნებას დაყვნენ.


2010 წელს, ქალაქის და ქალაქელების ნებით ბერლინის ყოფილმა აეროპორტმა ქალაქის პარკის სტატუსით უმასპინძლა ქალაქელებს. ყოფილი აეროპორტის შენობა ნაგებობები კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად სათანადოდ მოეწყო. აქ გამოფენები, კონცერტები, სპორტული და სხვა სახის კულტურული ღონისძიებები ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია როგორც დასასვენებლად გაზონზე წამოწოლილი ქალაქელი.

აი ეს ევროპული მაგალითი ბატონებო. როცა ქალაქმა თქვა არა და როცა მთავრობა მადლობების კი არ ითხოვს, არამედ ისმენს იმას რასაც ამბობს ქალაქი









No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]