Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

"აპოლო" ბრუნდება

"აპოლო" ბრუნდება
უკინოთეატრო ბათუმი მალე საავტორო ფილმების კინოფესტივალს უმასპინძლებს.  კინოფესტივალი წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო იხვეჭს სახელს. ქალაქში კი ერთმანეთის მიყოლებით გავიდნენ მარილზე ჯერ კინოთეატრი "ინტერნაციონალი", შემდეგ კი "თბილისი". თუმცა ბოლოსაგან განსხვავებით "ინტერნაციონალს" აღადგენენ. უფრო სწორედ კი ინტერნაციონალამდელი აპოლოს, საქართველოში არსებული პირველი სამი კინოთეატრიდან ერთ-ერთის რეიკანრაცია მოხდება.

ძმები ლუმიერების მიერ 1895 წელს საფრანგეთში, თეთრ ტილოზე ნაჩვენები მოძრავი საოცრება, რომელმაც აღაფრთოვანა კაცობრიობა. 1896 წელს უკვე თბილისს აოცებდა. ცოტა არ იყოს მშურს კიდეც. საფრანგეთში ჯერ არ "გაციებული" სენსაცია სულ რაღაც ერთ წელიწადში უკვე ქართველ მაყურებელს აკვირვებდა და ეს 115 წლის წინ.



მალე დაიწყო კინოთეატრების (ელექტრო თეატრების) ბუმიც. თბილისში,. აღმაშენებლისა და ი. კარგარეთელის კვეთაში 1909 წელს მოდერნის ტიპის (Art Nouveau) კინოთეატრი "აპოლო" აშენდა. მას მოყვა ქუთაისის "მონ პლესირი" და რაღათქმაუნდა ბათუმის აპოლოც.


თბილისი. აპოლო.
როგორც ინტერიერი, ასევე ექსტერიერიც ქუთაისურ მონ პლესირსაც, თბილისურ და ბათუმურ აპოლოსაც მოდერნისტული ქონდა. თან ყველა შენობა კონკრეტულად კინოთეატრისთვის იყო აშენებული და განკუთვნილი. ელექტრო თეატრების სტუმრებს განსაკუთრებული, ყველაფრისგან გამორჩეული არქიტექტურა ელოდა და შემდეგ.. შემდეგ უკვე რაღათქმაუნდა მომაჯადოვებელი სინემა.


თბილისის აპოლოსაგან განსხვავებით, ბათუმის ელექტრო თეატრი შედარებით მომცრო ზომის იყო. თუმცა ისევ და ისევ მოდერნის წყალობით, სილამაზით და ორიგინალურობით ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდა სხვებს.

გასული საუკინის ოციანი წლებიდან ბათუმშიც მომრავლდა კინომოყვარულები. გამოწკეპილი ვაჟბატონები წელში გაჭიმულად მოაცილებდნენ გამოპრანჭულ ბარიშნებს მოკირწლულ მარინსკი პროსპექტზე...

- გეთაყვა, დღეს რა გადის !?
- ახალია რაღაც... " люди звери" .. გეთაყვა...
- ღმერთოჩემო მონ შეღ, ისევ ფათერაკები და სროლა?
- არ ვიცი, არ ვიცი. ამბობენ საინტერესიაო. პეტერბურგში ადგილებიც კი არ ყოფილა თავისუფალი...
- ოხ, რატო იზიდავთ ასე სისასტიკე ამ რეჟისორებს....
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. მალე ბათუმში სრულებით გადაეჩვივნენ კონოთეატრში სიარულს. ჯერ იმას აბრალებდნენ რომ კარგი ფიმლები არ არისო. შემდეგ  ფული არააქვს ხალხსო. შემდეგ კონოთეატრის მფლობელებმაც თავიანთი "ნიჭიერი" მენეჯმენტით სულ აუცრუეს ხალხს გული და ბოლოს დაცარიელებულ კინოდარბაზებს მხოლოდ კინოფესტივალი და რამოდენიმე მაშტაბური ღონისძიება თუ აცოცხლებდა ხმაურით. მიტოვებულ-მივიწყებული, უფუნქციო კინოთეატრები ერთმანეთის მიყოლებით ქრებოდნენ. ბარე 5 კინოთეატრიდან ყველაზე დიდი და დღეგრძელი "თბილისი" წელს გამოემშვიდობა სიცოცხლეს. საფუძვილანად. ( ჭორი დადის, მის ადგილზე საცხოვრებელ სახლს აშენებენ. მაგრამ იმაში მაინც იქნება 40 კაციანი კინოდარბაზიო)

