Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ინტერვიუ

ინტერვიუ

სახელი?

ვითომ არ იცი!?

სახელი!

და შენ რა გინდა? ასე ოფიციალურად ჩავიარო კითხვარი???

ოოო…სახელი! დანარჩენი მერე !

კარგი ბატონო. არ მომწონს მაგრამ, ჯანდაბას. დათო

დათო თუ დავითი?

არა, დათო!

აბა დავითი რატო გიწერია პასპორტში?

ხო გეუბმები რა, არ მომწონს ეს დაკითხვა.

ხო კარგი ბატონო. დათო გნებავთ? იყოს დათო… ისე მე მეორე უფრო მომწონს.

ვინ გართმევს მერე?

კარგი გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე! სად მუშაობთ?

გააჩნია რაზე?

როგორ რაზე?

ნახატზე-სახლში. ხმაზე - სამსახურში. ჯანმრთელობაზე …

ოოო მოიცა ახლა. თუ დავიწყეთ გავაგრძელოთ ნორმალურად…

ხო კაი… გავაგრძელოთ!

სახელი?

დათო!

როგორ ხარ დათო?

ვაა..მაგრად შენ?

რა მოხდა დღეს ახალი?

დღეს? მამიდაშვილს ვასესხე 100 დოლარი

ყოჩაღ !

რატომ? რომ ვასესხე?

არა. საერთოდ რომ გაქვს მაგდენი…

ხოხ ,  ვინ ამბობს ამას…

კიდევ რა მოხდა?

მეტი რა უნდა მომხდარიყო. არ იცი რაც ხდება ყოველთვის?

რა ხდება ყოველთვის?

არც არაფერი. დიდი იმედებით სავსე დილა. გრანდიოზული პროექტები რომლებიც მხოლოდ შუადღემდე მიგყვება და მერე ხუნდებიან…

მერე რატომ ხუნდებიან?

იმიტომ რომ იმის კეთება გიწევს რაც არ გინდა რომ გააკეთო

ვითომ ეგაა მიზეზი?

ვითომ ხო.

კიდევ?

კიდევ ალბათ ის რომ… ზარმაცი ვარ?

ხარ! მაგრამ ეგ შენ უნდა თქვა.

ხო ზარმაცი ვარ... რა გაცინებს? შენც გეხება ეს…

ხო ვიცი, მაგრამ ყოველთვის ხომ არა?

ყოველთვის არა. მაგრამ…

როგორ ფიქრობ, რა გააკეთე ჯერ ჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი?!

ანუ ?სახლი, ხე და რაღაც ასეთ პონტში ხო?

ხო დაახლოებით…

მოიცადე აბა… რა გითხრა…ბევრი რამ ყოფილა, მომხდარა და გამიკეთებია. მაგრამ, რომ დავფიქრდი… ისეთი ღირშესანიშნავი არაფერი…

სულ არაფერი?

არა.. ახლა სულ ეგრე არა.. რაც დამისახავს მიზნად მიმიღწევია… რისთვისაც არ მომიღწევია იმისთვის ვიბრძვი… მაგრამ, აი ასე რო გითხრა რა გავაკეთე?! ერთ კონკრეტულს ვერ გამოვყოფ

ცუდია!

გაგეკეთებია უკეთესად და გექნებოდა სათქმელი!

ხე მაინც თუ დარგე?

ხე კი კაცო, დამირგავს, გადამირგავს და მომიჭრია კიდეც. ანუ ეგ თამამად შემიძლია გადავხაზო. სახლი არ ამიშენებია. არც შავი და არც თეთრი კარკასით. ბავშვი?

რას იცკმუტები? რატო დაფიქრდი? ხო ისე… ბავშვი ხომ არ გაგიკეთებიაო ცოტა არ ჟღერს ლამაზად, ხო კაი ნუ იცქმუტები! მიხვდი რაც გკითხე …

მივხვდი, მივხვდი. არა, არ მყავს.

რატომ?

მამაკაცი ვარ!

დებილი ხარ!

