29.11.11

THE AMERICAN DREAM

25.11.11

ჩვენ ხომ გვიყვარს ძეგლები და ყვერება ცხენები !?! ან რატომაც არა N 3


ქართველებს ყვერებიან ცხენზე ამხედრებული მხედრები კი გვიყვარს მაგრამ... მხედარიცაა და ... მხედარიც....

23.11.11

"ხალხის სახელით"


„ხალხის სახელით“, „ხალხის ინტერესებში“, „ხალხს“ და კიდევ ათასი ვარიაცია სადაც საკვანო სიტყვა ხალხია. სიტყვა, რომელიც კარგ ბრენდად აქციეს, რომლის გამოყენებითაც შეუძლიათ ყოველნაირი მთხლე გაყიდონ და შეასაღონ ყველას და ყოველთვის. ბაზარი ითხოვს და „ობიექტური“, „მიუკერძოებული“, „სამართლიანი“  კონვეერები ათასობით, ათიათასობით უშვებენ იმ საკვებს რომელსაც ასე ხარბათ შთანთქავს მასა. აქ ყველასავის მოიძებნება „მოსაწონი“ ულუფა. გინდა პატრიტიზმ მოყრილი, გინდა დაჩაგრულთ მაამებელი, გინდა დაბოღმილთა საამებელი ლანძღვი შეკაზმული, გინდათ გამაბრუებელი ნათელი ფერებით გაბრწყინებული. გინდ რელიგიურად დამარილებული ან დაშაქრული. გინდა ხორცი სისხლით? ან უბრალოდ სექსუალურად შეფუთული? ან სერიალივით გაუთავებელი... დაწერილი, გადაღებული თუ ნამღერი... თქვი რა გინდა.როგორ გინდა. რანაირად გინდა. აქ ყველაფერია. მოდით, მოდიით, ჩვენთან ეს უფასოაა. ეს მედია ელესდეა ნებისმიერ ლომკას მოგიკლავთ. მაგრამ უარეს აგკიდეებს, მაგრამ რა მერე!?

 მოდით ისევე როგორც მოდიოდით და ხვალაც მოხვალთ, იმიტომ რომ გიყვართ ამის ჭამა. ჭამეთ, ნახეთ? ახალი გემო, ახალი შეფუთვით. მართალია შიგთავსი იგივე მთხლეა მაგრამ მთავარია როგორ შეგიკაზმავენ. მაგრამ ეს ხომ თქვენთვისაა, ხალხისთვის... თქვენთვის მხოლოდ საუკეთესო, მსუყე, ისეთი როგორიც გიყვართ. მოდიიით ჭამეთ გაძღომამდე.

ჭამეთ, დიდი ამბავი თუ მიხვდებით რომ გემოს გასაქრობი საკაზმის მიუხედავად ეს ბანალური მთხლეა. სანამ ამას მიხვდებით ბლოომად მოგიწევთ ჭამა და რომ მიხვდეთ არაფერი იცვლება.. იმიტომ რომ „მჭამელები“ მაინც უფრო ბევრია და ვერც იმას დააჯერებ რომ ეს გემრიელი, ჭეშმარიტი, მიუკერძოებული, სპეტაკი ... უბრალოდ ისეთივე მთხლეა მის ოპონენტს რო აყვედრის - რას "ჭამ" არ გრცხვენიაო..

ჭამეეთ... არ მოგწონთ ჩვენი? წადით სხვაგან, გადართეთ სხვაგან, იკითხეთ სხვაგან, უსმინეთ სხვას... მიდით იქ ჭამეთ... ეს ჩვენთვის აბსოლუტურად სულ ერთიააა... 
რატომ? იმიტომ რომ ის ბრენდიც, შენთვის მისაღებ, ნათელ და გემრიელ „სიმართლეს“ რომ გაჭმევს, ისიც ჩვენია , ფილიალია. უბრალოდ შენ ის საკაზმი უფრო გიყვარს... მერე რა მოხდა. ჭამეე... მთავარია ჭამდი, ჭამ და შეჭამ კიდეც... მოდიით

ვილა ბაჯო და ვილა რიო... გამოძეხით ხალხო? ახლა დესერტიიი...


