დღეს ერთ ადამიანზე მინდა მოგითხროთ. ადმიანზე რომლის არსებობამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ლაზეთის უახლოეს ისტორიაში. მასზე თხრობის სურვილი კი პირწიგნაკზე ვასასის მიერ ატვირთულმა ვიდეომ მომანდომა. სარფში იმ ადამიანებსაც დავუკავშირდი ვინც მას თავად იცნობდნენ და ამით ამაყობენ კიდეც. განა მართლა საამაყო არ არის ლაზისტანის ბულბულის მეგობრობა?
სტამულში, დიდი თეატრიდან აპლოდისმენტების ხმა გამოდიოდა. ათიათასზე მეტი ადამიანი თვალცრემლიანი უსმენდა ლაზისტანის ბულბულისადმი მიძღვნილ გამოსამშვიდობებელ სიტყვებს და მის მუსიკას.მის საამო ხმას.
მალე პროცესიამ ქუჩაში გადაინაცვლა. სტამბულისთვის უჩვეულო სანახაობას გადაეყრებოდა მხილველი. გადაკეტილ ქუჩებზე, ზღვა ხალხი „დიდოუ ნანას“ ფონზე თავის ბოლო გზაზე მოაცილებდა ყველასათვის საყვარელ მომღერალს.
კაზიმი ( KAZIM KOYUNCU )დაიბადა 1972 წლის 7 ნოემბერს თურქეთში, პატარაქალაქის ხოფის სოფელშ იეშილშ კეი-ში, რომელსაც მწვანე სოფელს უწოდებენ. მისიკით ბავშვობიდან დაინტერესებულა. 13 წლიდან გიტარაზე დაკვრა უსწავლია და თავის მელოდიებსაც თხზავდა. მუსიკის სიყვარული იმდენად მძლავრობდა მასში რომ 20 წლის ასაკში თავს ანებებს სტამბულის უნივერსიტეტს, სადაც პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა და სრულად უკავშირებს თავის მომავალ ცხოვრებას მუსიკას. 1993 წელს თავის მეგობართან, მემედ-ალისთან ერთად აყალიბებს ჯგუფს „მზოგას ბერეფესტან“, რაც ლაზურად ზღვის შვილებს ნიშნავს. ეს იყო უნიკალური შემთხვევა, პირველ რიგში იმით რომ შეიქმნა მსოფლიოში პირველი ლაზური ჯგუფი, რომელიც თავის სიმრერებს ლაზურ ენაზე ასრულებდა და მეორე რიგში იმით რომ ეს ჯგუფი მოღვაწეობდა თურქეთში, სადაც თურქეთის მოქალაქისთვის არამც თუ სიმღერა, არამედ საუბარიც სხვა ენაზე სარისკო და არასახარბიელო საქმე იყო . კაზიმმა კი სიმღერა დაიწყო ლაზურად, მისმა ნიჭმა კი სულ მოკლე ხანში თაყვანისმცემელთა აღიარებაც მოიპოვა.
პირველი ალბომი 1995 წელს გამოვიდა სახელწოდებით „ვა მიშკუნან“ ( ლაზ. ჩვენ არ ვიცით) სადაც 8 ლაზური სიმღერა შევიდა.
მეორე ალბომი სახლწოდებით იგზაც ( რჩება) 1998 წელს გამოდის და სულ მალე მას წლის ალბომად აღიარებენ. 2000 წელს ჯგუფი რომელსაც მხოლოდ ორი ალბომი ჰქონდა იმდენად პოპულარული გახდა რომ მთელს მსოფლიოში 130 კონცერტი გამართა.
2002 წელს კაზიმი თავის სოლო ალბომს უშვებს სახელწოდებით ზღვის ტალღა. 2003 წელს კი საპატრიარქოს ინციატივით მოწყობილ კოლხური კულტურის ფესტივალზე ჩამოდის. სადაც ცვენებური და საზღვარს იქეთ დარჩენილი ლაზები ერთურთს შეხვდნენ.
