შეგპირდი კიდეც რომ ყავაზე თხრობას განვაგრძნობდი. ხოდა ამჯერად არა ყავის ისტორიაზე ან სახეობაზე მინდა გიამბო. არა.. სამოგზაუროდ გიწვევ. საად? სად და მსოფლიოს საკულტო ყავახანებში. გამომყევი და თავადვე იხილავ ყოველივე ამას.
პირველად ინგლისს ვეწვიოთ. კერძოთ კი ოქსფორდს. ხო აქაური ამინდი ბათუმური სიცხის შემდეგ ნამდვილად ვერ გაგახარებთ. მაგრამ აქ ხომ გასარუჯად არ მოვსულვართ? Queen’s Lane- ზე, ართ Coffee House- ში მინდა შეგიპატიჟოთ. ეს ყავახანა (ან კიდე Coffee House. რავიცი როგორც მოგწონთ) ბრიტანეთში ერთ-ერთი უძველესია დიდ ბრიტანეთში. ის მაშინ გაიხსნა როცა ევროპამ ყავა აღიარა (ეს კი მეჩვიდმეტე საუკუნის მიწურულს მომხდარა) . ოქსფორდი ნოვატორული იდეების და სიახლეების კერა იყო იმდროინდელ ინგლისში. ამიტომაც პირველი ყავახანაც სწორედ აქ გაიხსნა. სტუდენტების გასახარად, სულ რაღაც ერთი პენის საფასურად ეგზოტიკური სასმისის დაგემოვნება შეიძლებოდა… სვი და იჯექი რამდენიც გინდა. მას შემდეგ ასეა. იქ ახლაც ყველაზე ხშირი სტუმრები სტუდენტებია. მაგრამ ძველი ინგლისური სტილიდან სამწუხაროდ ბევრი არაფერი შემორჩა.. არაფერი, გარდა გემრიელი ყავისა. რომელიც, როგორც ირწმუნებიან, მთელს ინგლისში საუკეთესოა.
ახლა კი იტალიას ვეწვიოთ. ლეგენდარული რომი. თუ გნებავთ თავი რომაული არდადეგების გმირად წარმოიდგინეთ. ან კიდე სხვა ფილმის. რა ვიცი რომელიმესი..მაგრამ ამ ყავახანის სახელი შეეცადეთ იტალიურად წარმოსთქვათ: Antico Саffe Greco. ის ვია კონდოტი-ზე მდებარეობს და რაღათქმაუნდა რომში ერთ-ერთი უხუცესია. ყავის სმის წესი ხო გახსოვთ. აუცილებლად გამოგადგებათ. ის 1756 წელს გაიხსნა.
მისი მეპატრონე ბერძენი გახლდათ. გემრიელი ყავის გარდა აქ ისიც იზიდავდა მომსვლელს რომ არაბულ ღვინოს აქ პატარა ჭიქებით გთავაზობდნენ. ყავახანამ მალე მოიპოვა პოპულარობა. ხშირ სტუმრებშ შორის (თავ-თავის დროზე რათქმაუნდა) აქ იხილავდით გოეთეს, კაზანოვას, ბაირონს, გოგოლს, ლისტს, ვაგნერს და ვინ მოსთვლის კიდევ ვის. (ხო, ამიერიდან შენი თავიც მიათვალე) სტუმართა ავტოგრაფები ახლაც ინახება ამ ყავახანაში. ისევე როგორც რომაული ყავის საიდუმლო.
ფლორიანში, ვენეციის სან მარკოს მოდანზე მზის ჩასვლით ტკბობა და ყავის დაგემოვნება თუ მოგინდებათ არც მეტი და არც ნაკლები 15 ევრო უნდა გაიღოთ. გეძვირათ? ეს ბოჰემური ადგილმდებარეობის გამო ბატონო. ვენეციაა, სან მარკოს მოედანი და ფლორიანში ვზივართ ბოლოს და ბოლოს. ის 1720 წელს გაიხსნა.
