მახსოვს

რა მახსოვს?! მახსოვს საგულდაგულოდ შეფუთულს რომ მდებდნენ მურთაქასავით ციგაზე და მიმასრიალებდნენ ფაფუკ თოვლში. ცხვირით ვგგძნობდი ზამთრის სუსხს და ჰაერის სიწმინდეს. ხო, მარტო თვალები და ცხვირი მიჩანდა. მახსოვს თოვლისთვის მინდოდა შემეხო ხელი, მაგრამ ვერც კი ვექანებოდი. შეფუთული ვიდევი ციგაზე. მერე გათლილ ჯოხზე წამომჯდარ შაქრის მამალოს მიყიდნენ და ხელში მომაჩეჩებდნენ. ხო, რა ვიცი რად მინდოდა… მარტო თვალები და ცხვირი მიჩანდა… მამალოს მერე მამაჩემი უსწორდებოდა… მე კი მიკვირდა რამოდენა ყოფილა თურმე ცხენი, არადა წიგნში სულ ერთიციდა იყო… ახლა კი ციგაზე დადებული ქვემოდან ზემოთ ვუმზერდი...



 ეს ავტო ვერ დამყავდაძალიან მძიმე იყოისეთივე როგორც ჩემი ბაღის 
დამლაგებლისფოთოლას ხასიათიდიდი იყომასიურიცივი და მძიმე... 
მაგრამ მაინც პირველი მანქანა იყო... დამლაგებელიც...

მახსოვს ფოტო სალონში მიმიყვანეს. ბნელოდა. მუქი ლურჯი ფარდის წინ დიდი, გაქექილი სავარძელი იდგა. ამ სავარძელზე დამაყენეს. დედამ  თმა რუდუნებით გადამივარცხნა. მომაწესრიგა. ზედა გამისწორა და როცა დარწმუნდა რომ ყველაფერი რიგზე იყო მომშორდა და ისე შემხედა.  “შევჭრად მერე თმა?”-იკითხა მამამ… “არა, ქონდეს ჯერ”-უპასუხა დედამ… “მაშინ გადავიღოთ ხო?!”-ნებართვა აიღო ფოტოგრაფმა… მერე მომაჩეჩეს ტელეფონის სადენ მოჭრილი ყურმილი და ელაპარაკე ბებოსო. გამიკვირდა, როგორ მეთქი? ფოტოგრაფი არ იშლიდა. მიდი აბა ალო ალო უთხარიო… მიკვირდა მაგრამ რას ვიზამდი. ჩხაკუნობდა ფოტოაპარატი. მე კი ვერ ვხვდებოდი - ამხელა კაცს რატო სჯეროდა რომ გადაჭრილი ტელეპონის ყურმილიდან ბებიაჩემის ხმა ისმოდა….
კიდე ბევრი რამ მახსოვს… მაგრამ ამაზე შემდეგი…