Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მღერიან... და თან როგორ ?!

მღერიან... და თან როგორ ?!

ვაა, ეს მღერის კიდეც?! ეს არაერთხელ მითქვამს როცა ნაცნობი მსახიობი, რომელიც თითქმის "შემიყვარდა" თავისი ეკრანული როლითურთ - სადმე, რომელიღაც კლიპში ამღერებული მინახავს. ნიჭი კარგი რამაა. მაგრამ თუ სახეთმაქციობის გარდა მღერაც შეგიძლია - ორჯერ უფრო კარგია. მოდით გადავავლოთ თალი ჩვენი ნაცნობი მსახიობების მღერალობას :)





Hugh Laurie

ცინიკოსი და გენიოსი ექიმი ჰაუსი, რომელიც საკმაოდ მწარე იუმორითა და გამჭრიახი გონებით გვახსოვს. ეს ვაჟბატონი თავისი სამედიცინო კარიერის დასაწყისში სულ სხვაგვარად ერთობოდა. 6 წლიდან ბეჯითად დადიოდა გიტარის გაკვეთილებზე და ეუფლებოდა მუსიკას. უკრავს როგორც დასარტყამ ინსტუმენტებზე, ასევე სექსაფონზე და პიანინოზე. მისი შემოქმედებითი "გაფურჩქვნა" სტივენ ფრეინთან ერთად დაწყებული შოუ "ჯივსი და რუსტერი"დან დაიწყო. თუმცა ის არც ერთ შანს არ უშვებდა ხელიდან და დიდი სიამოვნებით მონაწილეობდა ნებისმიერ დადგმაში, შოუში და ფილმში სადაც შეეძლო დაეკრა ან ემღერა.

ექიმის "კარიერის" დაწყების შემდეგ კი ხიუ-ს  Warner Bros.Records-მა კონტრაქტიც კი დაუდო და 2011 წლის 18 აპრილს ქვეყნიერებას პირვლი ალბომი Let  Them Talk - მოევლინა. ამ ალბიმის ჩაწერაში ბლუზის კორიფეებმა ტომ ჯონსმა, ირმა ტომასმა და დოკტორ ჯონმა მიიღეს მონაწილეობა. მორიგი ალბომიც ძალიან მალე, 2013 წლის 6 მაისს გამოვიდა. პრინციპში "ჰაუსი" სერიალშიც გვაპარებდა ხოლმე თავის გზავნილებს იმის თაობაზე რომ პიანინოზე-ც და გიტარაზე-ც ძალიან კარგად უკრავს. ნუ თუ მე არ მენდობით... აგერ ბატონო.  
ექიმი გელით ბლუზოთერაპიაზე





Scarlett Johansson


გარდა იმისა რომ ძაალიან კარგი მსახიობია და აქვე გამოვთქვამ ჩემს ძალიან დიდ სიმპატიას მისდამი. კარგი მომღერალიცაა. "მუსიკის ჰანგბშიც" სურდა თავის დროზე მონაწილეობის მიღება, მაგრამ არ გაუმართლა. თუმცა მის შემთხვევაში ნამდვილად ვერ იტყვი რომ - არ გაუმართლა. საკმაოდ საინტერესო როლები ერგო და მისმა სამსახიობო ნიჭმაც სათანადო შეფასება დაიმსახურა. დიდი სიამოვნებით მონაწილეობდა საქველმოქმედო კონცერტებში ჯგუფ The Jesus and Mary Chain- ერთად. 2008 წელს კი მისი ალბომი «Anywhere I Lay My Head» გამოვიდა. მართალია ამ ალბომში მხოლოდ ერთი სიმღერა შევიდა მისი ავტორობით. მაგრამ ის ქავერ ვერსიებიც, რომელიც შესთავაზა მსმენელს დევიდ ბოუის დახმარებით ჩაწერა.

ზოგს მოეწონა, ზოგს არა. მაგრამ თავად სმენა მშვენიერი სკარლეტის უფრო საყვარელი ქერათმიანი გოგონას ნამღერის მოსმენით მიღებული სიამოვნების ტოლფასი იყო ვიდრე უბადლო ვოკალის მქონე მომღერლის. თუმცა ყველა ასე როდი ფიქრობდა. 