მას შემდეგ მის წითელი ტყავით გადაკრულ ბალიშებს ვისი წონა არ მოუსინჯავთ… მოდელიანი, ბროდსკი და კიდევ ყავის მოტრფიალე, აწ უკვე ჩამოთვლილი ადამიანები. მისი დახვეწილი ინტერიერის, უზარმაზარი სარკეების, მარმარილოს მაგიდების და ულამაზესი ფრესკების გამო ტურისტები მას ღია მუზეუმს უწოდებენ, მუზეუმს- სადაც გაჭმევენ და გასმევენ კიდეც. (შენც ასე ფიქრობ? )
იტალიურ “ჩექმას” ზემოთ ავყვეთ და …რაღათქმაუნდა პარიზი ბატონო… მთლად ასე ნუ გაიხარბ. არა, ეიფელის კოშკზე არ ავდივართ. უბრალოდ ყავა ხანაში. თუმცა რაღა უბრალოდ. პარიზული ყავახანებისა და კაფეების მაგალითზე მსოფლიო კულტურის შესწავლა შეიძლება.
ერთში იმპრესიონისტები იკრიბებოდნენ, მეორეს კინემატოგრაფიის ახალი ტალღის ფუძემდებლები სტუმრობდნენ. მესამეში კი ცხელი ყავით ხელში რევოლუციონერები ბჭობდნენ. მონპარნასის ბულვარვარზე მდებარე ამ ყავახანის სახელი მეოცე საუკუნის ლიტერატურის ისტორიამ კარგად შემოგვინახა. Closerie des Lilas თითქმის ყოველდღიური სტუმარი გახლდათ მეოცნებე ჰემენგუეი. აქ ნიშნავდნენ პაემანს ბოდლერი, ვერლენი და მეტერლინკი, ჯოისი და ბეკერტი. მოდი, აქეთ მოიწიე. იქნებ აქ დაგემოვნებულმა ყავამ შენც გაგიღვივოს ფანტაზია და მუზაც მოვიდეს?
რაკი ლიტერატურა ვახსენეთ, მოდით ჩვენს ჩრდილოელ მეზობელსაც ვეწვიოთ. პეტერბურგში, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ვოლფისა და ბერანჟეს საკონდიტრო გაიხსნა. მალე კი ჩინური ყავახანა “კაფე შინუა”.აქ გამომცხვარი ნამცხვრები და ბეზეები მთელს პეტერბურგში იყო ქებული. რაღათქმაუნდა მალე ლიტერატორების, მწერლების, და საერთოდ ხელოვნების მოყვარულთა საყვარელ თავშეყრის ადგილად იქცა. სწორედ ამ ყავახანაში შეხვდა პუშკინი თავის სეკუნდატს საბედისწერო დუელის წინ და სწორედ ამ კაფეში, რამოდენიმე დღის შემდეგ ლერმონტოვის “ნა სმერტ პოეტა”ს კუთხულობდნენ.
დღეს აქ ლიტერატურული კაფეა გახსნილი. ძველ, სახელგანთქმულ დროზე კი მომღიმარი პუშკინის ბიუსტი და გემრიელი ყავის სურნელი მოგვითხრობს მხოლოდ. წამოდი, წავიდეთ. გვინდა ახლა დუელები?
ახლა კი მინდა იმ ყავახანაში შეგახედო, რომელიც გახსნის დღიდან აგერ უკვე 200 წელზე მეტია ერთი დღითაც არ დახურულა. ეგვიპტეს, კერძოთ კი ქაიროში ელ ფიშავის ყავახანას ვეწვიოთ. აქ დამაარსებლის შვილთაშვილი, ახლედ ელ ფიშავი გვიმასპინძლებს. დახლს უკან თავად დგას და თავადაც ითვლის მონაგებ თანხას, არც მასპინძლობას თაკილობს..დაბრძანდი, უმალ მოგხედავენ. რისი სურნელია?ა, ეს ხილის სურნელიანი თამბაქოა .
გრძნობ არა როგორ იკარგება დრო. მართლა არაფერი შეცვლილა. ახლაც, ისევე როგორც ადრე შემოგთავაზებენ მაგარ ყავას კარდამონთან ერთად, ან პიტნის ჩაის გასაგრილებლად, ან კიდევ რაიმე აქაურ სასუსნავს…არაფერი შეცვლილა უბრალოდ ტურისტების გულის გასახარად წვენები დაამატეს. ეს არის და ეს… კარგია? ჰა, თამბაქოს ნუ მიეძალე. წამოი… კიდევ ერთი ყავახანა დაგვრჩა.
