Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

კადრის ისტორია

კადრის ისტორია
დღეს ფოტოაპარატის ქონით ვერავის გააკვირვებ. ფოტო ემოციების მომენტალური გაცვლისა, ადამიანთა კონტაქტის საკმაოდ პოპულარული და პრაქტიკული საშუალება გახდა. მითუმეტეს რომ ციფრული ტექნოლოგიები დღეს საამისოდ ყველანაირ გზას და საშუალებას გვაძლევს. მსოფლიოში თითქმის ყოველ წამს ათასობით ფოტო იქმნება. ათიათასობით მომენტი სამუდამოდ რჩება ფოტოზე ასახული და შენახული. მაგრამ მხოლოდ ერთეულები თუ ჰპოვებენ საყოველთავო აღიარებას და მხლოდ რამოდენიმე კადრი გრჩება მეხსიერებაში. დღეს მინდა ის ფოტოები გაგახსენოთ, რომლებიც ჩვენმა მეხსიერებამ დიდი ისტორიული მომენტების სავიზიტო ბარათებად აქცია.

თუმცა გარდა საკუთრივ ისტორიული კუთვნილებისა, ყოველ მათგანს საკუთარი, არანაკლებ საინტერესო ისტორიაც გააჩნია.



შავბერეტიანი ჩე გევარას ფოტო ლამის მეოცე საუკუნის სიმბოლოდ იქცა. ის ყველაზე უფრო მეტად პოპულარული ფოტოა რაც კი ოდესმე ადამიანს დაუბეჭდია, დაუხატავს ან რაიმე სხვა სახით გამოუსახავს. ის 1960 წლის 5 მარტს, ჰავანაზე ფიდელ კასტროს პირადმა ფოტოგრაფმა ალბერტო კორდამ გადაიღო. ჩე გევარა იმ დროს ყურეში აფეთქებული გემის La Coubre-ს დაღუპული ეკიპაჟის წევრების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას. როგორც ფოტოგრაფი იხსენებს ის შესძრა 31 წლის ჩე გევარას სახის გამომეტყველებამ. "აბსოლუტური ქედუხრელობა, მრისხანება და ტკივილი"- ასე აღწერს ის ჩე გევარას სახეზე ამოკითხულ ემოციებს. თან ის მხოლოდ რამოდენიმე წამით გამოჩნდა ობიექტივში როცა ფიდელ კასტრომ თავისი სიტყვა დაასრულა. ფოტო ჟურნალ "რევოლუციის" რედაქციაში არ მოიწონეს, რამაც ძალიან გაანაწყენა ფოტოგრაფი. მან დაბეჭდა ფოტო რამოდენიმე ეგზემპლარად, ჩამოჭრა  და ერთი საკუთარ ოთახში ჩამოიკიდა, ხოლო დანარჩენი მეგობრებს დაურიგა. სწორედ ამ გზით გავრცელდა ეს ფოტო და მალე მთელს მსოფლიოს მოედო.

სხვათაშორის ის კატეგორიული წინააღმდეგი იყო მისმიერ გადაღებული ფოტოს კომერციულ მიზნებში გამოყენებისა. ის დარწმუნებული იყო რომ თავად ჩე ამას არ მოიწონებდა.  სარეკლამო ხრიკებში მისი ფოტოს გამოყენების გამო სასამართლო დავით 500000 დოლარი მოუგო არყის "სმირნოვის" მწარმოებლებს, რომლებმაც არყის ბოთლის ეტიკეტზე გამოსახეს ჩე. ეს თანხა ფოტოგრაფმა კუბის მედიცინის ფონდს შესწირა.




იმ დღეს, როდესაც ეს ფოტო გადაიღეს ( 1951 წლის 14 მარტი) აინშტაინი იუბილარი იყო. მას 72 წელი შეუსრულდა. იმ დღეს თითქმის ყველა გამომცემლობა ლამობდა მეცნიერისთვის ფოტო გადაეღო, რამაც მოხუცი ძლიერ დაქანცა და გააღიზიანა. ყველაზე ბოლოს UPI-ს ფოტოგრაგი Arthur Sasse აღმოჩნდა რომელმაც თავისი კილეგების მსგავსად სცადა მეცნიერის ღიმილის დაფიქსირება. მაგრამ მეოცე საუკუნის გენიოსმა აბეზარა ფოტოგრაფს მხოლოდ ენა გამოუყო. 2009 წელს ამ მომენტის ორიგინალი ფოტო 74324 დოლარად გაიყიდა.


