Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ეტიუდი N 7 ( სილამაზის მაძიებელი )

ეტიუდი N 7 ( სილამაზის მაძიებელი )
გუშინ, სამსახურიდან მომავალს კორპუსის ეზოში შესასვლელ თაღთან შუახნესმიღწეული, ჭაღარა მამაკაცი დამხვდა. ცალ ხელში გაზონიდან ამოთხრილი ყვავილები ეჭირა, მეორეთი უზარმაზარ ცხვირსახოცს იტენიდა ჯიბეში და ცდილობდა როგორმე შეენარჩუნებია წონასწორობა. არყისა და ობის სუნის ნაზავმა აშკარა გახადა მისი ასეთი მდგომარეობის მიზეზი. ეზოში შესვლა დავაპირე. დამინახა, ხელი გამოიშვირა და მესამე მცდელობაზე ჩემსკენ მომავალი სწორი ტრაექტორია აირჩია. შევჩერდი და მექანიკურად ხელი ჯიბისკენ წავიღე. როგორც წესი "ბახუსთან" გასამკვლავებლად წამოწყებული ომისთვის ითხოვენ ფინანსებს და მეც მოვიქექე ჯიბე.
მოვიდა, შედგა, შეტორტმანდა. მზერით ჩემს თავზემოთ რათაც შეათვალიერა, თვალები მოჭუტა, მერე მე შემომხედა, ქვედა ტუჩი უკმაყოფილოდ გადმოატრიალა და თავი გაიქნია

- Нет, люди разучились радоваться - თქვა მან ოდნავ ჩახრეწილი ხმით და ისეთი თვალებით შემომხედა, აშკარად ახლად აღმოჩენილი ნაკლი იყო ეს მისთვის, რამაც აშკარად ძალიან დაასაევდიანა

- Почему ?! - ვკითხე მე და რკინის ორლარიანი ამოვაყოლე ხელს. ფულზე არც შეუხედავს. მე მიყურებდა. ხელები გაშალა, ჰაერი ჩაისუნთქა და მკვეთრად ამოისუნთქა

- Они  перестали искать красоту - ამოაყოლა 60 გრადუსიან ნახშირორჟანგს

- Вы так думаете ?! - დავინტერესდი. აშკარად მოეწონა ჩემი კითხვა. უკან დაიხია, ხელები ისევ გაშალა და ირგვლივ მიმოიხედა... მერე ისევ მე - "რას მეკითხებიო"

- Да так оно и есть.Они не видят красоту вокруг себя и откуда им видеть  красоту в нутрий себя ?! Они перестали искать красоту, ощущать, ценить  и радоваться. Смотри какой вечер, какая луна, какое море... а где люди ?! Они закрылись в машинах, в барах, в ресторанах и дымят своими сигаретами... а, она ведь вот... рядом...

- Что ?!

- Красотаааа -  თითქმის ჩურჩულით მითხრა მან. შემდეგ ფესვებიანად მოთხრილ ყვავილები დაყნოსა. ჯიბიდან ამოფრიალებული ვეება ცხვირსახოცით შუბლი მოიწმინდა. მოღეღილი საყელო თავისი ჭკუით შეისწორა. ისევ მე შემომხედა, ისევ ხელები გაშალა - მიმოიხედეო ირგვლივო

- дышите, влюбляйтесь, цените, радуйтесь... Она здесь - წაიღიღინა მან. მოგლეჯილი ყვავილები წინ წასწია. ქუჩის ბოლოსკენ გაიხედა. ცხვირსახოცი ისევ ჯიბეში ჩაიტენა, თმა ხელით გადაივარცხნა და რაც შეეძლო ომახიანად დასჭექა - Манана ме мовдивар - ეს თქვა და ჩემსკენ აღარ გამოუხედავს. ზიგზაგებით გაიკვლია გზა ქუჩისკენ და პირველსავე მოსახვევში გაუჩინარდა.

ვიდექი ასე ეზოში შესასვლელ თაღთან რკინის ორლარიანით ხელში და იმ მოსახვევისკენ ვიყურებოდი ეს უცნაური ადამიანი რომ გაუჩინარდა. მე არ ვიცი მივიდა თუ არა მანანასთან და მიუტანა თუ არა ის მიწიანი ყვავილები. ან კი მიიღო თუ არა საერთოდ მანანამ ესოდენ შექეიფებული რომანტიკოსი. მაგრამ მე იმ ღამით კარგახანს ვიხეტიალე. მთვარეც, ზღვაც ჰაერიც და ღამეც... მშვენიერი იყო... არის

2 comments:

  1. ra magaria ^_^ . красотаа, она рядом ))) такой милый, романтичный дяденька, иногда алоголь творит чудеса )))) eLL

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]