ცხოვრება ძალიან წააგავს სიმღერას. თითოეული სიმღერა, ისევე როგორც თითოეული ადამიანის
ცხოვრება განსხვავდება ერთიმეორესაგან.
ზოგი ნელი, ფაქიზი ნოტებით იწყებს, „ნელა შეჰყავსო“ როგორც
იტყვიან ხოლმე, მერე კი ნელინელ უმატებს რიტმს, ან სულაც არაფერს არ უმატებს, ისევ
იმ ტონალობაში რჩება და მიყვება დინებას..
ზოგიც მელოდიური დასაწყისის შემდეგ ისე ხურდება რომ
ვერც კი ხვდები, ეს ის სიმღერაა რომელსაც უსმენდი თუ რაღაც ახალი დაიწყო.
ზოგიც თავიდანმე იქუხებს ინსტრუმენტების მთელი ფეერვერკით
და ბოლომდე ამოსუნთქვის საშუალებასაც არ მოგცემს.
ზოგიც ჯაზურ იმპროვიზაციას ანდობს ბედს და ყოვლად არაპროგნოზირებად
პასაჟებზე გადადის.
ზოგიც ბანალურ რიტმზე სცდილობს თავისი „მრავლისმთქმელი“
სიტყვების დადებით შესძინოს მის ქმნილებას ჟღერადობა და ფასეულობა.
ზოგიც ისე მღერის რომ სულაც არ სჭირდება არც მელოდია
და არც არაფერი სხვა, ის თავად არის სიმღერა.
მაგრამ მიუხედავად თავისებურებებისა მაიც ააქვთ საერთო
შტრიხები...
ყველა სიმღერას აქვს შესავალი. დასაწყისი .... ისევე
როგორც ვიწყებთ ცხოვრებას... ჯერ სათქმელამდე შორსაა, ჯერ მხოლოდ მელოდია ჟღერს, ფეხს იდგამს. მელოდია,
რომელიც ნელინელ გადაიქცევა მთავარ მოტივად ან კიდე სულაც მთავარ რიტმად. მელოდია,
რომელიც ხშირ შემთხვევაში მთელს სიმღერას მიყვება ბოლომდე... ბოლო აკორდამდე...
შემდეგ კი იწყება სიმღერის პირველი სტროფი. პირველი
წინადადება ... ხშირად მისი შინაარსი და ხასიათიც ადვილად გამოსაცნობია, მას მელოდიის
განწყობა გვკარნახობს. თუმცა ეს ყოველთვის ასე როდია ... პირველ სტროფში ჯერ სურათის
მკრთალ კონტურებს ხაზავს. მკრთალად, ძალიან ფაქიზად. როგორც ცხოვრების „პირველი ეტაპი“
ისიც თითქმის ძალიან ბანალურია, მაგრამ თავისთავად განსხვავებული, განცდილი, გააზრებული
და გათავისებული. სიტყვა სიტყვას ემატება და სტროფიც ივსება, კონტური იხატება, აზრი
ყალიბდება, სავარაუდო მიმართულება ირკვევა და რაღათქმაუნდა პირველი ეტაპიც აქ მთავრდება
...
მისამღერი - ეტაპი რომელიც „ცხოვრებაში“ რამოდენიმეჯერ
შეიძლება გამეორდეს. ორჯერ, სამჯერ, ექვსჯერ. ან სულაც ჩახვეულივით იტრიალოს ამ მისამღერმა
სიმღერის ბოლო აკორდამდე. ეს ის პერიოდია როცა შენი „სიმღერის“ მთავარ თემას, ოცნებას,
სურვილს ისე გამოთქვამ როგორც ეს შენ გინდა და გწადია და სულერთია როგორი იქნება „სიმღერის“
მეორე ან მესამე „სტროფი“. ის ისარის რაც შენს გულს სწადია, რაც ყველაზე ძალიან გაწუხებს
ან გტკივა, ან კიდე ნატრობ. ეს ის პერიოდია როცა მთავრდება შენი ცხოვრების პირველი
ეტაპი და ჯერ კიდევ შორსაა მეორე, შედარებით რუხი, შედარებით უფრო გრძელი და შედერებით
უფრო მიწიერი მონაკვეთი. ეს ის მომენტია როცა ერთი საფეხურიდან მეორეზე გადადგმული
ნაბიჯის ქვეშ თავისუფალი ფრენის ქარს გრძნობ და ამ წამს გახანგრძლივება გინდა. ძალიან
გინდა.
„სიმღერის“ მეორე „სტროფი“ როგორც წესი პირველის ლოგიკური
გაგრძელება. ის გაცილებით უფრო მკვეთრ ფერებს აძლევს „პირველის ეტაპის“ მიერ დახატულ
მთავარ კონტურებს. გაცილებით უკეთ ხედავ არსს და კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით ელოდები
მის განვითარებას. თუმცა ხდება ისეც რომ მეორე ძალიან წააგავს პირველ სტროფს, წააგავს
კი არადა სრულიად იდენტურია. არანაირი განსხვავებით. უშინაარსო, მდარე და უსიცოცხლო.
