Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ბათუმის შეჭმული ტროტუარები

ბათუმის შეჭმული ტროტუარები

ხშირად ვწერ ხოლმე ველობილიკზე მოხეტიალე ადამიანებზე და მიყუდებულ ჯიპებზე. ეს განსაკუთრებით გამაღიზიანებელია მაშინ, როცა გვერდით ცარიელი ტროტუარია. ამჯერად კი "შეჭმულ ტროტუარებზე" მინდა მოგითხროთ. სამწუხაროდ ეს ჩვეულებრივ მოვლენად და საკმაოდ დიდ პრობლემად იქცა ბათუმისთვის. რიგ შემთხვევებში, როცა მოსახლეობის მხრიდან პროტესტი სათანადო მკაფიოდ და მწვავედ იქნა გამოთქმული - პრობლემა შეძლებისდაგვარად მოგვარდა. მაგრამ არის მონაკვეთები, სადაც პრობლემა პრობლემად რჩება. მიღებული (არსებული) კანონი კი თაროზე.





 ისედაც "შეჭმულ" ტროტუარებზე "ტყეპარკის" გაშენება...




მშვენიერია ღია კაფეები და ბარები. ნამდვილად. მაგრამ იქ, სადაც კაფეს ან ბარებს ტროტუარი მთლიანად აქვს ათვისებული, იქ როგორც წესი სამანქანო გზაა გადაკეტილი რათა ქვეითად მოსიარულეებს თავისუფლად შეეძლოთ გავლა. ჩვენთან კი ტროტუარიც ათვისებულია და ქუჩა ავტომობილებით ამოვსებული. 


ეს კი საერთოდ გენიალური გადაწყვეტაა. ველობილიკის ირგვლივ "ქალაქის" გაშენება


თუ გავითვალისწინებთ ჩვენი მძღოლების უმრავლესობის "განსწავლულობას" ავტომობილის მართვის ზოგად უნარებში, მათ დახელოვნებას პარკინგის მეთოდებში, მათ მიერ ქვეითთათვის "ზებრაზე" გზის დათმობის "ტრადიციას". თან ამას თუ დავუმატებთ შეჭმულ ტროტუარებს და ველობილიკებს. მშვენიერი ქალაქი გამოდის... ავტომობილში დასასვენებლად

მშენებლობის რეგულაციების აუცილებლობაზე უკვე აქტიურად საუბრობენ. კარგი იქნება ყველა მშენებარე შენბას ავტოპარკინგის და რეკრიაციული ზონის არსებობა შეუმოწმდეს და დაუდგინდეს.

ამ ქალაქში გავლით არ ვართ - ვცხოვრობთ


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]