ბრიტანეთის ყველაზე სახლეგანთქმული პოლიტიკოსის ეს, ყველაზე სახასიათო ფოტო საკმაოდ უცნაურ სიტუაციაში გადაიღეს. როგორც ცხნობილია ჩერჩილი არასდროს ელეოდა თავის საყვარელ სიგარას. ის თითქმის ყოველ ფოტოში სიგარით ხელში პოზირებს. როცა იუსუფ კერშმა მისი უსოგაროდ გადაღება მოინდობა, ეტიკეტის ნიშნად ჩერჩილს წინ საფერფლე დაუდგა იმის იმედით რომ ჩერჩილი რამოდენიმე წამით მაინც შეელეოდა სიგარას. მაგრამ ჩერჩილმა ამ ჟესტს სრული იგნორი გაუკეთა. მაშინ ფოტოგრაფმი მოსცილდა აპარატს, მივიდა ჩერჩილთან " ბოდიში სერ ..." და სიგარა თავისი ხელით გამოაცალა.  "ისეთი გამომეტყველება ქონდა ასე მეგონა სადაცაა შემჭამდა" - იხსენებდა შემდეგ იუსუფი. სწორედ ეს გაბრაზებული მზერა ასახა ფოტოგრაფის კამერამ.


რობერტ კაპას ეს ფოტო, რომელიც 1936 წლის 5 სექტემბერს იქნა გადაღებული, კარგა ხნის მანძიზე ესპანეთის სამამულო ომის სისხლიანი ეპიზოდების ყველაზე ცნობად კადრად ითვლებოდა. მასზედ შეიარაღებული მოქალაქეა გამოსახული რომელიც მტრის ტყვიამ გამოასალმა სიცოცხლეს და ესესაა მიწაზე დაეცემა. ფოტოზე ასახულმა სცენამ არაერთგვაროვანი გამოხმაურება ჰპოვა. პოპულარობასთან ერთად მას მითქმამოთქმაც მოჰყვა. დღეს უკვე დადასტურებული ფაქტია ის რომ ეს სცენა დადგმული იყო. ის ბრძოლის ველიდან რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით იქნა გადაღებული. ხოლო გაშლილ მინდორში თითქოსდა ტრაგიკულად დაღუპული" თეთრპერანგიანი მებრძოლი Federico Borrell García - რომელიც შემდეგ ამოიცნეს კიდეც, სულ სხვაგან, მტრისაგან ტყეში თავის შეფარებისას იქნა მოკლული.




წინა ფოტოსაგან განსხვავებით ეს კადრი სრულ რეალობას ასახავს. რეალობას რომელიც  ედი ადამსმა 1968 წლის 1 თებერვალს გადაიღო. ვიეტნამელ ჰგუენა ვან ლემას სასიკვდილო განაჩენს ადგილზევე ასრულებს გენერალი ნგუენ ნგოკ ლოანი. შემზარავი ფოტო უმალ მოედო მსოფლიოს. ამ ფოტოს გამო ედის თავის მართლებაც კი დასჭირდა. ის ამბობდა რომ უბრალოდ, რეფლექსის დონეზე იღებდა ყველაფერს რაც გარშემო ხდებოდა, ხოლო გადაღებულის გააზრება მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა რაც ფირები გაამჟღავნა. როგორც თავად "თაიმსისადმი" მიცემულ ინტერვიუში თქვა :" გენერალმა ვიეტნამელი მოკლა, მე კი მოვკალი გენერალი ჩემი კამერით. ფოტო ყველაზე ძლიერი იარაღია მთელს მსოფლიოში. ხალხს სჯერა მისი, მაგრამ ფოტოებიც ცრუობენ თუმც არანაირი სურვილი ამისა არააქვთ. მათი სიმართლე მხოლოდ ნაწილობრივია. ფოტო ვერ გაგცემთ პასუხს კითხვაზე - როგორ მოიქცეოდი შენ, იმ გენერლის ადგილზედ, იმ პაპანაქებაში და იმ მომენტში როცა დაიჭერდი იმ ადამიანს რომელმაც ორი შენი თანამემამულე ააფეთქა რამოდენიმე ხნის წინ." მიუხედავად ამ საზარელი კადრისა ფოტოგრაფმა მოძებნა, იპოვა და ბოდიში მოუხადა გენერალს და მის ოჯახს ფოტოს გამოქვეყნების გამო მათ მიმართ გამოვლენილი აგრეიის გამო.



