Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

Требую продолжение банкета. მშვიდობით მაესტრო

Требую продолжение банкета. მშვიდობით მაესტრო

ყველა დროს თავისი გმირი ყავს. რამოდენიმე ხნის წინ ინტერნეტ საზოგადოების თინეიჯერები ძალზედ შეაძრწუნა ფორსაჟის გმირის ტრაგიკულმა დაღუპვამ. რაღათქმაუნდა სოციალური ქსელი ციფროლი გოდების გამოსახატად ყველაზე კარგი საშუალებაა. ძალიან ბევრმა ავატარმა ჩაიცვა ძაძი. თუმცა რატომაც არა, იმ ბიჭმაც შექმნა დასამახსოვრებელი როლები კინოეკრანზე... უფრო სწორედ თავად მსახიობი იყო დასამახსოვრებელი სახის მქონე.

მე კი ის ადამიანი მინდა გაგახსენოთ, რომელმაც ფორსაჟის გმირს რამოდენიმე საათით გადაუსწრო ფინიშის ხაზზე. ის ნაკლებად გაახსენდათ, იმიტომ რომ სოცქსელების მომხმარებელებს ნაკლებად ახსოვდათ მისი შემოქმედება და ხშირ შემთხვევაში მისი არსებობაც. არადა როცა უხსნიდი თუ ვისი სურათი გედო "კედელზე", შედეგი ერთი იყო ... აა, უი, გამახსენდა. კი, კი. მახსოვს.
იური იაკოვლევი თანამედროვე პიარტრასებზე აშკარად ჩამორჩებოდა რბოლაში პოლ უოკერს. თუმცა მისი "გარბენი" გაცილებით შთამბეჭდავია და ღირებული. თუმცა ესეც სავარაუდოდ ჩემი და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის. ისევ და ისევ მათთვის - ვისაც ახსოვს.

იაკოვლევზე დოსტოევსკის იდიოტის ეკრანიზაციის შემდეგ ალაპარაკდა ყველა. როგორც ამბობენ მას ჰოლივუდიდან მოწვევაც კი მოუვიდა იესოს როლის სათამაშოდ. მაგრამ საბჭოეთმა იაკოვლევი საზღვარგარეთ არ გაუშვა.


შემდეგ ის უკვე პარუჩიკ რჟევსკის ამპლუაში წარსდგა. თუ ტერმინი "სექს სიმბოლო" შეიძლება გამოვიყენოთ საბჭოთა დროის კინოგმირებთან მიმართებაში - იაკოვლევს ეს ტიტული ამ როლმა ნამდვილად მოუტანა. ქალები ოხრავდნენ, მამაკაცები კი ათასგვარ ხუმრობას იგონებდნენ რჟევსკის მონაწილეობით. კი, იაკოვლევმა აქაც შექმნა განსაკუთრებული სახე. თუმცა როგორც თავად იგონებდა - ეს არ იყო მისი სახე.


ყველაზე უკედ, მასზე მორგებული და გაცოცხლებულ-შესრულებული კინოროლი "ანნა კარენინა"ში ნათამაშები ობლონსკის პერსონაჟია. ძალიან მოსწნდა ეს როლი და როგორც ამბობდა ეს დრო. 


თუმცაღა მისი რომანტიული გმირებისაგან განსხვავებით მაყურებელს მისი კომიკური პერსონაჟები უფრო დაამახსოვრდა. "ივან ვასილევიჩი იცვლის პროფესიას" ეს ფილმი 1973 წელს გადაიღეს. თავდაპირველად ეს როლი იური ნიკულინს უნდა ეთამაშა. მაგრამ ბედმა გაუღიმა და როლი მას ხვდა წილად. მეფის თამაში იმ დროს სარისკო საქმე იყო. მეფე აუცილებლად უნდა ყოფილიყო კომიკური პერსონაჟი, მაგრამ ამავდროულად უნდა დარჩენილიყო ივანე მრისხანედ. აი "ბუნში" კი ჩვეულებრივი იდიოტი უნდა ყოფილიყო. მოკლედ მას ორი განსხვავებული პერსონაჟის თამაში მოუწია. გარდა იმისა რომ მშვენივრად გაართვა თავი - სცენარშიც გარკვეული ცვლილებებიც კი შეიტანა. მისი რეპრიზები ხშირ შემთხვევაში თავად იაკოვლევის მოგონილი ფრაზები იყო. 