გახსოვს შეგპირდი ვენასაც ვეწვევით მეთქი. ხოდა აბა დათო რა დათოა დანაპირები თუ არ შეასრულა? დემელში ვართ. ყველაზე ცნობილ ყავახანას ხალხი აქ სახელგანტქმული ზახარ-ტორტის გამო სტუმრობს. ხუმრობა როდია, ამ ტორტის გამო ორი სახელგანთქმული ოჯახი, დემელეი და ზახეტოვები საკონდიტრო ომს აწარმოებენ. (გამიხდნენ ესენიც მონტეკი და კაპულეტი) ზახერები თავიანთ ნუკბარზე დიდ ბეჭდს სვამენ. დემელები კი სამკუთხედს. ვენის მცხოვრებნი კი გემრიელ ყავასთან იმას არჩევენ თუ ვისი ტორტი სჯობს (საქმე აქვთ არა?) .
ტკბილეულის, მარცეპანის მუზეუმის, მოოქროვილი ჭაღების და აზნაურის მიხვრამოხვრის ოფიციანტების გარდა აქ შენ ლეგენდარულ ვენურ ყავას მელანჟესაც აღმოაჩენ. ყავა რძითა და თაფლით. აქვეა ლეგენდარული დაშაქრული იები. ყველაზე სახელგანთქმული და უცხო რამ, რისი წაღებაც შეიძლება ამ ულამაზესი ქალაქიდან…
მიხვდი ალბათ, ვენის ყავაზე დიდხანს არ მისაუბრია. იმიტომ რომ კიდე ერთხელ მინდა დაგაბრუნო. დღეისათვის კი ეს ხეტიალი ვიკმაროთ. თამ ამდენი ყავა ღამით არც თუ ისე სასარგებლოა. მომავალ ფინჯან ყავამდე… ვენაში
კარგი პოსტია :)
ReplyDeleteვენეციის ყავახანებსაც კარგი ისტორიები აქვს :)
თურმე, ვენეციის ყავახანებში ყავასთან ერთად ერთ ჭიქა წყალსაც მოგართმევენ. ამ დროს ტურისტობა არ უნდა გამოამჟღავნო და არ უნდა დალიო, ეს ჭიქა კოვზისთვისაა, რომლითან ყავას უნდა მოურიო, შემდეგ კი წყალში ჩადო :))
ეგვიპტეს რაც შეეხება, ელ ფიშავის ყავახანაში ნამდვილად არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩემს ვიზიტს რამადანის მარხვა დაემთხვა, შესაბამისად, ყველაფერი დახურული და მიუწვდომელი იყო :D
იქაური ბედუინები თურმე ყოველთვის დაუმორჩილებლები იყვნენ და ეს ტრადიცია დღეს ცოტა სხვანაირად გრძელდება. იმის მიუხედავად, რომ ღამის ყველაფრის უფლება აქვთ, ალკოჰოლი და დიდი გართობები მაინც არ იყო, მე კი მინდოდა და იქაურმა არაბებმა 'ბედუინების სახლში' წამიყვანეს, უდაბნოში, რაღაც მაღლობზე, საიდანაც მთელი ქაირო ჩანდა, თან პირამიდებიც თითქოს იქვე იყო. ღია ცის ქვეშ. აქ ყველაფერი შეიძლებოდა - სასმელიც იშოვებოდა და დიჯეიც იყო მოწვეული. ეს სახლი ორ კლდეს შუა იყო (კლდე უდაბნოში საიდან გაჩნდა, არ ვიცი) და ხალიჩებით იყო ყველაფერი მორთული. ბევრი რომ არ გავაგრძელო, არაბები მაინც არ სვამდნენ და მარტოს დათრობის იდეამ აღარ მომხიბლა, თან სასმელს ისედაც არ ვეტანები. ხოდა ყავა შევუკვეთე. მეორე დღეს თბილისში ვბრუნდებოდი, მაგრამ პირველი ყლუპის მერე მივხვდი, მოგზაურობა მაშინ იწყებოდა :))
ასეთი გემრიელი ყავა არასდროს დამილევია, თითქოს მარცვლები ეყარა და პირში დნებოდა, არ ვაჭარბებ, ასე იყო :))
ReplyDeleteდა სასწაული სურნელი ჰქონდა, ისეთი მძაფრი იყო, მგონი ყველა იქმყოფს სცემდა :))
მაგიტომაც ქვია ყავას არაბული ღვინო. კრძალავდნენ კიდეც ქვეყნიდან გატანას, მაგრამ ვინ აცადა.