2004 წელს მისი რიგით მეორე სოლო ალბომი გამოდის „ჰაიდე“. მისი არაჩვეულებრივად ტკბილი ხმის გამო, რომელიც ყველას ხიბლავდა მას ლაზისტანის ბულბულს უწოდებენ. თაყვანისმცემელთა აღიარება და სიყვარული ხვდება ყველგან სადაც მისი კონცერტი იმარტება. მაგრამ რამოდენიმე ხანში ყოველივე ამას დაღი ესმება.
ექიმების განაჩენი სავალალოა. ფილტვების კიბო.
ასეათი განაჩენის მიუხედავად ის არ ანებებს თავს მუსიკას და ჩვეული რიტმით განაგრძნობს მუშაობას. სიმრერა მისთვის უმთავრესია. ამ პერიოდში შექმნა კაზიმმა თურქეთის საფეხბურთო კლუბის „ტრაბზონსპოტრის“ ჰიმნი როთაც მილიონობით ფეხბურთის თურქ თაყვანისმცემელს უდიდესი საჩუქარი გაუკეთა. ესეც რომ არ ყოფილიყო ამ ხნის მანძილზე მისი სიმღერები ყველასათვის საყვარელი და მშობლიური გახდა. კაზიმი თავად იყო უნიკალური პიროვნება, რომელსაც შეეძლო მეგობრობა, შეეძლო სითბოს გაცემა და ამას უკან გაასმაგებულს იღებდა.
2005 წლის 25 ივნისს კაზიმი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ამ ამბავმა მთელი ქვეყანა შეძრა. სტამბულიდან ტრაბზონამდე 60 000 ათასზე მეტი ადამიანი მოაცილებდა. ეს იყო თურქეთის უახლეს ისტორიაში უნიკალური შემთხვევა. ათათურქის შემდეგ ხალხის ასეთი სიყვარულით არამც თუ ლაზი მომღერალი, არამედ არც ერთი მოღვაწე არ დაჯილდოვებულა. მის დაკრძალვას პრემიერ მინისტრი ერდოღანიც ესწრებოდა (რომელიც ასევე ლაზია)
ის თავის მშობლიურ „მწვანე სოფელში“ დაკრძალეს.
უჩვეულოთ სევდიანი, ზღვის ტალღის ფერი თვალები ჰქონდაო – გაიხსენებენ მეგობრები. ზღვა კი ყველაზე მეტად უყვარდა. მან შეძლო დამესხვრი კლიშეები და ეთქვა, მე ვარ ლაზი. და გაეკეთებია ეს მაშინ როცა ვერავინ ვერც კი გაიფიქრებდა რომ ეს შესაძლებელია.
კაზიმმა უდიდესი როლი ითამაშა ლაზური კულტურის შენახვა–აღორძინებაში. თან ქართულ ეთნოკულტურასთან კავშირის გამყარებაც, დაახლოებაც მოახერხა. მან მოახერხა უმთავრესი. შეუნარჩუნა, გაუღვივა საზღვარს იქეთ დარჩენილ ლაზებს ლაზობის, ლაზურად მეტყველების და ამით სიამაყის სურვილი.
ეს გახლდათ პატარა ისტორია ლაზისტანის ბულბულზე.
პ.ს. მადლობა გელა თანდილავას მოწოდებული ინფორმაციისთვის
hoom
ReplyDeleteramdenime albomi maqvs shin, adre gavecani safuzvlianad
zogi simgera momwons sakmaoze metad
sevdiani istoria aqvs namdvilad :)
მართალია. ცოტა ხანი დასცალდა, მაგრამ მართლაც ძალიან დიდი რამ გააკეთა ლაზებისთვის
ReplyDeleteეგ ადამიანი თურქეთში ქართველობდა.... რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ქართველებს ლაზი ,,ცალკე მდგომი,, ჰგონიათ და სარფთან ჰყავთ გაიგივებული :)
ReplyDelete