Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

კონტაქტი

კონტაქტი

მოგესალმებით "მთვარის კლუბში". ზოგიერთმა ეს ბლოგი დღეს აღმოაჩინა. ზოგიც უკვე წლებია სისტემატიურად ეცნობა აქ სხვადასხვა სიახლეს. ძალიან გამიხარდება თუ კი აქ თქვენთვის საინტერესო თემას, ან სულაც თემებს იპოვით. 


როგორი საინტერესოც არ უნდა იყოს აქ ნაამბობი ამბავი, ფოტო ყოველთვის დაეხმარებათ მოთხრობილის, ნაამბობის უკეთ გააზრებაში. ის ერთგვარ ვიზუალიზაციას მოახდენს პოსტების შინაარსის. თუმცა ხშირად ფოტო გაცილებით მეტ ამბავს ყვება ვიდრე ათასი კაზმული სიტყვა. აქ არც ერთი მოგაკლდებათ და არც მეორე. დიდი სიამოვნებით გთავაზობთ ჩემი კამერით ვიზუალიზირებულ სამყაროს მცირე დეტალებს. 
ვისაც მოგზაურობა უყვარს ძალიან ბევრ საინტერესო და სასიამოვნო ამბავს გაიგებს. ძველსაც და ახალსაც რათქმაუნდა. თუმცა აქ მოგზაურობა არა მხოლოდ კონკრეტულ ქვეყნებში და ადგილებში, არამედ სივრცეშიც და დროშიც გელით. თუ თავად ბრძანდებით მოგზაური, ბევრ ნაცნობ ადგილებსა და ამბებს გაიხსენებთ. თუ უბრალოდ მოგზაურობაზე და თავგადასავალზე გიყვართ ამბები, მაშინ ინებეთ განცდილი და მონათხრობი. იქნებ და მომავალი თავგადასავლებისა და მოგზაურობის დაგეგმაშიც დაგეხმაროთ


აბა რომელი მოგზარობა, ან კიდევ რომელი დასვენება გამოვა კარგი და საამო ყავის გარეშე. კი, ყავის დიდი მოტრფიალე გახლავართ და თქვენაც თუ გიყვართ მაშინ გაორმაგებული, გულთბილი სალამი ჩემგან. თუ არა და აქ ძალიან ბევრ, საინტერესო ამბავს შეიტყობთ ამ სასმელის შესახებ. ამბები საინტერესოა, მაგრამ გემრიელიც იქნება თუ მათ კითხვას ყავის სმასთან ერთად, ნება-ნება განაგრძნობთ. თუმცა გემოვნების ამბავია, ინებეთ რაც გენებოთ. რა თქმა უნდა ზომიერების ფარგლებში




გარდა ამისა თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ბლოგის სიახლეებს და საინტერესო ამბებს როგორც სოციალურ ქსელში, ასევე სხვა პლათფორმებზე. სადაც კონკრეტულ მომხმარებელზე და ოლათფორმაზე მორგებული პოსტები ქვეყნდება. ერთი სიტყვით , როგორც გურიაში იტყვიან - მობრძანდით


ასევე შეგიძლიათ თქვენი მოსაზრებები და სურვილები გამოაგზავნოთ  შემდეგ მისამართზე 

                                                           trapaidze.david@gmail.com



1 comment:

  1. გამარჯობა დავით!
    როგორც ჩანს ქალაქ რიგას ახლოს იცნობთ. რამოდენიმე შეკითხვა მაქვ თუ შეიძლება პირადში რომ დამიკავშირდეთ.
    მადლობა!

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]