როცა სტუდიის ტელეფონის ნათურა ციმციმებს არასდროს არ იცი ვინ გელოდება ყურმილის მეორე მხარეს და რისთვის რეკავს. დიდი ხნის მუშაობის გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ რომ სატელეფონო ზარების საკმაოდ ბევრი "მარგალიტი" დამიგროვდა. მაგრამ ერთია როცა ეს ყველაფერი ეთერში, ან გადაცემის მსვლელობისას ხდება და სულ სხვაა როცა გზააბნეულ ზარებს პასუხობ. როცა უბრალოდ ნომერი ეშლებათ და ამიაში ვერ არწმუნებ. ამ შემთხვევაში სხვა გზა არ გრჩება, ბოლომდე უნდა მიყვე:
30.03.11
"კი ქალბატონო, გავადიდებთ ასოებს"... ანუ გზააბნეული ზარები
როცა სტუდიის ტელეფონის ნათურა ციმციმებს არასდროს არ იცი ვინ გელოდება ყურმილის მეორე მხარეს და რისთვის რეკავს. დიდი ხნის მუშაობის გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ რომ სატელეფონო ზარების საკმაოდ ბევრი "მარგალიტი" დამიგროვდა. მაგრამ ერთია როცა ეს ყველაფერი ეთერში, ან გადაცემის მსვლელობისას ხდება და სულ სხვაა როცა გზააბნეულ ზარებს პასუხობ. როცა უბრალოდ ნომერი ეშლებათ და ამიაში ვერ არწმუნებ. ამ შემთხვევაში სხვა გზა არ გრჩება, ბოლომდე უნდა მიყვე:
იარლიყი
ჩარირამა
28.03.11
2012-ში არ გვცალიაო. ასე 2014-ისთვის იყოსო
რას იზამ, მწარეა სული. რუსმა ასტოლოგებმა, შამანებმა, მკითხავებმა და მჯღიბავებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, გადაწყვიტეს რომ კაცობრიობის აღსასრული გადაეჩოჩებინათ. ბოლოსდაბოლოს დიდი პატარა პუტინი ამოდენა თანხას აბანდებს სოჭოს ოლიმპიადაში რაც ისედაც კოლოსალური თანხა დაუჯდა და 2012 ვიღაც მაიას ვადაგასული კალენდრის გულისთვის ხომ არ ვაწყენინებთო. ერთი სიტყვით შეიკრიბნენ, ღრმად ჩაისუნქეს და დაასკვნეს რომ 2012 ში მაგისთვის არ გვცალიაო. მითუმეტეს რომ ახლა დედამიწაზე რადიკალური ცვლილებების დრო დგებაო.
იარლიყი
ჩარირამა
26.03.11
+10 მიზეზი იმისა თუ რატომ ყავა...
დღეს მისაყვედურეს. რაა ეს სულ ყავას რომ გაიძახიო... რატომაც არა. სხვა თუ ხმელ ბალახზე, მისი მოწევით გამოწვეულ სიამოვნებაზე და პროცესზე სწერს. მე რატომაც არ უნდა ვწერო ისეთ მშვენიერ სასმელზე როგორიც ყავაა? (სხვათაშორის ზაფხულში ამ სიკეთეს გაცილებით ხშირად ვიზამ ხომლე) ხოდა ასე. ყავა.
თუ არ გიყვარს ეგ არაფერია. მიზეზი მარტივია: უბრალოდ კარგად, გემრიელად მოდუღებული ყავა არ დაგილევიათ. ან ის სორტი არ გაგისინჯავთ რომელიც თქვენს ბუნებას შეეფერება. (ხო, ასეც ხდება ხოლმე). არ დავიწყებ ყავის სახეობების ჩამოთვლას. უბრალოდ დაგისახელებთ დაახლოებით 10 მიზეზს იმის ხაზგასასმელად თუ რატომ ყავა...
იარლიყი
ვირტუალური კაფე
23.03.11
20.03.11
მოვიდა მთვარე და ... რაი!?
გუშინ სატელეფონო ზარი იყო სტუდიაში. შეწუხებული ქალბატონი მოსალოდნელი აპოკალიპსით დაინტერესდა: "შვილო, მითხარი გენაცვალე, რაიმე ახალი ამბავი ხომ არ იცი? მიწისძვრა იქნება!?". როგორც შემეძო ვანუგეშე და შევეცადე ამეხსნა რომ ეგ (მთვარის მოახლოვება) ჩვეულებრივი მოვლენაა. ადრეც მომხდარა, მომავალშიც მოხდება და საშიში აქ აბსოლუტურად არაფერიამეთქი." ანუ შემიძლია ჩამოვიყვანო ბავშვები სოფლიდან" მკითხა დაეჭვებული ხმით. "ჩამოიყვანეთ" ვანუგეშე მეც და მერე დავფიქრდი. რას ვეტაკე, ყოლოდა სოფელში...
იარლიყი
ყოველდღიური
რატომაც არა N 2
ბათუმში ამ ბოლო დროის განმავლობაში ძალიან ბევრი საინტერესო რამ დაიდგა, როგორც ახალ ბულვარში, ასევე ბათუმის სხვადასხვა ადგილებში. ზოგი მართლა ლამაზი რამაა, ზოგი ნაკლებად. მაგრამ მთავარი ის არის რომ დეკორის ეს პატარა ელემენტები ძალიან ალამაზებენ ქალაქს. სამომავლოდ კიდევ ბევრ სიახლეს გვპირდება ბათუმის მერია. საინტერესოა რა, სად და როგორი იქნება.
მანამ კი მინდა შემოგთავაზოთ რამოდენიმე ფოტო. ეს ძლეგლებიც სხვადასხვა ქალაში, ზღვისპირას დგანან და მე თუ მკითხავთ არც თუ ისე ცუდად გამოიყურებიან.. არა!?
თუ ესენი არა, მაშინ ჩემი ძველი შემოთავაზებებიც გავიხსენოთ ;)

