Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

Coca Cola, Pepsi, ბურატინო - ცოტა გაზი, ცოტა ისტორია და ბედნიერი ბავშვობა

Coca Cola, Pepsi, ბურატინო -  ცოტა გაზი, ცოტა ისტორია და ბედნიერი ბავშვობა

რამოდენიმე დღის წინ კოწახურის ლიმონათი ვიყიდე და დიდი სიამოვნებით დავასტატუსე კიდეც რომ "რაღაცნაირი, ბავშვობის დროინდელი გემო დაკრავდა"თქო. რემოდენიმემ მიმწერა , რა გახსოვს ახლა რა გემო ქონდაო. სიმართლე გითხრა არც მახსოვდა, სანამ არ დავლიე და ყველაფერი თავისით არ აღსდგა მეხსიერებაში. კოწახურის ლიმონათი ომამდელი ბავშვებისთვის მარტო ერთი "გაზიანი ბედნიერება" არ იყო საბედნიეროდ. იყო კიდევ ლიმონათი "ბურატინო" ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებული მშვენიერი შუშხუნა სასმლი - ბავშვობაში აჭარული ხაჭაპურის ან შოკოლადმოხეხილი ნახინის ბურთულების აუცილებელი თანმხლები რომ იყო. 



მართალია ბურატინოს გვერდით სხვა გამაგრილებელი სასმელებიც არსებობდნენ. მაგრამ იყო ასევე ერთი, უფრო სწორედ ერთად-ერთი სასმელი, რომელიც საინტერსო გემოს გარდა იმითაც გამოირჩეოდა რომ ოკიანის გადაღმიდან, რკინის ფარდის მიღმა შეიქმნა და ისე შემოაღწია ჩვენამდე. დიახ, ეს სასლმი "პეპსი კოლა" იყო. 


ეს ბედნიერება 1972 წელს გვეწვია. მას შემდეგ რაც ამერიკამ და საბჭოთა კავშირმა ურთიერთსასარგებლო საბაჭრო ხელშეკრულებებს მოაწერეს ხელი. მათ შიროს კომპანია პეპსი კო -ს პრეზიდენტს დონალდ კენდალისა და მიხეილ კოსიგინს შორის გაფორმებული ხელშეკრულებაც იყო. რომლის წყალობით "პეპსი კო" იღებდა უფლებას შტატებში ეწარმოებია და გაეყიდა რუსული არაყი "სტოლიჩნოე" ხოლო "პეპსი კოლა" ჯერ ამერიკაში ჩამოსხმული გაიყიდებოდა საბჭოეთში, ხოლო შემდეგ ადგილზეც აშენდებოდა ჩამომხსნელი ქარხნები და საბჭოთა მშრომელებს ეს ოკიანისმიღმელი სითხე ცხოვრების ბედნიერ მომენტებს კიდევ უფრო გაულამაზებდა. 



პეპსი პირველი კომპანია იყო თავის სეგმენტში, რომელმაც რკინის ფარდის მიღმა შემოაღწია. მართალია მთელი მისი ისტორია ვარდნისა და აღმასვლის საკმაოდ თანმიმდევრულ დიაგრამას წარმოადგენს. მაგრამ მისი უმთავრესი კონკურენტის - "კოკა კოლა"ს მიღწევების ფონზე მისი ბრძოლისუნარიანობა და შეუპოვრობა მით უფრო იწვევს ჩემში პატივიცემას. 