დიდხანს ვდაობდით კინოთეატრის გამო. მოსაზრება "ქალაქს უნდა ქონდეს კინოთეატრი" ძალიან ხშრად ეჯახებოდა "რომ ქონდა ხომ დადიოდა ხალხი"-ს ნაირ არგუმენტებს. თუმცა ამ ეტაპზე ეგ არ მიმაჩნია აზრ გასაწევ არგუმენტად. ეგ უნიჭო მენეჯმენტის ბრალი უფროა ვიდრე კინოს არ სიყვარულის.

ხოდა ასე. რამოდენიმე თვეა ძველი ინტერნაციონალის, ანუ  უფრო ძველი "აპოლოს" შენიბა საგულდაგულოდ შეფუთულია და ფარდის იქედან ნგრევის ხმა ისმოდა. (აჰა, ამასაც მოუღეს ბოლო). მაგრამ რამოდენიმე დღის წინ ეგ იდუმალი ფარდა ჩამოხსნენს და ჩემდა გასახარად ძველი ინტერნაციონალის

ასე გამოიყურებოდა ინტერნაციონალი "ახალგაზრდობაში"
ნაცვლად. ჯერ არ დამთავრებული, მაგრამ საგრძნობლად შესამჩნევი ნიშნებით ძელ ფოტოებზე ნანახი აპოლოს მსგავსი კონტურები გამოჩნდა...

მშენებარე "აპოლო"
როცა ტელეფონით სურათებს ვიღებდი, ვიღაც ბიჭი მოვიდა. რითი შემიძლია დაგეხმაროვო. როგორც გაირკვა ამ მშენებლობის "ზედამხედველის" ფუნქიას ასრულებდა. ძველი აპოლოს  მარჯვენა, ჯერ კიდევ შემორჩენილი კედლის ბედი ვკითხე. ეს ერთად ერთი იყო რაც იმ ძველი შენობიდან დარჩა. "არ მოგვინგრევია, უბრალოდ გარე ფასადმა დაფარაო". სიმართლე გითხრათ იმ კედელზე დიდად საოცარი ორნამენტი ან გირლანდები არ ყოფილა .უბრალოდ მისი აპოლოსეული სიძველე უფრო იყი ღირებული. დაეტოვებინათ კარგი იქნებოდა მაგრამ ახლა კედლის გამოტირება, როცა ძველი სხითვე აღდგენა მიმდინარეობს ცოტა არ იყოს ზედმეტია.

ამ ფაქტმა მართლა გამახარა. თუ მოინდომებენ გულით. მართლა ძალიან ლამაზი, პატარა, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზი, მოდერნისტული აპოლო დაუბრუნდება ბათუმს. კინოფესტივალის და ჩვეულებრივ, საღამოს კინოტეატრში წასვლის მსურველების და ქომაგებისთვის ეს მართლაც კარგი საჩუქარია. (მართალია კინოფესტივალი გაცილებით დიდ დარბაზს იმსახურებს. მაგრამ ამასაც გვპირდებიან, "ჩაგისხამთ წყალსო") მანამდე კი აპოლო ბრუნდება. ეს ფაქტი ძალიან მახარებს. დიდი სიამოვნებით გავძვრები, გამოვძვრები და ამ კინოთეატრში გამართულ პირველ კინოჩვენებას დავესწრები.

შემდეგ მოკირწლულ მარინსკის პროსპექტს გავყვები და სადმე იქვე, ღია ბარში დავაგემოვნებ ბათუმურ კაჰვეს.

პ.ს. ახლანდელი მემედ აბაშიძის გამზირი მთლიანად მოიკირწლება ქვით. გაკეთდება ფართო ტროტუარები და ბათუმს ერთი დიდი, მშვენიერი, ბათუმური "შარდენი" ექნება.

ეს ძველი "ლენისის" ქუჩაა, მაგრამ აქაც იგრძნობთ ძველი, ბათუმური ღია ბარების ეშხს.

4 comments:

  1. vaa, magaria. gilocavt batumelebo !!!

    ReplyDelete
  2. უაღრესად კარგი პოსტია, კლუბო მთვარისავ :)

    ReplyDelete
  3. დიდად გმადლობთ უკანასკნელო კეისარო ;)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]