-         და თქვენ აქვე.. თუ შეგიხვიოთ და სახლში..!? გმადლობთ რომ ჩვენი მომსახურეობით სარგებლობთ, ინებეთ. კარგად ბრძანდებოდეთ.... თავისუფალი კასაააა!!

როცა ბათუმში წვიმს


ეს იმ საღამოთა რიცხვს მიეკუთვნება... უბრალოდ რომ გინდა იარო, იარო მარტომ, იარო მხოლოდ, იარო და ათვალიერო ირგვლივ ყველაფერი ისე თითქოს პირველად ხედავ, პირველად ათვალიერებ და პირველად ხარ ამ ქალაქშიპირველად ხარ მარტო და ეს მოგწონს, იმიტომ რომ არ გინდა საუბარი. არ გინდა იმიტომ კი არა რომ გაბრაზებული, ნაწყენი ან უხასიათოდ ხარ. უბრალოდ არ გინდა საუბრით ის რაღაცნაირად მკრთალი, მსუბუქი მაგრამ საოცრად ლამაზი და სუფთა მელოდია გაწყვიტო რაც შენმა განწყობამ დაიჭირა... ახლა სწორედ მასზეა შენი საღამო მომართული და ეს გსიამოვნებს...

გსიამოვნებს ისიც რომ წვიმს, რომ ქუჩები ცარიელია, რომ სველი ასფალტი რომელზედაც სველი ავტომობილების სველი საბურავები სულ სხვა - სველ ხმაზე დასრიალებენ, შენთვის უცნობ ქალაქს ირეკლავს... რომელიც ასე ძალიან გავს ნაცნობს. 
რომ წვიმა, რომელსაც მთელი საღამო ითმენდა მოქუფრული ღრუბელი, სწორედ ის მოტივატორი აღმოჩნდა - ავტობუსის გაჩერებაზე შეფარებულ ბიჭს ხუჭუჭა გოგო რომ ჩააკვრევინა გულში, რათა გოგოს პატარა, გაყინული თითები თავისი ხელებით ეთბო.
რომ ქოლგა  წვიმის წვეთების რუხის ქვეშ სწორედ იმ ხმაზე გრუხუნებს - ბავშვობაში, საგანგებოდ რომ გადიოდი  საწვიმარის ღარის ქვეშ და გიხაროდა ქოლგით „ამოდენა ნიაღვარს“ რომ უმკლავდებოდი.
რომ განათებული ლამპიონების რიგი სწორედ იქეთკენ მიდის საითაც შენი გზა მიემართება...

რომ ის ბარი და ის ადგილი ისევ ისე შენი და სასურველია როგორც ის ყავა, წვიმიანი ქუჩიდან შემოსულს რომ გითბობს გულმკერდს.

რომ ზიხარ, სვამ ყავას, უყურებ დიდი ვიტრაჟის მიღმა სველ ქალაქს და გგონია რომ შენს წინ  რაღაც ძალიან კარგი, თბილი, ლამაზი კლიპის კადრები მიდის. კლიპის, რომელსაც შენი მუსიკა ერთვის...


ნახევრად ცარიელი ბარი, ყავა, შენი მუსიკა. გარეთ კი წვიმს, წვიმს, წვიმს...


20.11.11

გოლიათები - გამოძახილი მითებიდან

ეს მხოლოდ დასაწყისია. დამატებით ინფორმაციას პერიოდულად გამოვაქვეყნებ. ცოტათი დიდი სტატია გამოვიდა, მაგრამ არაუშავს. ვისაც მითოლოგია, არქეოლოგია აინტერესებთ, ესეც დააინტერესებს.  