ReplyDeleteწყალს რაც შეეხება თურქეთშიც და საბერძნეთშიც მოაქვთ ყავასთან ჭიქა წყალი. მაგრამ ის ნამდვილად დასაყოლებლად. მათი ყავა ცოტა სხვა გემოსია და მაგიტომ.
უდაბნო, არაბული ღვინო, ბედუინები, შეჰერეზადა გკლებია და რა შენ და რა პერსიის პრინცი? :)მართლაც ძალიან მომხიბვლელია უდაბნო.
დიდი მადლობა შეფასებიშთვის
ჰაჰა :D
ReplyDeleteპრინცი, მაშ :D
ისე იქ რამ წაგიყვანა? ჰააა? :)
ReplyDeleteმოგყვები,
ReplyDeleteმშვენიერი პოსტი იყო :)
ყავაც თავისთავად :)
ძალიან კარგი პოსტია, ძალიან დამაინტერესა არაბულმა და ვენურმა ყავამ. უნდა გავსინჯო, აუცილებლად! აუცილებლად ! :)
ReplyDeleteiseti aromatuli surneli asdis am blogs,,,ar gamogyve dznelia...ogond italiashi, romelime cafe-shi....vitvaliswineb im "10 mcnebas" romelic dzalian sachiroa ..... miaxlovdeba opicianti (ra momxibvlelia ^_^ )bonjorno .-bonjorno,come stai? .....
ReplyDelete-vukvetav kapucinos :)
memgoni bevri yava momivida :):)
@ჰექსე- დიდი მადლობა. შემოიარე ხოლმე, კიდევ ვიმოგზაურებთ.
ReplyDelete@ანონიმებო :) (სახელებს ვერ ვხედავ აბა) გემრიელად მიირთვით. ევროპას კიდევ ვეწვევით, მაგრამ სხვა ქვეყნებიც მოსავლელი გვაქვს.
გაიხარეთ :)
uf uf romelimes aucileblad unda vewvio
ReplyDeleteise mominda axla yava, arada win midgas, magram ara turquli, ratomgac yavaze ufro turequlad modugebuls warmovidgen xolme, vidre xsnads
hoda, rac sheexeba egviptes, beduinebma iseti sashineli yava gaaketes da wyalwyala da zviric gamogvartves.... mgoni, mtavaria gamartleba :D
chai ki, martla karfgi iyo
დათო, უნივერსიტეტში ვიყავი პრაქტიკებზე. ოღონდ ალექსანდრიაში :)
ReplyDeleteბაბისა, ალბათ :))
საინტერესო პოსტი იყო ძალიან, მაგრამ ამ ყველაფრის დამახსოვრების იმედი არ მაქვს. დაშაქრული იები დამამახსოვრდება ალბათ, დიდი ბედენა არ უნდა იყოს, მაგრამ კარგად ჟღერს :დდ ხოდა თაფლიანი და რძიანი ყავა კიდე. მეც ვაკეთებ სახლში, მაგრამ ისეთი ჰაეროვანი და გადასარევი არაა, როგორც ფოტოზე გამოიყურება :დდ
ReplyDeleteრაც მე ამ პოსტის ჩატვირთვამ მაწვალა. აზრზე არ ვარ, სად როგორი ყავაა :/ იმდენ ადგილას ვყოფილვარ და კაფეში არასოდეს შევსულვარ, რა სირცხვილია :ლოლ: :/
ReplyDeleteხოდა ახლა გაქვს მიზეზი ბერლინის საუკეთესო კაფეში შეხვიდე და გემრიელი ყავით შური იძიო ჩემი ბლოგის "სიმძიმეზე" :)
ReplyDeleteKide erti adgili vici, sul axlosaa - sadac yavas speciebiTa da kardamonit aketeben da civ wyalsac mogartmeven......
ReplyDeleteEs patara "VINYL" baria - Batumshi Eras moedantan rom Sadrevania (tu ar vcdebi)