1893 წელს, შაქრის, გაზიანი წყლის, კოლას მარცვლებისა და რამოდენიმე სახის ზეთის კომბინირებით შექმნილი სასმელი, რომელიც გამომგონებლის კალებ ბრედხემის საპატივცემულოდ "ბრედის სასმელად" წოდებული აფთიაქში პირველად გამოჩნდა და თითო-თითო ჭიქად იყიდებოდა როგორც გამამხნევებელი, საჭმლის მონელების ხელშემწყობი და გამაჯანსაღებელი სითხე. "ბრედის სასმელი"  ხალხს მოეწონა. 5 წლის შემდეგ კი მისმა გამომგონებელმა ის სავაჭრო მარკად დაარეგისტრირა. მაგრამ აჯერად მის სახელწოდებაში ფიგურირებდა სასმელის უმთავრესი ინგრედიენდის, კოლას სახელწოდება. ასე მოევლინა მსოფლიოს  "პეპსი კოლა" . მას შედეგ არაერთი წარმატება და კრახი განიცადა. რამოდენიმეჯერე გაკოტრდა კიდეც. საიდუმლო რეცეპტის გამხელაც კი დასჭირდაც რო თავი გადაერჩინათ, შედეგ კი ამ რეცეპტის ავტორობის პირუკუ მტკიცება სასამართლოში. მოკლედ, საკმაოდ ეკლიანი გზა გავლო ჩვენმა პეპსიმ. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას რომ მას ფეხდაფეხ მოყვებოდნენ ისეთი სასმელები, როგორებიც არიან Royal Crown და Dr. Pepper ი. ძნელი წარმოსადეგი არ უნდა იყოს თუ რაოდენ ძნელი იყო კონკურენცია. თუმცა პეპსის ეს ნაკლებად ადარდებდა, მისი მთავარი მეტოქე ბაზარზე ყოველთვის იყო კოკა კოლა. სწორედ კოკაკოლასთან კონკურენციამ გამობრძნიდა პეპსი. მიუხედავად იმისა რომ გაყიდვების მაჩვენებლით კოკა კოლა გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ხუთჯერ სჯობნიდა პეპსი კოლას, ეს უკანასკნელი ამერიკაში მაინც აღიარეს ნომერ მეორე სასმელად. 
პეპსი არ იშურებდა ძალისხმევას რომ სათანადოდ გაერეკლამებინა საკუთარი პროდუქტი. მოეძებნა კონკრეტული მომხმარებელი და დაეკავებინა სათანადო ნიშა. ასე შეიქმნა 1961 წელს სლოგანი "პეპსი - მისთვის ვინც თავს ახალგაზრდულად გრძნობს.  1964 წელს კი სლოგანი შემოკლდა "თქვენ პეპსის თაობა ხართ". სპეციალური გამოკითხვაც კი ჩაატარეს, სადაც თვალებ ახვეულ კლიენტებს კოკას და პეპსის გასინჯვას სთავაზობდნენ. შეფარდებით 3:2 გამოკითხულებმა გემოთი პეპსი არჩიეს. ეს სარეკლამო რგოლშიც კი გამოყენეს. თუმცა ... თუმცა პეპსი მაინც რჩებოდა რიგით მეორე ნომრად. რეიტინგის სათავეში ამერიკულ ნაციონალურ პროდუქტად აღქმული კოკა კოლაა.


კოკაკოლას ისტორიაც აფთიაქიდან იწყება. ის 1886 წელს, ანტლანტაში, ჯონ პემბერტონის აფთიაქში, თავის ტკივილის შემამსუბუქებელი სითხის ძიებაში დაიბადა. თავიდან ის კარამელისფერ, სქელ მოტკბო სიროპს წააგავდა. რომლის შემადგელობაში კოკას ფოთლების ნახარშიც შედიოდა, სწორედ იმ ფოთლების, რომლის წყალობით 1854 წელს ალბერტ ნიმამ კოკაინი შექმნა. გასაკვირი არც იყო რომ ამ ფოთლების წყალობით სასმელი საკმოაოდ გამამხნევებელი, მატონიზირებელი და პოპულარული გახდა. მცხუნვარე მზისაგან ან სამუშაოსაგან დაღლილებს სულ რაღაც ხუთი ცენტის საფასურად "ჯეიკობსის" აფთიაქში შეგეძლოთ ამ სასმელით დამტკბარიყავით. 

სასმელი ძალზედ მოეწონა მომხმარებელს. სულ მალე სქელი სიროფი გაზიანი წყლით გააზავეს. კოკა კოლა უწოდეს და პემბენტონის მეგობარმა ფრენკ რობინსონმა სპეციალურად მისთვის ასოებმომრგვალებული წარწერაც კი შექმნა. 

პემბერტონის გარდაცვალების შემდეგ სასმელის რეცეპტი და ფორმულა 2300 დოლარად იქნა გაყიდული. მისი ახალი მფლობელი ბიზმესმენი აზა კანდლერი გახდა. მან მცირედი ცვლილებები შეიტანა სასმელის რეცეპტში და 1893 წელს დაარეგისტრირა როგორც სავაჭრო ნიშანი. 


არსებობს ლეგენდა რომ კოკაკოლას ორიგინალური რეცეპტი, რომელიც თვით დიდმა ფარმაცეპტმა თავისი ხელით დაწერა. კომპანიის დიიდ სეიფში ინახება და მასთან წვდომა კომპანიის მაღალჩინოსნებს ააქვთ მხოლოდ და ისიც საგანგებოდ როცა შეიკრიბებიანო. თუმცა ეს ლეგენდები დამითქმამოთქმა ამ სასმელის ირგვლივ ყოველთვის იყო.