Царь. Очень приятно, царь - და საბჭოთა ჯავშირის ყველაზე პოპულარული ფრაზა - Требую продолжение банкета! - ისევ მას ეკუთვნის. 

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს იაკოვლევს დღესაც იხსენებენ "ბედის ირონიაში" მის მიერ შესრულებული იპოლიტის როლის წყალობით. რაც მას დიდად არ ეხატებოდა გულზე. ჯერ იმიტმ რომ ეს როლი თავდაპირველად ბასილაშვილს უნდა ეთამაშა. მამის სიკვდილის გამო ის იძულებულიყო უარი ეთქვა ამ როლზე. და ბასილაშილის ამ უარის შემდეგ მოიწვიეს ის ამ როლზე. ისიც დასთანხმდა და ითამაშა. ფილმი მოსწონდა, მაგრამ იპოლიტს არ თვლიდა მნიშვნელოვან მიღწევად. გადაღებისას არც აქ დარჩენილა შეუმჩნეველი მისი ფრთოსან ფრაზები - რაც შემდეგ ყველას ეკერა ბაგეზე.


какая гадость эта ваша заливная рыба. ხოლო ფრაზა О, тепленькая пошла - აბსოლუტური ჭეშმარიტება იყო. რადგან გადაღებისას ონკანში თავიდან მხოლოდ ცივი წყალი მოდიოდა. ხოლო როცა გათბობა ჩართეს, გაყინულ მსახიობს ალალად გაუხარდა.

შემდეგ იყო ქინ ძა ძა. მე პირადად ძალიან მიყვარს ეს ფილმი. გარდა იმისა რომ იქ გენიალური მსახიობები თამაშობენ... მასში ჯერ კიდევ არის რაღაც ქართული.. ის ქინძაძაა.  იქ ისმის ფრაზა "მაიმუნო ვირიშვილო" იქ მღერიან ქართულად. მოკლედ ეგ ჩემი "გრუზინული" მოტივებია. ესეც რომ არ იყოს მსახიობების თამაშს ვერანაირად ვერ ავუვლით გვერდს .


გარდა აქ ჩამოთვლილი კინოსახეებისა ( საერთო ჯამში მან 88 კინოროლი შეასრულა) იაკოვლევი სცენაზეც არანაკლებ წარმატებული იყო. ვახტანგოვის თეატრში მან არაერთი გენიალური როლი შეასრულა. სწორედ ამ სცენაზე ითამაშა მათ თავისი უკანასკნელი სპექტაკლი "ბაქანი".

ის იმ ეპოქის მსახიობი იყო, სადაც გაცილებით დიდ ყურადღებას დრამატურგიას, შინაარს და მსახიობის ოსტატობას ანიჭებდნენ და არა სპეც ეფექტებს. ის მსახიობი იყო რომლის კინოგმირების ფრაზებიც მეც და ჩემს მეგობრებსაც ძალიან კარგად გვახსოვს და დღესაც შესაბამის სიტუაცებში ვიყენებთ კიდეც. აი ამ მსახიობზე მინდოდა მომეთხრო თინეიჯერებისთვისც. მე კი დიდი სიამოვნებით ვნახავდი რომელიმე კინოფილმს მისი მონაწილეობით

თუმცა.. ახალი წელი მოდის. ბედის ირონიაა ხო, ბედის ირონია. 




3 comments:

  1. მოჟეტ ია ხაჩუ პრასტუდიტსია ი უმირეწ:/ მართლა ხშირად მიყენებ ხოლმე მის ფრთოსან ფრაზებს ^_^

    ReplyDelete
    Replies
    1. ისე მაგ ფილმში ყველაზე დასამახსოვრებელი ფიგურა იპოლიტია :)

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]