Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ტროას ცხენში ტროელ ქალებთან ერთად

ტროას ცხენში ტროელ ქალებთან ერთად

ამ სპექტაკლზე ბევრი მსმენია. ბევრი, ბევრისგან და ბევრჯერ. ხოდა რაკი ბათუმში(ც) მომეცა მისი ხილვის შანსი - რატომაც არა - გავიფიქრე და წავედი. მით უმეტეს საზაფხულო თეატრში. ვიფიქრე სიცხესაც თავს დავაღწევ. თან "საუკუნეა" სპექტაკლი არ მინახავსთქო. ხოდა წავედი

ევრიპიდე იქით იყოს და... საზაფხულო თეატრის შესასვლელთან ვიხუმრეთ. კი ჰგავს ისე ეგ "საზაფხულო თეატრი" ტროას ცხენს. თან "უკნიდან" შევდივართ. რაღაც რეალობასთან ახლოს იქნება ეტყობაო. ხო. სპექტაკლის თემასთან არა, მაგრამ აი იმ ტროას ავად სახსენებელ ცხენთან კი ახლოს. ძალიან ახლოს. შიგნით

ცხელოდა. ძალიან. ევრიპიდეს არაფერი უთქვამს ჩემთვის. მაგრამ დარწმუნებული ვარ აი ასე ღაფავდნენ სულს ხის ცხენში გამოკეტილი აქილევსის თანამებრძოლები სანამ ტროელები ბჭობდნენ - ღვთის საჩუქარი იყო ეს ვეება ხუხულა თუ ?! თუ. შემოსასვლელი კარებიც რომ გადარაზეს, ქუსლიც კი მომეფხანა ავის ნიშნად. მაგრამ ეგ არაფერი. მთავარი აქ (ჰაერთან ერთად ) სულ სხვა რამ იყო.
ქალები. 


რეალურ ისტორიებზე აგებული, საკმაოდ მძიმე სპექტაკლი. ამბავი ქალების, ქალებზე, ომზე, მშვიდობაზე, ტკივილზე, მათზე და სხვებზე. ამბები, რომლის თხობაც მხოლოდ მათ, ქალებს შეუძლიათ რადგან სწორედ ისინი არიან ამ ამბების მთავარი და მეასეხარისხოვანი გმირებიც.


ოთხმოცდაათიანებმა, აფხაზეთის და სამოქალაქო ომმა ძალიან ბევრი, ანალოგიური, მიმსგავსებული, შედარებით მსუბუქი თუ უფრო საზარელი ამბებიც ბლომად დაგვიტოვა. თითქმის ყველა ოჯახის მეხსიერების ზარდახშაში, სადღაც იქით, ბოლო კუნჭულში დღემდეა შემონახული "ტროელი ქალების" გოდების ისტორიები. 


თუმცა არა მხოლოდ ქალების. მე კაცების ისტორიებიც ბლომად ვიცი. თუმცა ეგ სხვა სპექტაკლია. დღეს სცენაზე ქალები, დები, დედები, რძლები, მამიდები და დეიდები იდგნენ.


ისტორიები. სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა სევდის, სხვადასხვა ქალის. მაგრამ ქალის


ზოგჯერ დედის, ზოჯერ დის, ზოგჯერ ცოლის, ზოგჯერ შვილის - ქალიშვილის




საცნაური აქ ერთი ფრაზა იყო. გმირების ოჯახის წევრის. რომელსაც ომში დაღუპული გმირის პენსია ერიცხებოდა. ისინი გმირებს დასტიროდნენ და გმირის პენსიას იღებდნენ. თუმცა ამ ყველაფრის შემდეგ სიცოცხლე, არ დანებება, წელში გამართვა და ცხოვრებაც არანაკლები გმირობა იყო ( და არის). ხო, ისინიც გმირები არიან




ხოდა ასე. "ტროას ცხენიდან" დანახულმა "ტროელი ქალების" ისტორიამ ვერ გეტყვით რომ მომხიბლა. უფრო მსახიობების ნიჭმა და მათმა მართლაც და გმირულმა გამძლეობამ საამოდ გამახარა. იმ გაუსაძლის სიცხეში, იმ გაუსაძლისი ამბების გადატანა და განცდა - ხუმრობა საქმე როდია. ის კი არა, ერთი ორჯერ ისე "შევედი" მათ გასაჭირში, მინდოდა ის ცივი წყალი, რომელსაც ერთ-ერთ გმირს სახეში ასხამდნენ, მეც გმირულად გამენაწილებია. მაგრამ ამაოდ. 

არ ვიცი. მე არ ვთვლი რომ ეს რაღაცნაირად "ფემინისტური" სპექტაკლი იყო. ახლა ხო ზოგადად მოდაში ეგ და გენდერზე აგებული ხუხულები. შესაძლოა ეს იმათთვის იყოს ასე. ვინც ქალებს აქამდე არ უსმენდა და ახლა მიუგდო ყური. არა. ეს თითქმის დოკუმენტურ მასალებზე აგებული მხატვრული პიესაა. სადაც კონკრეტულად ქალთა ისტორიებია მოთხრობილი, კარგად შეკაზმული და შემზადებული. გზავნილი ერთია - ტკივილი ნებისმიერ ეპოქაში ერთნაირად, ძნელად, საშინლად გადასატანია. და ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთია სქესი. მთავარია ადამიანი და როგორც მამაკაცი ვისურვებდი რომ მეტი წილი ნებისმიერი სატკივარის და სადარდებელის ჩვენს ხვედრზე მოდიოდეს. დანარჩენი გენდერულ-ფემინისტური ფრთასაშლელი სხვისთვის დამითმია


2 comments:

  1. რამდენი ხანია მინდა ვნახო ვერ წარმოიდგენ <3 ვნახავ აუცილებლად

    ReplyDelete
    Replies
    1. ნამდვილად უნდა ნახო ;)

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]