18 ივნისს ბათუმში მდუმარე აქცია გაიმართა. ეს არ იყო უბრალოდ სოლიდარობის აქცია. ამ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა დაბადა კითხვა, რომელიც ძალიან გულსატკენი გახდა ბათუმელებისთვის. სამწუხაროა როცა გიხდება იმის მტკიცება რომ შენ ისევე განიცდი და გტკივა შენი ქვეყნის ტრაგედია, როგორც სხვა კუთხის, ან სულაც დედაქალაქის მკვიდრს. სამწუხაროა, როცა ამის მტკიცების აუცილებლობა შენივე ქალაქში გამართული საზეიმო ღონისძებების გამო გიხდება. თუმცა არა. მე არ ვთვლი რომ ვინმეს წინაშე რაღაც გვაქვს დასამტკიცებელი. მეტიც ჩვენ ვაპროტესტებთ მცნებას "ჩვენ და ისინი" ჩვენ ვართ ჩვენ და ჩვენ ვართ ერთნი. ამ ქვეყნის მოქალაქენი და სწორედ ისე შეგვტკივა გული როგორც ყველა რიგით ქართველს და რომ ქალაქში გამართული საზეიმო ღონისძიებები ძალიან შორს დგას ჩვენი დღევანდელი პოზიციისა და განწყობისაგან.
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!