იმდენად უსიცოცხლო რომ ვერანაირი კარგი „მისამღერიც“ მას ვერ „უშველის“. მაგრამ არის
ისეთიც მონუსხულივით რომ ჩაუღმავდები და იმაზეც კი ფიქრობ „ღმერთო ჩემო, ეს ხომ ის
არის. ჩემი სიმღერა“ . „მეორე სტროფი“ სწორედ ის მონაკვეთია როდესაც საბოლოოდ აფასებ
ეს „სიმღერა“ ღირს თუ არა „მოსმენად“ და ღირს თუ არა საერთოდ რამედ. ეს ის მომენტია
როცა სიმღერა ყალიბდება, თავისი პასაჟებით, თავისი გადასვლებით, აკორდებითა და მელოდიური
ნახაზით თავის გამორჩეულ სახეს იღებს. ისეთს როგორიც არის და შემდეგ ...
შემდეგ ისევ ის მისამღერი, ისევ ის - ოცნების პატარა
მონაკვეთი რომელიც შესაძლოა არ ემოდეს არც პირველს, არც მეორე სტროფს კონკრეტულად,
მაგრამ გრძნობ რომ ის ამ „სიმღერის“ განუყოფელი ნაწილია და შესაძლოა ყველაზე მეტად
ღირებულიც.
შემდეგ კი აი ის „პასაჟი“ მოდის, მეორე და მესამე ეტაპის
შუა რო აკეთებენ ხოლმე. როცა არაფერს აღარ მღერიან, უბრალოდ მუსიკას აცდიან სათქმელს.
ეგებ მასაც ააქვს რაიმე სათქმელი, იქნებ მას ეს გაცილებით უკეთ გამოუვიდეს ვიდრე ტექსტს.
იქნებ სულაც უტექსტოდ ჯობდა. ან არა... როცა
„სიმღერის“ ბოლო ეტაპამდე დარჩენილ დროს რაღაცნაირად ახანგრძლივებ, რაღაცნაირად პაუზას
იღებ, ისვენებ და ყოველგვარი მისამღერის გარეშე უხედები უკან.
და მერე მესამე ... თითქმის შემაჯამებელი, თითქმის დამაბოლავებელი
ეტაპი. ეს სიმღერის სიბერეა, სიმღერის რთველი. აქ უნდა ითქვას ის რისთვისაც მღეროდი,
აქ ან საერთოდ არ უნდა ითქვას. აქ უნდა დასრულდეს, გამოანათოს ან წალეკოს, განაგძოს
ან ჩაკლას. აქ უკვე მაღალ აკორდებსაც შეგიძლია შეეჭიდო, აქ ბოლომდე შეგიძლია მისცე
ხმას თავისუფლება. იმიტომ რომ ეგ შენი „სიმღერის ბოლო სტროფია“. ის, რაზეც პირველში
არ გიმღერია, მეორეში შეეცადე და აი ახლა უნდა თქვა, ქნა, გააკეთო, მიიღო, შეაჯამო....
როგორიც არის, როგორც არის... და მერე
და მერე შეგიძლია ამოისუნთქო. მერე შეგიძლია „მისამღერს“
დაუბრუნდე და იმდენჯერ იმღერო დარდით, სევდით, ბედნიერებით თუ ხალისით ავილმა, რამდენჯერაც
შესძლებ და გყოფა ჯანი ან მელოდია...
ყველა ჩვენთაგანს ჩვენი საკუთარი „სიმღერა გაგვაჩნია“.
ყველა ჩვენთაგანი თავის „ტექსტს“ მღერის თავისავე „მელოდიაზე“. სწორედ ჩვენზე დამოკიდებული
გახდება თუ არა ჩვენი „სიმღერა“ ჰიტი, ან სულაც შლიაგერი. გაუჩნდება თუ არა „დამწყებ
მომღერალს“ ჩვენი სიმღერიდან ნოტების, ან სულაც სიტყვების განმეორება....
იქნება ეს დუეტი თუ სოლო
მე უკვე მეორე „სტროფის“ დასაწყისში ვარ ... ახლა ეთერში
გასვლის დროა. დროებით .
საინტერესო მიდგომაა. დავფიქრდი და მივხვდი, რომ ჩემი სიმღერა არასდროს გახდება ჰიტი და მამენტ სულ არ მანაღვლებს ეგ ამბავი, პირიქით, კიდეც მიხარია :)
ReplyDelete:) არა, ჰიტი არა იმ თვალსაზრისით რომ სეციალურად ეცადო მისი გაპიარება, რასკრუტკა და ყველასათვის საყვარელი... უბრალოდ თუ გინდ ერთი ადამიანისთვის სასურველი, მისაბაძი ან დამაფიქრებელი...
ReplyDeleteთუმცა არც ეგაა მთავარი... მთავარია შენთვის იყოს შენივე სიმღერა სასურველიც, ჰიტიც და შლიაგერიც :)