Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

არადა...

არადა...

თვე ნახევარი გავიდა მას შემდეგ რაც გამოფენის გაკეთება გადავწყვიტეთ. უფრო სწორედ იდეა შევთავაზე და წამომყვნენ. მას შემდეგ ყოველ შაბათს იდეით გამოფენა უდა ყოფილიყო. უნდა ყოფილიყო მაგრამ... არადა როგორ მეშლება ნერვები როცა რაიმეს გაკეთება გინდა და ეს რაიმე სხვა ხალხზეა დამოკიდებული. როგორც წესი ასეთი საქმეები ჯანჯლდება, იწეწება და ბოლოს ყოველგვარ ხალისს გიკარგავს. ფრაზა "გინდა რაიმე გამოვიდეს – გააკეთე თავად" მართლაც რო საყვარელი ფრაზა ხდება. ჯერ გამოფენის ადგიის პრობლემა იყო. იქ ფართი არ არის. ის ფულს ითხოვს აქ რაღაც კიდვ. მერე ის რომ ნახატები ვერ შეაგროვეს. მერე ის რომ მოლბერტები ვიღაცის იყო და ის ვიღაცის მოლბერტები კიდე თურმე სხვა ვიღაცას ქონია წაღებული და იქედან არც მეტი არც ნაკლები 10 დღეში დააბრუნებენ. მერე ის რომ ეს ათი დღე სამჯერ ათი გამოდგა. წვიმებიო, ღია გამოფენაო, ესაო ისაო. ერთი სიტყვით აქამდე მოვფორთზავთ. როგორც იქნა თავად ვიშოვე მოლბერტები და ახლა ისევ სხვას ველოდები რომ დაიზვრას ადგილიდან ეგ საქმე... არადა მინდოდა და მგონი უკვე აღარ მინდება... მომბეზრდა.

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]