Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ეტიუდი ნომერი 2.

ეტიუდი ნომერი 2.
გუშინ მთელი დღე ძალზედ ხალისიან განწყობაზე ვიყავი. დღეც მშვენიერი გამოდგა და საღამოც. მაგრამ ყველაზე საინტერესო და სამახსოვრო თურმე ჯერ ისევ წინ მელოდა. სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას სადარბაზოში შემოვედი. ორი სართულით ზემოდ კიბეებს მეზობელი მიუყვებოდა, კიბის საფეხურზე კი გოგო და ბიჭი ჩამოსკუპულიუვნენ. ეტყობოდა ჩემმა და ჩემს წინ მეზობლის "უეცარმა" გამოჩენამ მათი მყუდროება დაარღვია, მითუმეტეს მათ "სავანეში ჩემი ველოსიპედიანად რომ შევჯლიგინდი. სახეზე ეტყობოდათ დაძაბულები იყვნენ. ველოსიპედი ავიღე და კიბეებს ავყევი. ოდნავ რომ გავცდი .. ბიჭმა ეტყობა ვეღარ მოითბინა და გოგოს მუბრუნდა.

-საერთოდ აღარ გაინტერესებს ჩემი თავი ხო?!
- არა, რას ამბობ?  - გაიკვირვა გოგომ.
- აბა რას გავს ეს საქციელი?! - არ ეშვებოდა ბიჭი.
- რა საქციელი?
- რა და აი ის....
- რაზე ამბობ გამაგებინე.
- რაზე, რაზე და იმაზე
- რაზე?!
- რატომ გამირბიხარ?!, რატომ მემალები ?!

და სრულიად გაუცნობიერებლად მე და ორი სართულით ზემოთ მიმავალმა მეზობელმა (რომელსაც ეტყობა ესმოდა წყვილის დიალოგი), თითქმის ერთ ხმაში გავაგრძელეთ :

- "რატომ გამითეთრე კარგო თმააააა" ....

აი ნამდვილად არ ვიცი რამ იმოქმედა ასე. მაგრამ ფაქტია რომ ამ ორი გვრიტის სასიყვარულო საქმის გარჩევებმა სადარბაზოში სასიყვარულო მშვილდის ისარ მომართული ნუგზარ ერგემლიძის სახელობის ამური შემოაფრინა და გაბრაზებული წყვილი ისევ შეარიგა. ცოტა უხერხულადაც ვიგძრენი თავი, მაგრამ უეცარმა ამღერებამ იმხელაზე აგვახარხარა ყველა ( ბავშვებიც) რომ ძააუნებურად სიტუაცია განიმუხტა.

კარგია როცა სიყვარულით ანთებულ პატარა გულებს ხედავ, კარგია როცა ეს ყველაფერი თავს გახსენებს, კარგია როცა პიზიტივით ხარ დამუხტული. პოზიტივი კი ძალიან გადამდები რამაა.

პ.ს. ხომ ხედავ ნუგზარ, შენს სიმღერებს ხალხი მღერის :)

ეჰ, ლამუღ... ლამუღ... 

10 comments:

  1. haha sanam posts chavikitxavdi, mec es wamegigina da turme postis "eshxic" amashi iyo. ra kargia sheyvarebulebi da saertod, axalgazrdoba :D :lol: me kai xanshi shesulivit rom vambob :D

    miyvars sheni blogi, Dato, yoveltvis pozitiur rameebs dawer xolme da arasodes mezareba wakitxva.

    ReplyDelete
    Replies
    1. :) მთელი ღამე სულელივით მეცინებოდა მერე. ახალგაზრდობას რაც შეეხება - მეც დამეწყო " ჩემ დროს ბიძია.." პონტები. მაგრამ ამასაც თავისი მუღამი აქვს.
      ძალიან გამახარა შენმა კომენტარმა. გაიხარე. თუ ჩემი პოსტები ჩემს გარდა ვინმეს გულს უხარებს - ძალიანაც კარგი. მზად ვარ გემსახუროთ ;)
      პატივცემულ ეზრას დიიიდი მოკითხვა <3 :)

      Delete
  2. ნუ დაჯლიგინებ მერე მაგ შენი ველოსიპედით და ნუ არღვევ შეყვარებული ბავშვების მყუდროებას :)

    აუ ამ პოსტმა ჩემი პოსტი გამახსენა აი ზუსტად 4 წლის წინ დაწერილი.
    http://www.hexe.ge/2008/10/blog-post_22.html

    12-13 წლის ბიჭების დიალოგი ავტობუსში

    - გოგო, რომელსაც ცისფერი თვალები აქვს, არასდროს გახდება შენი...
    -რატო? - ეკითხება მეორე.
    -ეგრეა რა.... აი ნათიასაც ხო ცისფერი თვალები ქონდა
    -ნათია ვინ არის?-კითხულობს მეორე
    -ჩემი ყოფილი რა......
    -ე დაშორდით? რატო ტო? -უკვირს მეორეს
    -არასდროს გახდებოდა ჩემი და ისე რა აზრი აქვს....(?)
    -რა იცი? -კიდევ უფრო უკვირს მეორეს
    -ხო გითხარი ცისფერი თვალები ქონდა მეთქი.....
    ...გოგო კი, რომელსაც ცისფერი თვალები აქვს, არასდროს გახდებ შენი......

    ReplyDelete
    Replies
    1. ვეღარ ავსულვარ ახლა სახლში :) და მერე კიდე - რომ არ შევსულიყავი ვინ განმუხტავდა სიტუაციას? ცისფერ თვალება გოგოს რაც შეეხება - მკვახე იყო ის ყურძენი-ს საკმაოდ კარგი ვერსიაა :)

      ელ, ლამუღ !

      Delete
  3. miyvars aseti shemtxvevit gadayrili ambebi :)) umagres xasiatze mayenebs

    ReplyDelete
    Replies
    1. მეც მიყვარს. მაგრამ მზგავს შემთხვევაში როცა სხვა მადგებოდა თავზე - დიდად აღფრთოვანებული არასდროს ვყოფილვარ :)

      Delete
  4. ლოოოლ :დდდდ
    ისე, მეგონა წყვილები სადარბაზოებში აღარ იყუჟებოდნენ :დ

    ReplyDelete
    Replies
    1. კი, იყუჟებიან. შემორჩენილია ჯერ კიდე სადარბაზო კოცნის რომანტიკა :)

      Delete
  5. Gamegima :) gavixsene sakutari tavi 11 wlis gawuwuli wvimisgan da loyebawitlebuli sircxvilisgan roca pirvelad vakoce gogos sadarbazoshi :) natalia arlova :) saxeli da gvari imito maxsovs ro ori wlis shemdeg zustad igive sadarbazoshi mqonda igive gogostan pirveli sexy :) "ganmarteba ukrainashi gavizarde"

    ReplyDelete
    Replies
    1. სავალდებულო იყო სადაც აკოცე იქ რომ გქონოდათ სექსი ?! :)) ოხ ეს უკრაინა...

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]