Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

წამოდი ვენეციაში, ყავა დავლიოთ

წამოდი ვენეციაში, ყავა დავლიოთ
უცნაურად თბილი დეკემბერია. არაფერი სჯობს ღია ტერასაზე, ყავის ნებანება სმას. იქ კი ზღვა ლივლივებს და ირწევა. ბულვარში პალმებს უკვე შეუკრეს საზამთრო კიკინები. დეკემბერია, მაგრამ ამ ამინდისთვის შეუთავსებელ ფაქტს მხოლოდ კალენდარი იჩემებს. თორემ თამამად შეგიძლია დააბრალო მაისობაც და სექტემბრობაც. ნებისმიერ შემთხვევაში მშვენიერია როცა ამინდი დასვენების საშუალებას გაძლევს. მოდი ჩვენს გამოვიყენოთ ეს შანსი და დავისვენოთ. დიახ, ისევ ღია ვერანდა - ჯერ ამინდი ამის საშუალებას გვაძლევს. ზღვიდან მოსული იოდნარევი ბრიზი და რაღათქმაუნდა ყავა.

ჩემს ვირტუალურ კაფეში არაერთგზის შემომითავაზებია შენთვის ყავის იტალიური ვარიაცია. თუ გახსოვს იტალიაშიც კი ვიმოგზაურეთ. არვიცი, ამინდის ბრალია თუ აწ უკვე ჩვევის, მაგრამ დღესაც მინდა გამოგზაურო... რამოდენიმე ფაქტორი დაგვეხმარება ამაში. ზღვა - გახედე მის მოლურჯო შორეთს. ღრმად ჩაისუნთქე ჰაერი და მე მანამდე ყავას მოგიმზადებ, თან შევეცდები გამოგზაურო ყოვრლგვარი ვიზის, გადაფრენისა და ხარჯების გარეშე... სად?კუნძლებზე. უფრო კონკრეტულად კი 119 კუნძულს მოვივლით. 160 არხით გავისერინებთ და ბარე 369 ხიდსაც გადავივლით... ხო, ზღაპარს გავს. მაგრამ მერწმუნე ნანახი უფრო გავს ზღაპარს. ჩვენ დღეს ვენეციაში მივდივართ.





წყლის ზედაპირზე ლოტოსის ყვავილივით გაშლილი და მოლიცლიცე, მირაჟივით ლამაზი და დროში დაკარგული ვენეცია.  ქალაქმა შვა ზღაპარი, მერე კი ისე მოეწონა ეს ყველაფერი, რომ ზღაპრის დამთავრებაზე უარი თქვა და სამუდამოდ დარჩა მასში.




უკვე საღამოა, გონდოლიერო ნელი სვლით მიასრიალებს გონდოლას ვენეციის მზით გამთბარი სახახლეების და ხიდებზე ანთებული ლამპიონების სარკისებრ ანარეკლზე. თავისი საყვარელი სიმღერის ღიღინით მიგვასრიალებს ამ დროში გაყინული სახლებს შუა ჩაღვრილ არხებში. არხებზე გადმომდგარი, ლამპიონების დიადემებით მორთულ თაღოვანი ხიდების მიღმა ზღაპრული წიგნის მორიგი ფურცელი იშლება, ისევ სასახლეებით, ხიდებით, ლამპიონებით, ნავებით და თავისი, მთლიანად იტალიისაგან განსხვავებული ისტორიით.


კაფე "ფრორიანი"

ესეც ჩვენი გაჩერება. წმინა მარკოს მოედანი (Piazza San Marco) . გაგვიმართლა რომ კარგი ამინდია,თორემ მუხლამდე წყალში მოგვიწევდა სეირნობა. სწორედ აი აქ, მრავალი ამბის შემსწრე მოედანზე პატარა ბარში დავაგემოვნოთ ყავა ვენეციურად... აბა სხვანაირად როგორ.

სიმართლე გითხრა ამ ყავის დიდი მოტრფიალე არავარ. რატომ ამაზე მერე მოგახსენებ. მაგრამ ვენეციის ხათრით ... როგორ არ დავლევ

მომზადების წესი ძალიან ადვილია. საჭიროა ფეხიანი ჭიქა, სწორედ ისეთი - ირლანდიურ ყავას რომ სჭირდება. ნუ დაგავიწყდება რომ ჭიქა აუცილებლად შემთბარი უნდა იყოს. ნეტსტმა ცოტათი რომ არ შეგვაწუხოს - 15 მილიგრამი ბრენდიც დავამატოთ. შემდეგ 30 მილიგრამი ყავა. შაქარი გემოვნებით. ზემოდან კი ათქვეფილი ნაღები და გახეხილი შოკოლადი... მშვენიერი რამ გამოვიდა. მაგრამ როგორც წესი ამ სასმელს კოქტეილის ჩხირით სვამენ და სწორედ ამიტომ არ მომწონს - ყავა არა, ყავის ჩხირით სმის პროცესი... თუმცა ეს მე არ მომწონს, შენ იქნებ ძალიანაც მოგეწონოს. აი ასე.





ჩამობნელდა. მალე ნიღბოსნებიც გამოჩნდებიან. ვენეციაში კარნავალს სულ სხვა ხიბლი აქვს, სხვა იდუმალება. ეს უფრო ზღაპარს წააგავს. ღამის ზღაპარს რომელიც მხოლოდ საოცარ სიზმრებში თი მოდის ხოლმე. ამიტომაც გინდა ყველაფერი დაიმახსოვრო, ჯელი ჩასჭიდო რომ არ გაგექცეს. ვენეციის ლმპიონები აკიაფდნენ. წყლის ზედაპირზე უფრო მკვეთრად გამოჩნდა ანთებული ვენეციის გაცილებით უფრო იდუმალი და ზღაპრული ანარეკლი...

4 comments:

  1. ამ ყველაფერს შენი ხავერდოვანი ხმა მოუხდებოდა ფრიად :)

    ReplyDelete
    Replies
    1. ააბაა?! რა გიდი ვიქნებოდი ;) <3

      Delete
  2. არა რა.
    აი მოვა დღე და მე იტალიაში დავბრუნდები.
    ჩემი ქვეყანაა და იმიტომ. <3 <3

    ReplyDelete
    Replies
    1. მალე მოვიდეს მერე ეგ დრო, დააჩქარე და მერე ჩვენც დაგვპატიჟე :)

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]