Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ამორპუტანების ლაშქარი და გაპარსული ატამი

ამორპუტანების ლაშქარი და გაპარსული ატამი
"საინფორმაციო გამოშვება ამით დასრულდა. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე." 

ქუდი... ტიტრები... მუსიკა...

"გონიოს ციხეს ჭმუნვის ღრუბელი შემოაწვა. ციხისთავი ღელავდა, ნეტა რა უნდა უთხრას მოსულმა მალემსბრბოლელმა. მანდარინით სავსე სინა გაუჩოჩა და სმენად იქცა

- ახალი ამბავი მაქვს თქვენთვის - გადაყლაპულ მანდარინის ლებანს ამოაყოლა სათქმელი მალემსბრბოლელმა.

- ამოთქვი - ლამობდა ციხისთავი 

- თანხმობა მოგვცა ყველისციხის ბატონმა - მეორე ლებანი ჩახეთქა მალემსბრბოლელმა


- თანხმობა? კიდევ რაო?! - ჩაეკითხა ციხისთავი
- კიდევ ... მესამე ლებანს დასწვდა მალემსბრბოლელი. ციხისთავმა ვეღარ მოითმინა და მანდარინით სავსე სინა წაართვა
- ამოთქვი - ჩააცივდა
- კიდევ ისაო, პირობას არ გავსტეხთ. თვის ბოლომდე 300 რჩეულ პუტანკას მოგაშველებთო
- 300?! 300 ცოტაა. არ კმარა
- ნუ ჯავრობთ ბატონო. 400 ყორღანაშვილი დაგვახმარს. 200 - 250 ქსნის ერისთავი გვპირდება კიდევ.
- კარგია, ეს ამბავი უკვე მომწონს - ულვაშებზე ხელი ჩამოისვა კმაყოფილმა ციხისთავმა
- ხო, კარგი ამბავია. თუ ათაბაგმაც არ გასტეხა თავისი სიტყვა და 300 მდე რჩეული პუტანკა მანაც დაგვახმარა. თავისუფლად ამოვისუნთქავთ
- 500 გაწვრთნილი პუტანკა მე თავად შევარჩიე. ამჟამად თურქ ინსტრუქტორებთან გადიან წვრთნას. კაარგად უნდა დაიხვეწონ. სადაცაა დაიწყება სეზონი და მერე ერთად ვეკვეთოთ დამსვენებლებს.
- თქვემამ მზემ, კარგი სტრატეგიაა. ამოდენა გაწვრთნილ მდედრიონს რომელი ჯარი აღუდგება...
- არა, შეიძლება ღუდგეს კიდეც, მაგრამ დიდხანს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს.. რამოდენიმე ხანში დანებდება...
- ხო, აი რა მინდოდა მეთხოვა ციხისთავო... - შემპარავად დაიწყო მალემსბრბოლელმა
- თქვი
- ეგ ჯარი თუ მოპაექრე რომ დაიღლება... ჩვევა აქვთ ასეთი, თუთუნი უნდებათ
- მერე?
- მერე და გონიოდან ჩამოვიტან გვარიანად თუთუნს და ჩვენი მდედრიონის მიერ დაქანცულ და ძალა გამოლეულთ მივყიდოდ. რას იტყვი?!
- ოხ შე ცბიერო შენა. კარგი აზრია - მოეწონა ციხისთავს.
- დიდი მადლობა ციხისთავო. - 
თავი დაუხარა მალემსბრბოლელმა
- ხო... ჩაფიქრდა ციხისთავი - დიდი ომი გველის. როგორც მზვერავები გვაუწყებენ, წელს შარშანდელზე დიდძალი დამსვენებელი მოგვაწყდება და მედგრად უნდა დავხვდეთ, უნდა მოვიგერიოთ...
- აქამდე არ დაგვიხევია უკან და ოქტომბრამდე ვიგერიებდით ყოველ წელს. არამგონია წელსაც გაგვიჭირდეს ციხისთავო... 
- ლიფზე პუტანკა უნდა ვიხმოთ და ეს ომი მოვიგოთ... ლიფზე პუტანკა
- ხო მაგრამ... ჩვენი მეომრებიც ბრაზობენ, მხოლოდ თურქებთან რომ გადიან წვრთნას, ერთი ორი ილეთი ჩვენგანაც ისწავლონო
- ნუ აშინებთ. იმი დასრულდება და მერე მომდევნო ზაფხულამდე მათ განკარგულებაში იქნებიან უკვე კარგად გაწვრთნილნი.
- ჩვენი პუტანკებიც იბღვირებიან, სამამულო წარმოებას რატომ არ ვაძლევთო გასაქანს
- ხოო, ცოტა საორჭოფოა. უკრაინაში უკვე წამოუწყიათ ჯანყი ჩამოსულთა წინააღმდეგ, ესაო და მამაპაპათა მიერ დადგენილ ფასებს ნუ გვიგდებ დაბლაო. იმაზეც კი ვიფიქრე ეგ უკრაინელი განაწყენებული პუტანკები აეთ ფრონტზე გადმომესროლა, გულს მოიოხებდნენ. მაგრამ ვნახოთ.. ვნახოთ...
- ჩვენი უცხოელი ლეგიონერები რომ გამოგვეხმო საბერძნეთიდან და თურქეთიდან?
- ვერ, მერე იქაური პოზიციები თავიდან დასაპყრობი გვექნება და ვერ გავწირავთ ასე ოფლში და კუთვაში მოპოვებულს...
- ხო, ჯერ კიდევ წინაგვაქვს ომი ციხისთავო
- მართალი ხარ მართალი. ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია ატამი იყოს გაპარსული.....- ეს თქვა და ჩაფიქრდა ციხისთავი. მალემსბრბოლელი ისევ მიუბრუნდა მანდარინის ლებნებს. ციხისთავი კი გონიოს ციხის თავზე მომდგარ ჭმუნვისფერ ღრუბელს გაჰყურებდა...."

მეჩვიდმეტე სერიის დასასრული. რეკლამა ჩვენს არხზე.

აქცია ესთეტიური სილამაზის სალონ მაგნუმში. ატმების ეპილიაცია ალექსანდრიტის ლაზერით. ყოველი მეოთხე ატამი უფასოდ. 

ტატუ ბანანზე. ყოველ მესამე ბანანზე ტატუ უფასოდ

ბანანის ტატუსთან ერთად გთავაზობთ კივის ბიკინის ზონის უმტკივნეულო ეპილაციას. ყოველი მეოთხე დასაჩუქრდება გაფრცქვნილი ლეღვით.

უნიკალური შემოთავაზება მხოლოდ თვის ბოლომდე. პირსინგი ნესვის თავებზე 40% ფასდაკლებით.

კიტრის ხორკლებიდან ქირურგიული გზით გაწმენდა, გაფრცქვნა მხოლოდ ფასდაკლების ბარათის მფლობელთათვის..


შენი ატამი გაპარსულია?! მაშინ ჩვენ მოვდივართ შენთან

3 comments:

  1. LOOOL :)
    მე ამ თემაზე მეგონა პოსტი, თავიდან რომ დავიწყე კითხვა – http://netgazeti.ge/GE/105/News/10350/

    ReplyDelete
  2. ანუ ნეტგაზეთის სტატიის სათაურია – "წახალისებული სექსტურიზმი გონიოში"


    :)))

    ReplyDelete
  3. ხო :)) ნაწილობრივად მაგ თემას ეხმიანება :)) "რა ამბავია 150 ლარი და ქართველებს არაო?!" :)))

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]