თუკი ზემოთ მოყვანილი ისტორია საკმაოდ ბერ კითხვის ნიშნებს ტოვებს და ორაზროვანია. ეს ფოტო საკმაოდ სწორხაზოვანია. ეს უცოდველ ადამიანთა საზარლი ტივილისა და წამების ამასხველი კადრია, რომელიც ომის განუკითხაობას მოაქვს. სამხრეთვიეტნამელი ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ ფოტოზე ასახულია უსუსური ადამიანების გჯუფი, რომელიც სამხრეთვიეტნამელი ჯარისკაცების მიერ, მათ სოფელზე მიშვებული ნაპალმის გაურბიან. ფოტოს ცენტში შიშველი გოგონა, ცხრა წლის კიმ ფუკი, სასოწარკვეთილი გაურბის ჯარისკაცებს რომლებიც ცეცხლის ჭავლით მოსდევენ უკან. გოგონას მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს ზურგზე და ფეხებზე. მის სახეზე ტკივილის, შიშის და სასოწარკვეთილების შემაძრწუნებელი კივილია აღბეჭდილი. ფოტოს გადაღების შემდეგ ფოტოგრაფმა ნიკ უტმა გოგონაც და სხვა ბავშვებიც საველე საავადმყოფოში მიიყვანა. ექიმები დარწმუნებულნი იყვნენ რომ ბავშვი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ 14 თვისა და გადატანილი 17 ოპერაციის შემდეგ გოგონა სასწაულბრივად გამოჯანმრთელდა. გოგონა ახლაც ცოცხალია, მან თავისი სიცოცხლე მედიცინას მიუძღვნა და ომის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს ეხმარება. "ნაპალმი - ეს ყველაზე საშინელი ტკივილია რაც კი შეიძლება ადამიანმა  წარმოიდგინოს, წყალი 100 გრადუსზე იწყებს დუღილს. ხოლო ნაპალმის წვის გრადუსი 800 დან 1200 გრადუსია. მიმტევებლობამ მე განმათავისუფლა შურისძიებისაგან. ჩემი სხეული ახლაც დაფარულია იარებით და თითქმის ყოველთვის მე ვგრძნობ საშინელ ტკივილს. მაგრამ ჩემი გული სუფთაა და გახსნილი. ნაპალმი ძლიერია, მაგრამ რწმენა, მიმტევებლობა და სიყვარული უფრო ძლიერი. ომი აღარ იქნებოდა თუ კი თითოეულ ჩვენგანი გაიაზრებდა იმას რომ შეიძება იცხოვრო ჭეშმარიტი რწმენით, მიმტევებლობითა და იმედით სწორედ ისე, როგორც ეს იმ ფოტოზე ასახულმა პატარა გოგომ შესძლო და თუ მენ ეს შესძლო, შესძლებთ კი თქვენ?!"  - ამბობს ერთ ერთ ინტერვიუში კიმი ...




ნგო დინ ზემას რეჟიმის საწინააღმდეგოდ მიმართულ აქციაზე ბუდისტმა ბერმა ტხიტ კუანგ დიკმა დემონსტრაციულად დაიწვა თავი. ბერის არც პოზა შეუცვლია და არც ხმა არ ამოუღია სანამ ცეცხლის ალში არ გარდაიცვალა. როგორც ნგო დინ ზემას მეუღლემ განაცხადა ის დიდი სიამოვნებით დაუკრავდა ტაშს იმის შემხედვარე თუ როგორ იწვავს თავს მორიგი ბერი. ტხიტ კუანგ დიკის გულს დღეს, როგორც ბუდიზმის ერთერთ წმინდა რელიქვიას დიდ თაყვანს სცემენ



ადამიანის ნება მართლაც რომ წარმოუდგენლად ძლიერი ფენომენია. ხშირად ის გაცილებით უფრო ძლიერია და მედგარია ვიდრე ფოლადი. ეს ფოტო იარაღის ძალისა და ადამიანის ნების დაპირისპირების უაღრესად შემძრავ კადრს ასახავს. 1989 წლის ივნისი არეულობისას, პეკინის მოედანზე გამოყვანილ ტანკების კოლონას წინ მხოლოდ ერთი ადამიანი აღუდგა. ჩვეულებრივი ადამიანი, ცელოფნის პაკეტებით ხელში წინ გადაეღობა დაძრულ კოლონას და გზის გაგრძელების საშუალება არ მიცა. ტანკის ეკიპაჟის მიერ გვერდის ავლის ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. კოლონა შეჩერდა . ამ მომენტს ოთხი ფოტოგრაფი იღებდა. საყოველთაოდ ცნობილი კი მხოლოდ ჯეფ უაიდნერის ფოტო აღმოჩნდა. ფოტო რომელიც კარგახნის მანძილზე აკრძალული იყო ჩინეთში. ვერც ადამიანის ამოცნობა მოხერხდა. მაგრამ ამას არ შეულშია ხელი ჟურნალ თაიმსის მიერ გამოქვეყნებულ მეოცე საუკუნის 100 ყველაზე სახელგანთქმულ ადამიანთა სიაში მისი მოხვედრისთვის.