ოო ვხუმრობ, აგცრეს?

მე სერიოზულად გეკითხები !

ვაა საოჯახო სასამართლოს მაგონებ. ყოველ ჩასვლაზე რომ მიწყობენ!

მერე მიპასუხე.

ვააა… არ ვარ მამა და იმიტომ

ლოგიკა გაქვს !

რკინის მკვნეტლი !

რა გენატრება?

რა ნახტომი იყო ეს რაარის?

მითხარი კაცო ვაა…

ხო კაი… რა მენატრება და… ზაფხულის ღამე, თბილი ,  მთვარიანი, ჭრიჭინები რო მღერიან, მდინარის ხმა რო მოდის შორიდან და რაღაც უჩვეულო სინათლით როა სული სავსე…

ბავშვობა გენატრება?

ხო მენატრება!

რატო?

მაშინ სამყარო სუფთა იყო და გაცილებით ლამაზი. ახლა კი?

ახლა?

ახლა შარაგზის მტვრში ამოსვრილი ვარ… ისე რომ ზოგჯერ საკუთარი თავი მეზარება.

კიდე რა გენატრება…

ახლა მარტო ეგ მენატრება… მაგრამ რაც დრო გადის მონატრების გრძნობა სულ უფრო ხშირად მოდის.

ხშირად?

ძალიან. იცი, მწერალი რომ ვყოფილიყავი ჩემს ისტორიას იმ ზაფხულის ღამით დავამთავრებდი. რომელიმე ლამაზი ფრაზით.

რატომ? ხო გრძელდება?

 კი მაგრამ ეგ უკვე სერიალს გავს. ყოველი სერია ერთი და იგივეა.

რა გენატრება კიდევ…

ოო… დამათვრე ბარემ და მამღერე?!

ხო კარგი. რომელი სურნელი გიყვარს?

კითხვები გაქვს მოკლედ? ეროვნული გამოცდა მიმიქარავს… სად ნახე ეგ კითხვები?

შენი შემყურე რაც მომდის ეგ არის ..

უფ რას ამბობ, შენ ხომ მყევხარ ინტელექტის განსახიერება…

ნუ იფოფრები… სურნელი?

მოთიბული თივის, ამომწვარი ხის, წვიმის და საახალწლო მაშხალის..

ქუსლით გასრესილი ანწლის არა?

არა. ქუსლზე არასდროს დამისუნავს

კიდე გიკვირს რა კითხვები გაქვსო ?! როგორ ფიქრობ, ნატურით პესიმიზტი ხარ თუ ოპტიმისტი?

ჯიუტი

არა ეგ კი…

ხო აბა დანარჩენს მნიშვნელობა არააქვს!

როცა გეუბნებიან. დამთავრდაო, რატო არ გჯერა?

იმიტომ რომ არაფერი მთავრდება. შიძლება უბრალოდ შეჩერდეს ან მიატოვო. დამთავრდა -  ესეთი მცნება არ არის.

შენთვის?

შენთვისაც!

აბა ბავშვობა არ დამთავრდა?

ბავშვობა? ჩვენ ახლაც შეგვიძლია ვიყოთ ბავშვი. ბავშვები ვართ კიდეც. უბრალოდ იმდენად აღარ გვჯერა ადამიანების. იმიტომ რომ

რატომ?

იმიტომ რომ… ოცნების ლამაზი, სხარტი კვიცები დაგვიდაღეს.

რა ქნეს?

….

ნდობა აღარ გაქვს?

მაქვს. მაგრამ სად არის არ ვიცი. სადღაც დავდე და დამეკარგა…

ოო ეგ ცუდია…

არაუშავს ვიპოვი . რდო უნდა!

დრო გააქვს?

არ ვიცი. ეგ რუსული რულეტსავითაა… როდის დაგიმთავრდება არ იცი

მერე რას შვები?

არაეფერს, ყოველ დღე ვატრიალებ ბარაბანს

გამიხდა რა ესეც რემბო

ამოწურე კითხვები?

