Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

გაახმოვანე შენი აზრები. რადიო აჭარის საინტერესო შემოთავაზება

გაახმოვანე შენი აზრები. რადიო აჭარის საინტერესო შემოთავაზება
გაახმოვანე შენი აზრები
 რადიო აჭარა გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ ახალ პროექტში, რომლის სამუშაო სახელწოდებაც რადიო ჟურნალი გახლავთ.

რადიო ჟურნალი არის რადიო გადაცემა, რომელიც კვირაში ერთხელ გავა რადიო აჭარის ეთერში. მისი ავტორები  ახალგაზრდა ბლოგერები და ჟურნალისტები იქნებიან.

რადიო ჟურნალი მიზნად ისახავს ახალგაზრდა, ნიჭერი ადამიანების მოზიდვას, მათი რადიოჟურნალისტიკით და ზოგადად ჟურნალისტიკით დაინტერესებას, უნარჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შეძენაში დახმარებას. რადიოჟურნალის შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სოციალურ მედიაში აქტიური ახალგაზრდა ჟურნალისტები და ბლოგერები, ასევე ახალბედა, დამწყები ბლოგერები. გადაცემაში თავმოყრილი იქნება მათ მიერ მომზადებული სიუჟეტები თემებზე, რომლებიც მათ მიერვე იქნება წინა პლამზე წამოწეული და გაშლილი.

გადაცემის ქრინომეტრაში იქნება 40 -  50 წუთი. გადაცემა აეწყობა 2-4 წუთიანი ხმიანი სიუჟეტებით.  ეთერი დაეთმობა როგორც სოციალური პრობლემების გაშუქებას, ასევე კულტურულ, შემეცნებით და გასართობ თემატიკასაც. სიუჟეტების ავტორები თავად ბლოგერები (რეპორტიორები) იქნებიან.

პროექრში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა :

1.      შეგვატყობინოთ წინასწარ პროექტში მონაწილეობის შესახებ თქვენი მზაობა

2.      შეგვატყობინოთ თქვენს მიერ სამომავლოდ მოსამზადებელი სიუჟეტის თემატიკა, ეს ჩვენ დაგვეხმარება სამომავლოდ გადაცემის საერთო ჩარჩოს მონახაზის გაკეთებაში.

3.      დროულად გამოგვიგზავნოთ მპ3 (mp3) ფორმატში ჩაწერილი ხმიანი, დამონტაჟებული სიუჟეტი. ხმიანი მასალის ჩანაწერის ან მისი მონტაჟის არასათანადო ხარისხსი შემთხვევაში რედაქცია თავს შეიკავებს მის ეთერში გაშვებაზე სათანადო შესწორებების შეტანის და ხარვეზების აღმოფხვრამდე. სიუჟეტის წარდგენისას დაფიქსირებული იქნება ავტორის ვინაობა.

საჭიროების შემთხვევაში ჩატარდება სპეციალური ტრენინგი სადაც რეპორტიორები ისწავლიან მონჯაჟის ხელოვნებას და გაეცნობიან სხვადასხვა სამონტაჟო პროგრამებს.(აღნიშნულ ტრენინგში მონაწილე რეპორტიორების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება რეგიონში მცხოვრებ ბლოგერებს) 

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია არა მხოლოდ რეგიონში მცხოვრებ ადამიანს, არამედ ნებისმიერ მსურველს ვინც ფლობს სათანადო ცოდნას და საშუალებას  ჩაწეროს და მოგვაწოდოს საინტერესო სიუჟეტი, მოსაზრება ან ჩანახატი.

მოწოდებული მასალა დაკაბადონდება და რედაქტორის მითითებით გავა გადაცემებში. რედაქცია იტოვებს უფლებას არ გაუშვას რიგი სიუჟეტი რომელიც მისი აზრით ვერ ჩაჯდება გადაცემის ფორმატში. გადაცემის მოსმენა შესაძლებელი იქნება როგორც რადიოს საშუალებით FM 104.5 ზე, ასევე ინტერნეტის საშუალებით ღია ეთერში აჭარის რადიოს საიტის მეშვეობით. ეთერში გასვლის შემდეგ აკინძული გადაცემის ჩანაწერი აიტვირთება ინტერნეტში და განთავსდება სპეციალურად შექმნილ ბლოგზე.

"რადიო ჟურნალი" პროექტის სამუშაო სახელწოდებაა. დაწვრილებით ინფორმაციას პროექტის დაწყების და ეთერში გასვლის თარიღთან დაკავშირებით მოგაწვდით უახლოეს მომავალში. ( ძალიან მალე) 

სიუჟეტები და კითხვები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ მისამართზე radioajara@gmail.com

2 comments:

  1. მომწონს მე ეს წამოწყება.. და სიამოვნებით ჩავერთვებოდი..

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]