პიტ იორნმა თავისი უკვე ჩაწერილი მუსიკალური ტრეკების ასამღერებლად სწორედ სკარლეტის ვოკალი აირჩია და სკარლეტმაც The Break-Up - ის ალბომიც სულ რაღაც 3 დღეში ჩაწერა. ბოლოს და ბოლოს მისი ერთ-ერთი სიმღერა ოსკარის ნომინაციაზეც კი იყო წარსდგენილი. მოკლედ აი ასეთია ქერა ლამაზმანის მღერა. 




Iwan Rheon


ვისთვის როგორ და საიდან არის ივანი ნაცნობი არ ვიცი, მაგრამ მე ის სამეფო კარის თამაშებიდან დამამახსოვრდა. თუმცა ზოგს ის Misfits-დანაც ახსოვს. ასეა თუ ისე ის იმ გამონაკლისთა კატეგორიას მიეკუთვნება ვინც თავიდან მომღერალი იყო და მხოლოდ შემდეგ მოსინჯა თავისი თავი დიდ კინოში. თუმცა მუსიკისთვის არ მიუნებებია თავი. სადღაც შუალედში სამეფო კარის თამაშებსა და რეალურ ცხოვრებას შორის მან რამოდენიმე სიმღერაც კი ჩაწერა აკუსტიკურ გიტარაზე. 



Zooey Deschanel


დიდი ცისფერი თვალები და სახასიათო როლები - კიჰ, ეს ის არის - უცნაური გოგონა. თუმცა ამ უცნაურ გოგონას, პრინციპში ასევე უცნაური ჯგუფი ყავს She & Him რომელიც თავის ალბომს უცნაურ, მაგრამ გასაგებ სახელებს არქმევს. მაგრამ ეს უცნაური ჯგუფიც და უცნაური გოგონაც საკმაოდ კარგად მღერიან. მშვიდი, აუღელვებელი, ყოველგვარ ზედმეტ ზიზილ-პიპილოებს მოკლებული სიმღერები


Bruce Willis


და ბოლოს...
როცა დედამიწა განსაცდელშია - უხმობენ მას. თუმცა როცა კარგი მუსიკის მოსმენა სურთ - ის იშვიაათად ახსენდებათ. არადა კერკეტი კაკალი ძალიან მონდომებულია და ძალიან უყვარს კიდეც ჯაზი და ბლუზი. სადღაც... ასტეროიდის აფეთქებისა და ამერიკაზე მორიგი თავდასხმის საფრთხის ლიკვიდაციის შორის ის ახერხებს მცირე დრო გამოძებნოს და თავი თავის საყვარელ გართობას მისცეს. 

ისიც ნუ დაგვავიწყდება რომ მის მიერ შესრულებული სიმღერა Respect Yourself ბილბორდის ჩარტებში მეხუთე პოზიციაზე აცოცდა... თავის დროზე, მაგრამ აცოცდა. ასე რომ ბებერი ბრიუსი ჯერ კიდევ ფორმაშია.


აი ასეთები არიან ღრმადპატივცემული ვარსკვლავები. მართალია აქ სრულ სიას ვერ შემოგთავაზებდით. პრინციპში არც მიცდია. უბრალოდ ისინი ამოვარჩიე ვინც ეკრანზეც მომწონს და მის ნამღერსაც დავუგდებდი ყურს - ცოცხლად რომ შეესრულებიათ თავიანთი სიმღერები... მაგალითად ბათუმში... ბენზეში... ჰეჰ, კაკია ოცნება. 

3 comments:

  1. ჰაუსი <3 არ ვიცი რომელი უფრო მიყვარს,მომღერალი თუ მსახიობი? მართლი ხარ გენიოსია.

    ReplyDelete
    Replies
    1. ხო, მაგრამ ერთია, მომღერალშიც და მსახიობშიც - ჰაუსს ვხედავთ :)

      Delete
  2. ისევ მართალი ხარ:) ამ როლით გავიცანით და ცოტა ძნელია სხვა თვალით შეხედვა:)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]