ზნეობა, პროფესიონალიზმი, მოვალეობა და საკუთარი სინდისი. ხშირ შემთხვევაში ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან და მათი შეუთავსებლობა ზოგჯერ დამღუპველია თავად ფოტოგრაფისთვისაც. ეს ფოტო, რომელიც სუდანში 1993 წლის შიმშილის საზარელ კადრებს ასახავს არამხოლოდ მისი სიმძაფროს გამო გახდა პოპულარული. ფოტოგრაფმა კევინ კარტერმა, რომლმაც ამ ფოტოს გამო პულიცერის პრემია მიიღო. შიმშილისაგან დაუძლურებული და ღონემიხდილი პატარა გოგონა შენიშნა, რომრლიც ჰუმანიტარული ბანაკისკენ მიხოხავდა. დაღლილმა და ღონეგამოცლილმა გოგონამ რამოდენიმე ხანი შეისვენა. შორიახლოს გამოჩნდა მძორიჭამია სვავი, რომელიც იქვე დაფრინდა და მოთმინებით ელოდა თუ როდის მოკვდებოდა ღონემიხდილი გოგო. ფოტოგრაფმა ბარე 20 წუთი მოანდომა ფოტოსთვის საუკეთესო რაკურსის მოძებნას და მხოლოდ სასურველი კადრის გადაღების შემდეგ განდევნა სვავი. გოგონამ კი ბანაკისკენ ხოხვა განაგძნო. მიუხედავად აღიარებისა და პრემიისა. რამოდენიმე ხნის შემდეგ, 1994 წლის ივლისში კევინი საკუთარი ავტომობილის სალინში ჩაიკეტა და ძრავის გამონაბოლქვით თავი მოიკლა... 




ამ ფოტოზე კი ალბათ უველაზე სახელგანთქმული კოცნაა აღბეჭდილი, რომელიც 1945 წლის 14 აგვისტოს ალsბერტ აიზენშადტმა გადაიღო. იაპონიაზე გამარჯვების აღსაიშნავად მოწყობილ ზემზე ბევრი ფოტო იქნა გადაღებული. ამიტომ ყველას სახელის და გვარის ჩანიშვნა ვერ მოხერხდა. მხოლოდ 1980 წელს გახდა ცნობილი მედდის ვინაობა. ეს მშვენიერი გოგონა ედიტ შეინი გახლავთ, მხოლოდ მეზღვაურის ვინაობა დღემდა უცნობია. ბარე 11 მამაკაცი ამტკიცებდა რომ მეზღვაური ის იყო. მაგრამ ამის დამტკიცება ვერ მოხერხდა. აი რას იხსენებს თავად ფოტოგრაფი: "მე მივრბოდი და გზად ვიღებდი მეზღვაურს, რომელიც ისე იყო გახარებული რომ შემხვედრ ყველა ქალს კოცნიდა. მისთვის სულ ერთი იყო ახალგაზრდა იყო ის თუ მოხუცი, სუსტი თუ მსუქანი. უბრალოდ იჭერდა და კოცნიდა. მე მივრბოდი მასთან ერთად და ჩემი ლეიკით ვიღებდი კადრებს. მაგრამ არც ერთი არ მომეწონა. ბოლოს მან გამოჭირა მედდა და ჩაკოცნა. მინდა გითხრათ რომ არა მედდ დის თეთრი სამოსი მე არც ეს კადრი არ მომეწონებოდა. მე 4 ფოტო გადავიღე, აქედან მხოლოდ ერთი მომეწონა და აი ისიც"

ნამდვილ ფოტოგრაფად ჩამოყალიბებისას უნდა ისწავლო სულით ხედვა, ვინაიდგან ფოტოაპარატის ნამდვილი ობიექტივი ეს ფოტოგრაფის სული და გულია. - იუსუფ კარში

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]