არა ჯერ… ზაფხულის ღამის გარდა რა გენატრება?

დილა, რო იღვიძებდი და ეზოში სათამაშოდ ჩარბოდი. იქ შენი სამყარო იყო. ყოველი კუთხე რაღაც სხვა. რადიკალურად განსხვავებული საოცრება. იქ იყო ტყე. მიუვალი კლდეები, მიწისქვეშა გვირაბები. ურჩხლები რომლებსაც ვებრძოდით მზეთუნახავების გადასარჩენად. ვამარცხებდით მაგრამ ისევ გვართმევდნენ

გვართმევდნენ?

არა, ვაძლევდით. ხვალ ხო ისევ უნდა დაგვეხსნა?!

მერე?

მერე არაფერი. მერე აღმოჩნდა რომ მზეთუნახავებს ის ურჩხულები უფრო მოსწონთ ვიდრე…

მერე?

 მერე დაფიქრდი? ურჩხულობა ხომ არ სჯობსო?

მერე? მერე რა..ასე ფიქრშ გადიოდა დრო და მერე გაგიკვირდა როცა ვიღაც რაინდი უკვე შენ გებრძოდა მზეთუნახავსი დასახსნელად…

მერე?

მერე არაფერი. უბრალოდ სეთი მზეთუნახავი უკვე შენ აღარ გინდოდა…

მერე?

აეე… კითხვები თუ ამოგეწურა თქვი ნუ გერიდება..რა მერე და მერე აგიტყდა..

დამაინტერესა…

ხოდა შენს თავს კითხე მერე

ხოდა ვეკითხები

მერე არაფერი…

როგორ..

როგორ და აი ასე… არაფერი… ხო გითხარი დადაღეს კვიცები

რა კვიცები?

ზაფხულის მთვარიან ღამით რო ნავარდობდნენ…

რომელ ღამეს?

ოოო.. დავამთავროთ რა?!

დამაბნიე!

ხო გითხარი… მერე ყველაფერი სერიალს გავს მეთქი….

ნაცრისფერია…

ხომ მაგრამ… შენ ხომ არ ნებდები?

ვინ მეე? რას ამბობ ! არა!!!

მერე გავაგრძელოთ?

მერე კი! ოღონდ ახლა მე გკითხავ!

კაირგი ბატონო.

აბა ჰე…

7 comments:

  1. ძალიან კარგი დათო ;)
    რამდენი ხანია საკუთარ თავთან ინტერვიუს მცდელობა არ მქონია. არც კი ვიცი რა უნდა ვკითხო. ეტყობა ძალიან გავერთე სხვა კითხვების მოფიქრებით.
    რაც მთავარია შენ ხარ, ნუ მე ასეთს გიცნობ ყოველ შემთხვევაში :)

    ReplyDelete
  2. ha-ha
    dzalian magaria!
    moica, khom ar khatav? ra naxatio sakhlshi?

    ReplyDelete
  3. კი ბატონო. ააქვს მცდელობას ადგილი...

    ReplyDelete
  4. ჰეჰ ეს შენს მეორე ბლოგზეც წავიკითხე =))))) კარგად გამოქსვლია =))) ჩემი ფანტაზია მარტო დაბადების თარიღის კითხვამდე თუ გაქაჩავს =))) ან რა უნდა ვკითხო ჩემს თავს არ ვიცი =))) სხვა კითხვებმა ისე გამიტაცა საკუთარი აღარ მაინტერესებს მგონი =((

    ReplyDelete
  5. :) გაგახსენდება როცა დაუჯდები საკუთარ თავს და ჩაეკითხები.. მერწმუნე, სავსებით შესაძლებელია რომ გაგაკვირვოს კიდეც ;)

    ReplyDelete
  6. ამ ინტერვიუს ლაკონურობა და იუმორი მომეწონა. და კიდევ ბავშვური რაღაც-რუღაცები :)))
    ისე კარგი იდეაა. ერთ დღეს უნდა ვცადო საკუთარ თავთან ინტერვიუ :)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]