მაგალითად 1903 წელს გაზეთი წერდა რომ სწორედ ამ საძაგელი სასმელის ბრალი იყო გაბრუებული შავკანიანები წესიერ თეთრკანიან მოქალაქეებს რომ ესხმოდნენ თავსო. ამ განცხადების შემდეგ რეცეპტიც კი შეიცვალა. სასმელში უკვე არა ნედლ, არამედ გამომშრალ, გამოწურულ კოკას ფოთლებს ურევდნენ.



დრო გადიოდა, კოკა კოლა კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა. მისმა შუშის ბოთლებმა რამოდენიმეჯერ იცვალეს ფორმა. 1955 წლიდან კი ის ქილებშიც გამოდიოდა. ნებისმიერ შემთხვევაში ის ადვილად ამოსაცნობ და საყვარელ სასმელად რჩებოდა.


მისი წითელი ფერი თვალში საცემი და დასამახსოვრებელი იყო. 1931 წელს კომპანიამ ამერიკელ მხატვარს ჰადონ სუნდბლომს საშობაოდ სანტა კლაუსის თემის "გათამაშება" შეუკვეთა. ბევრმა შესაძლოა არც კი იცოდეს რომ სწორე 31 წელს ღრმად პატივცემული ჰადონის წყალობით სანტა პირველად შეიმოსა თეთრ-წითელ ფერებში. მანამდე სანტა კლაუსს არ ქონდა კონკრეტული - ერთი სტილისა და ფერის ტანისამოსი. ის ყოველ შობას სხვადასხვაგვარად - როგორც მოეხელთებოდა ისე იცვამდა. ჰადონმა კი არა მხოლოდ წითელი შარვალი და ქურთუკი შეურჩია სანტას, არამედ საკუთარი სახეც კი მიახატა. მას შემდეგ წითელქურთუკიანი ჰადონ - სანტა მომღიმარი სახით და კოკა კოლას ბოთლით ხელში გვილოცავს შობა ახალ წელს.


კოკაკოლას წითელი ფერი და თავად კოკაც საბჭოეთმა ოლიმპიურ თამაშებზე  1979 წელს შეაფასა. 88 წლიდან კი გარდაქნმამ ამ კაპიტალისტურ სასმელს საბოლოოდ გაუხსნა გზა ჩვენი სუფრისკენ.





სამართალი მოითხოვს - რაკი ამდენი ვისაუბრე გაზიან სასმელებზე,  ინგლისელი ქიმიკოსი ჟოზეფ პრისლიც ვახსენო - ის ჯერ კიდევ 1767 წელს აზავებდა წყალს CO2 გაზით, რომელიც ლუდის ხარშვისას გამოიყოფოდა. ასეთი სატუმბი ნასოსების წარმოება იაკობ შვეპმა ითავა - დიახ .სწორედ მან დაარსა შემდგომში სახელგანთქმული Schweppes და სწორედ ამ დროიდან ისმის ჭიქაში ჩასხმული გამაგრილებელი სასმელების გაზის ბურთულებს საამო შუშხუნი.


მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. დღეს უკვე აღარავის გვიკვირს ამ გაზიანი სასმელების არსებობა. არადა იყო დრო, როდესაც მას დიდის მოწიწებით ყიდუობდნენ და ნება-ნება, სვენებ სვენებით აგემოვნებდნენ. ხო, ეს ის დრო იყო 37 მანეთად რომ დაფრინავდნენ საბჭოთა "ოცნებებში". რუსთაველზე კი ჩვენი სიამაყით, ლაღიძის წყლებით გრილდებოდნენ ! 

ეს კი ის პოსტია - კოწახურის ლიმონათმა რომ დამაწერია...

2 comments:

  1. Ra sainteresoa. Kowaxuris limonati ar maxsovs, magram pepsi cola ki, ragac kafe iyo 80-ianebis Tbilisshi da dedachems me da chemi deidashvilebi mivyavdit xolme iq ardadegebze pepsi kolas dasalevad :D diadi dgesaswauli gvqonda xolme.

    Schweppes-is ginger ale ki sharshan gavsinje mgoni pirvelad da kinagam davixrchvi. Zalian gazirebulia da dalevamde ar unda chaisuntqo :lol:

    ReplyDelete
    Replies
    1. აბაა?! მართლა დღესასწაული იყო :) შვეპსი ხო - შესასუნთქი უფროა ვიდრე დასალევი :) მართალი ხარ

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]