როდესაც რაიმე ამბავი ადამიანის პრაგმატული გონებისთვის დაუჯერებელი და მიუღებელია. მას თამამად არქმევს ზღაპარს. თუ ეს ამბავი მიუხედავალდ იმისა რომ მართლაც დაუჯერებელია, მაგრამ ძალიან საინტერესო, ლამაზი, შეიცავს ფარულ გზავნილს ან ოდნავ მაინც არის რეალობასთან ახლოს, მაშინ ეს „ზღაპარი“ თაობებს გადაეცემა, ტრანსფორტმირდება, სახეს, მოქმედ პერსონაჟებს, საწყის ფორმას იცვლის, მაგრამ მაინც ინახავს თავის წიაღში მეტად საინტერესო გზავნილებს. კაცობრიობის უახლესმა ისტორიამ გვასწავლა რომ ის რასაც ჩვენი წინაპრები ზღაპრებში „იგონებდნენ“ , ფრინავი ხალიჩა, ჯადოსნური სარკე, მფრინავი რაში, გველეშაპები და გოლიათი რაინდები არც თუ ისე არარეალური და ზღაპრული პერსონაჟები და ხელსაწყოებია. და ამას ტრადიციული, აკადემიური მეცნიერების მიმდევრებიც ადასტურებენ. ხოლო იმ ადამიანთა მოსაზრებით, რომლებიც კარგახანია უკვე გასცდნენ კლასიკური-აკადემიური მეცნიერების ჩარჩოებს და თამამად სცდილობენ დაამტკიცონ რომ სამყარო გაცილებით უფრო საინტერესო, დიადი და შეუსწავლელია ვიდრე ამას ისტორია-არქეოლოგიის თანამედროვე სახელმძღვანელოებში ვკითხულობთ. ზღაპრებში გაცილებით უფრო მეტი სინამდვილეა ვიდრე ამას ჩვენ ვაღიარებთ.

16.11.11

"უდღეური დღეობა" + "ჭაჭა" = კარგ საღამოს

კარგია როცა სამსახურიდან სახლში მოსული, ტრადიციულად მოადუღებ ჩაის, დაისხამ დიდ ჭიქაში, მიუჯდები კომპიუტერს და აღსარების ჩამბარებელ პირწიგნაკის ველში შეგიძლია თამამად ჩაწერო "დღეს კარგი საღამო იყო". მითუმეტეს რომ საღამო მართლაც კარგი + საინტერესო + სასიამოვნოდ საინტერესო გამოდგა.

გამომდინარე იქედან რომ ბათუმში თეატრალური ცხოვრება ოთახის კაქტუსის ყვავილობას ჰგავს და სავსებით შესაძლებელია ისე "აყვავილდეს" რომ გამოგეპარს კიდეც,

13.11.11

"ნეტა რას უნდა ნიშნავდეს, ჰაა!?"

ბათუმში არსებულ თითქმის ყველა მოსიარულე და ჯერვერფეხაუდგამ ძეგლებს შევძელით და "რაღაც" მოვუძებნეთ თავის გასასამართლებელი. ინიციატორებმა ეტყობა იფიქრეს "მშვენივრად ართმევენ თავსო" და ახლა ბათუმს ახალი თავსატეხი გაუჩინეს. ჩემდა გასაკვირადაც (თავიდან ვერ დავიჯერე მაგრამ)  სახლიდან გასულს, სასტუმრო რედისონთან აი ეს მშვენება დამხვდა.

07.11.11

შეხვედრა "დიდი შესვენების" შემდეგ

არასდროს არ არის ზღვა ისეთი მშვიდი, უშფოთველი, თვინიერი და წყნარი როგორც ოქტომბერში. არაერთგზის მითქვამს ეს და არაერთგზის დავრწმუნებულვარ ამაში როცა ზღვასთან ახლოს მიწევს ყოფნა.

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...