Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

დაიცავი ძველი ბულვარი. აქცია. 25 დეკემბერი

დაიცავი ძველი ბულვარი. აქცია. 25 დეკემბერი

ბათუმის ძველი ბულვარის დასაცავად ბათუმელებს ისევ მოუწიათ ქუჩაში გამოსვლა. ბულვარის მომავალი, რომელიც ჯერჯერობით ძალიან ბუნდოვანია ქალაქელების შეშფოთებას იწვევს და ბადებს სავსებით ლეგიტიმურ კითხვას. რატომ ხდება გადაწყვეტილებების მიღება ქალაქელების ჩარევის გარეშე. რადგან ბათუმის ბულვარი ყოველი ბათუმელის კუთვნილებაა. ამიტომაც სოციალურ ქსელში დაგეგმილი აქცია სულ მალე გადაიზარდა საპროტესტო აქციაში. სადაც ქალაქელებმა თავიანთი გულისტკივილი გამოთქვეს მიმდინარე მოვლენების გამო და ხაზგასმით დააფიქსირეს რომ ბულვარს ასეთი ექსპერიმენტებისთვის არ დასთმობდნენ. 



როგორც თავიდანვე იყო დაანონსებული, აქცია ატარებდა აპოლიტიკურ ხასიათს და გამოხატავდა მხოლოდ ბათუმელების სამოქალაქო ნებას შეჩერებულიყო ბათუმის ძველ ბულვარში მიმდინარე სამუშაოები. მიუხედავად აქციის აპოლიტიკურობისა მასზე მაინც გამოჩდნენ პოლიტიკოსები. თუმცა საბედნიეროდ მათი მხრიდან აქციის პოლიტიკური განცხადებების პლათფორმად ქცევის მცდელობები არ ყოფილა






ბათუმელები აპროტესტებდნენ ბულვარში მიმდინარე "რეკონსტრუქციას" და ითხოვდნენ სამუშაოების დროებით შეჩერებას. სანამ სათანადო კოცეფცია და გეგმა არ შემუშავდებოდა. საამისოდ ხელმოწერებიც შეგროვდა.








მოსახლეობის კითხვებზე პასუხის გაცემა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა მირანდა ჩარკვიანმა სცადა. სამწუხაროდ აქციაზე ზემდგომი ორგანოებიდან ვინც ამ პროცესში არის ჩართული, მხოლოდ მირანდა ჩარკვიანი აღმოჩნდა დიალოგის მოსურნე.










ფაქტია რომ პრობლემა არის და ამ პრობლემამ ბათუმის მოსახლეობა ქუჩაში გამოიყვანა. ცხადია ისიც რომ ასეთი სახის დიალოგით დიდად შედეგი არ მიიღწევა. მაგრამ ის რომ დიალოგი, კონსულტაციები, თემის სათანადო დამუშავება და საკითხის უფრო სიღრმისეული შესწავლა აუცილებელია. კარგია რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა ბათუმელთა ნება ქალაქზე და ისტორიაზე საეჭვო ზეგავლენისგან თავის არიდების. ბათუმმა არა ერთი წარუმატებელი ექსპერიმენტი გადაიტანა რასაც ნაწილობრივ მისი იერსახე არასახარბიელოდ შესცვალა. ბათუმის ბულვარი კი ის წითელი ხაზია, რისი გადაკვეთაც უკვე აღარ შეიძლება. 

ამბავი ამით არ დასრულებულა. ჯერჯერობით გროვდება ხელმოწერები კონცეფციის შემუშავებამდე ბულვარში მიმდინარე სამუშაოების შეჩერების თაობაზე. მომდევნო აქცია დაგეგმილია კვირას, პირველ საათზე. ბათუმის ძველ ბულვარში. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ სოციალურ ქსელში გვერდზე "დაიცავი ძველი  ბულვარი"

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]