Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ციმციმ აენთე, ციმციმ ჩაქრი - რეპორტაჟი ბათუმიდან

ციმციმ აენთე, ციმციმ ჩაქრი - რეპორტაჟი ბათუმიდან

რამოდენიმე დღის წინ ჩაბნელებულ "ანბანის კოშკს" ფოტო გადავუღე .უბრალოდ მეგობარი ამიხირდა " ანბანის კოშკს გუმბათი მოარღვიეს"ო. ჩაბნელებული შუშის ბურთს სიბნელე მართლა ჭამს, გეგონება გაქრაო. ხოდა მეც გადავიღე. იმიტომ არა რომ იმ დღეს რაღაც უჩვეულო და აქამდე უნახავი რამ დავაფიქსირე. არა, ანბანის კოშკს, ისევე როგორც ეშმაკის ბორბალს ამ ზამთარს ხშირად ტოვებდნენ უშუქოდ. თავიდან იშვიათად, შემდეგ კი შეაჩვიეს. თავიდანვე მის მიზანშეუწონლობაზე და დიზაინზე აღრენილებს ჩასაბნელებლად მიზეზის პოვნა არ გაუჭირდებოდათ. სხვათაშიროს მისი ფორმიდან გამოწვეული ასოციაციებით და ეპიტეთებით ჟონგლირება ეგრევე პოპულარული გახდა.  სხვათაშორის ფრაზა "რაც გველანდება ის გვესიზმრება"-ო აქ უადგილო არ იქნებოდა. ქართველებს ნებისმიერი რამის "გაპახაბნება" შეგვიძლია. მაგალითი მშვიდობის ხიდია. როლის ფოტო უცხოურ გვერდებზე ძალიანაც მოიწონეს, ჩვენთან კი მისი სილამაზე საფენის საჭიროებას ვერ აცდა და სხვატაშორის ეს შედარებას მხოლოდ ჩვენთანაა პოპულარული.  ხოდა აბა ანბანის კოშკი რითია ნაკლები. მითუმეტეს თუ ამას პოლიტიკურ თამაშებში კარგად გამოიყენებ. "კოშკი" დარჩა ეულად, უ-პატრონოდ და შესაბამისად უ-შუქოდ. "რატო უნდა ვიხადოთ ამ ... განათების ფული, როცა ააამდენი საქმეა გასაკეტებელი" - სავარაუდოდ ეს იქნება მოტივი. მითუმეტეს რომ "კოშკი" ჯერჯერობით არც არავის უნდა რომ შეიძინოს და ვისაც "ნაყიდი" აქვს იმასაც მოშორება უნდა. დანგრევა ?! მარაზმია ... დემონტაჟი გაცილებით ძვირი დაჯდება ვიდრე მისი ამოქმედება და მოგებაზე გაშვება. სხვათაშორის მანდ 2 სატელევიზო სტუდია, რესტორანი და შუშის გუმბათიანი ეგრედწოდებული "viewpoint" უნდა ყოფილიყო. ფართის შესაფასებლად სუხიშვილების ეს კლიპი დაგეხმარებათ.



სხვათაშორის ანბანის კოშკის თავს, რომელსაც "დეენენის" სპირალის ფორმა აქვს,  რესტორანი რომ დააგვირგვინებს დიდად აღფრთონვანებული არ ვარ. არც ასოთა მოხატულობით ...მაგრამ. იმედია უფუნქციოდ დარჩენილი "ანბანის კოშკი" მალე იპოვის თავის პატრონს და მისი შუშის ბურთიც კვლავ აენთება.


პატრონის და ბედის მოლოდინში ბათუმში მხოლოდ ანბანის კოშკი როდია. ტექნოლოგიური, არასრულრემონტიანი უდიპლომო უნივერსიტეტ- ინსტისტუციც ეულად დგას ბულვარის შესასვლელთან. სადაც მისმა მშენებლობამ ოთხი საუკუნოვანი ხე და ბათუმელთა ნერვები შეიწირა. დგას და ელოდება როგორც ბედს, ასევე პატრონს, შუქს, ფულს, ფუნქციას და ამ ლოდინის გულის გადასაყოლებლად დიდის სიამოვნებით დაჰხედავდა უზარმაზარ საათს, რომელიც მერომელიღაცა სართულზე შეკიდული ეშმაკის ბორბლის მეორე მხარეს, ზღვის მხრიდან უნდა ჩამონტაჟებულიყო. მაგრამ ჯერჯერობით არც მესაათე, არც ლექტორ-სტუდენტები და აწ უკვე აღარც "დენის კაცები" აღარსად სჩანან. დგას ასე ეულად ამიერკავკასიაში თურმე ყველაზე მაღალი, შეჰყურებს დროზე აშენებულ-დამთავრებულ-გამართლებულ რედისონს და ეკიდება გაგებით თავის ბედს. სხვათაშორის არს მისი სიგრძე და ფორმა დარჩენილა ეპითეტების გარეშე. აბა როგორ, ეგეც ხომ ვერტიკალურია და დგას.


სხვათაშორის მისი ახლადაშენებული "ეს რა გვაკადრეს სავლე" ძმებისაგან განსხვავებით, ნაგებობა, რომლის ამოთხრილმა ფუნდამენტმა ლამის რელიგიურ საფუძველზე წამოწყებული ახალი ჯვაროსნული ლაშქრობა გამოიწვია, ვითომდა აქ "აზიზიეს მეჩეთი" შენდება ჩუმათო და რომელიც შემდეგ "ჭაჭის კოშკად"აც კი მონათლეს, რითაც ძალიან გაუხარეს გული ჭაჭათგადმონთხევისას მასთან შეკრებილ ნეტარ ლოთებს. არხეინად დგას , იღვრება სხვადასხვაფერად და შორიდან გაჰყურებს ჩაბნელებულ ეშმაკის ბორბალს, ანბანის კოშკს და ტექნოლოგიურს. არ ვიცი რა ლოგიკით, მაგრამ ზემოთჩამოთვლილთაგან მხოლოდ "ჭაჭის კოშკმა" გაუძლო პოლიტიკურ დაბნელებას.
ყოველ შემთხვევაში დღემდე, ხვალ შესაძლოა ისიც ჩაქრეს. ან შესაძლოა ჩაბნელებულებიც აციმციმდნენ... ან კიდე აღორძინდნენ... ვინ იცის.

4 comments:

  1. რაღაცნაირად გული დამწყდა.



    მაგრამ მეორეს მხრივ, კარგი რა.
    კოლოსალური თანხები იხარჯება მაგათზე.

    ReplyDelete
    Replies
    1. ხო, ტყუილად რო დევს, რათქმაუნდა არ ამართლებს. აამოქმედე და მოიტანს მოგებასაც

      Delete
  2. ნელ ნელა გვაჩვევენ სიბნელეს.მთავარია თანხები იყოს კარგად შენახული კაპიკი არაფერს დააკლდეს და მერე რა თუ ბნელა,მერე რა თუ თვალს არაფერი ახარებს,სამაგიეროდ ღიპია სავსე

    ReplyDelete
  3. აჭარული ხაჭაპური იყოს მუქთად და ანბანის კოშკს არ მოუკვდა პატრონი?ტფუ მუცელღმერთა ბრბოს.

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]