Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ნაბოლარა ძმის ამბავი - ანუ რადიო იგულისხმება

ნაბოლარა ძმის ამბავი - ანუ რადიო იგულისხმება

რაღაც ძალიან ნაცნობსა, უკვე ნანახს რომ უყურებ და ის გრძნობა გიჩნდება „ აი კიდევ ... ისევ?!“ მაგრამ ძალიან არ გინდა რომ ეს ასე იყოს!
აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის სამომავლო სტატუსზე მითქმამოთქმა არ წყდება. ზოგი მის გაყიდვას მოითხოვს, ზოგიც რეგიონულ საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნას, ზოგი კი საერთოდ დახურვას. რამდენი ადამიანია იმდენი მოსაზრებაა. მაგრამ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ საჯარო განხილვების, შეხვედრების, აზრების შეჯერებისა და კონსესუსის შედეგად უნდა მოხდეს.

არის დიდი შანსი იმისა რომ აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტი ერთხელ და სამუდამოდ განთავისუფლდეს იმ სტატუსისაგან რაც ბალასტად ქონდა წლების მანძილზე. მაგრამ სტატუსი მხოლოდ აისბერგის ზედაპირია. თუ საზოგადოებას და ხელისუფლებას სურს დამოუკიდებელი ტელევიზია და რადიო , შესაბამისი შანსი საამისოდ სწორედ ახლა დგას. ცვლილება არა მხოლოდ სტატუსმა არამედ მიდგომამაც უნდა განიცადოს. ვერც გაყიდვა და ვერც მხოლოდ სტატუსის მინიჭება ვერ იქნება გარანტი იმისა რომ ტელევიზია და რადიო იქნება დამოუკიდებელი. სარედაქციო დამოუკიდებლობა და გამართული მენეჯმენტი - სწორედ ეს არის უმთავრესი ბერკეტი რითაც შეიძლება სასურველი შედეგის მიღწევა.

გაყიდვას რაც შეეხება - მეეჭვება გამოჩნდეს ვინმე, ვინც თუნდაც ტექნიკურად გამართულ ტელევიზიაში ჩადებს იმ თანხას რაც საჭიროა მისი გამართული და პროდუქტიული მუშაობისთვის. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ასეთი საგმირო საქმის ჩამდენი არავინ გამოჩენილა.

არის კიდევ ერთი, ძალზედ საინტერესო მომენტი. როცა საუბრობენ ტელე-რადიო დეპარტამენტის სტატუსზე - მითუმეტეს მის დახურვაზე, ან სულაც გაყიდვაზე. რატომღაც ყოველთვის გულისხმობენ ტელევიზიას. რადიო კი სადღაც არსებობს - დაახლოებით ისე როგორც სიტყვა „იგულისხმება“. წლების მანძილზე რადიო ტელევიზიის ნაბოლარა ძმასავით იყო. მას უწევდა ყველაფერი რაც დიდ ძმას მორჩებოდა. იყო რიგი გამონაკლისები როცა რადიო და მისი პრობლემები დეპარტამენტის მთავარ თემად იქცეოდა, მაგრამ ეს იმდენად იშვიათად ხდებოდა რომ პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისი ნამდვილად არ იყო. საკმარისი არ იყო იმ რიგი რეფორმებისთვის, რომელელთა განხორციელაბაც დაიწყო თავის დროზე რადიოში და რომელთა წყვეტამ საკმაოდ არასასურველი შედეგი გამოიღო.

მე, როგორც რადიოს თანამშრომელს, მაინტერესებს. რა ბედი ელის რადიოს, რომელიც არსებობის 80 წელზე მეტს ითვლის, რომლის სტატუსიც და სამომავლო ბედიც მის უმცროს, მაგრამ ზომით საკმაოდ დიდ ძმასთან, ტელევიზიასთან ერთად უნდა გადაწყდეს. საინტერესოა ასევე ისიც თუ რა ადგილს დაიკავებს მაუწყებლის ახალ ფორმატში რადიოს რგოლი.

აუცილებლად მიმაჩნია  ჩამოყალიბებული რეგიონული მაუწყებლის სტრუქტურაში რადიო და ტელვიზია წარმოდგენილი იყოს როგორც ორი თანასწორი რგოლი და არა ერთის დაქვემდებარებაში მყოფი მეორე დანამატი
სარედაქციო თავისუფლება და მიუკერძოებლობა უნდა გახდეს მთავარი საყრდენი. 
რაკი უმთავრესი აქცენტი გაკეთებული იქნება რეგიონზე, სხვა საკითხების გაშუქებასთან ერთად, რეგიონში წარმოდგენილი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფებისადმი თანაბარად უნდა იქნეს გამოხატული ინტერესი და გაშუქდეს მათი პრობლემები. და რაც მთავარია - ყოველივე ამის განსახორციებლად რეალურად მხოლოდ კანონმდებელის კეთილი ნება საკმარისი.
და ეს კიდევ მხოლოდ ნაწილია იმისა რაც უნდა იყოს. მაგრამ ჯერ მაინც სტატუსია პრობლემა.

მართალია რადიოს სამომავლო განვითარების რამოდენიმე, ერთმანეთისაგან განსხვავებული გეგმა არსებობს. მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ჯერჯერობით მთავარი მაინც სტატუსია.

ყოველ შემთხვევაში ერთი რამ ცხადია ვიცი, ნამდვილად მინდა ირგვლივ ვიხილო პროფესიონალები და არა ფარისევლობით გამსჭვალული „კეთილშობილნი“ . ნამდვილად არ მინდა პროტეჟეებით დაკოპლექტებული სტაფი და ვიღაცის, თუ გინდ სამღვდელოების წარმომადგენლების მიერ მოწონებულ დაწუნებული კადრები. ჩემთან პირადად ქონდა ასეთი „ჩარევის“ ფაქტს მცდელობა. მართალია მცდელობა მცდელობად დარჩა, მაგრამ თავად ფაქტი ფრიად არასასიამოვნოა. თუმცა არასაიამოვნო მომენტების მთელო წყება ჯერ კიდევ წინაა. მთავარია ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე რაც თავის დროზე დავიწყეთ.

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]