17.03.11
Андрей Макаревич & Mr. Freeman VS Путин
![]() |
| აშკარად უნდა იყოს ლამაზი და მომხიბვლელი |
რა ქნას პუტინმა, უნდა კიდევ ერთხელ ... მუშაობა იმაზედ რომ მასებმა ვოვა შეიყვარონ და მისი "რასკრუტკა" არა მხოლოდ როგორც წარმატებული პოლიტიკოსის, არამედ როგორც სექუალური და იდეალური მამაკაცის, უკვე კარგახანია მიდის რუსულ ინტერნეტში. მართალია ჩემთვის ეგ ყველაფერი მხოლოდ გემოზე დასაცილი ფაქტია, მაგრამ ზოგს ხო სჯერა? ხოდა აი ნახეთ როგორც სჯერათ
იარლიყი
მოსაზრება
16.03.11
და რომელ "ქვეყანაში"-ო!?
![]() |
| ტურისტული კომპანიები ასე რომ გარჩევინებდნენ ქვეყნებს და მარშრუტებს... |
იარლიყი
ჩარირამა
15.03.11
სიყვარული "ადიდასის" ბოტასივითაა.
![]() |
| მიყვარს ეს ბეღურები და რა ვქნა!? |
იარლიყი
ყოველდღიური,
ჩარირამა
12.03.11
ცუნამი 2011.
რამოდენიმე დღის წინ Facebook-ში სტატუსად დავწერე "დიდი სიამოვნებით ვუყურებდი რაიმე ფანტასტიკას, დამოუკიდებლობის დღის ან არმაგედონის მაგვარს" მეთქი. მეორე დღეს კი ტელევიზორის ეკრანს ისეთივე გაოგნებული შევსცქეროდი როგორც მაშინ, 11 სექტემბერს მაღაზიაში ლუდის საყიდლად შესული. თავიდან ვერ გავერკვიე ფილმი იყო თუ რეალობა. სამწუხაროდ რეალობა აღმოჩნდა.
სამწუხაროდ იმდენად მომრავლდა სტიქიური უბედურებები რომ მეშინია მალე ნორმად არ ჩამოყალიბდეს. მიწისძვრები, წყალდიდობები, ქარიშხლები, გვალვებით გამოწვეული ხანძრები დედამიწის "განახლების" ციკლის ჩვეული მომენტია. უბრალოდ ეს ჩვენს რეალურ არსებობას უქმნის საფრთხეს თორემ.. მომხდარა ჩვენამდეც არაერთხელ და არამგონია ჩვენი გულისთვის გადაიფიქროს. ცოტა ცინიზმსაც თუ მოვიხმართ...

"როგორც ვექცეოდით ისე გვექცევა"
იარლიყი
მოსაზრება
11.03.11
მამალო
კიევში, კაფე ბარ "დივანის" წინ ძალზედ უცნაური ძეგლი დადგეს. ბედნიერი ბავშვობის ძეგლი. თქვენის აზრით როგორ გამოიყურება ბედნიერი ბავშვობისადმი მიძღვნილი ძეგლი!?. არა, არც ფეხშიშველა მორბენალი გოგო-ბიჭია და არც ცირკის ჟონგლიორი. ეს მეტრონახევრის სიმაღლის მამალოა. ხო, სწორედ ის მამალო ბავშვობაში მზესუმზირასთან ერთად რო ყიდნენ.
მისი სურნელი მახსოვს. რატომღაც უფრო ხშირად მას ზამთარში ყიდულობდნენ ჩემთვის. ბაკურიანში. "რომელი გინდა, ციყვი თუ მამალი!?", "მამალი, მამალიი!" ვყვიროდი მეც და დახლს უკან მდგარი, საგულდაგულოდ შეფუთული გამყიდველი დეიდას ხელები ჯოხზე წამოცმულ, ნახევრად გამჭვირვალე, სურნელოვან და იმ მომენტში ყველაზე გემრიელ ნუკბარს მაწვდიდნენ. ერთი სიამოვნება იყო მისი ხელში ჭერა. ჯერ სახელდახელოდ შემოხვეული ცელოფნის შემოხსნა, შემდეგ კი მზეზე აფარება და ფერთა თამაშით ტკბობა და მხოლოდ მერე მისი დაგემოვნება... ო, როგორ ვერ ვიტანდი ბავშვებს ეგრევე რომ პირში გააქანებდნენ მამალოს და კბილებით წაამტრევდნენ თავს. შემდეგ კი ეს საზიზღარი კრაკუნის ხმა... არა, მისით უნდა დამტკბარიყავი და რაც შეიძლება დიდხანს... ძალიან დიდხანს.

07.03.11
Имидж - ничто. Жажда - всё... მაგრამ ამ "პეროებს" რა ვუყოთ!?
არადა რამდენ ადამიანს ვიცნობ ძალზედ რომ უყვარს ჟარგონებით, ტერმინებით და უცხო სიტყვებით ჟანგლირება. ნუ აღარ იცის რა თქვას ისე რომ რაიმე ზე-ბრძნული ტერმინი არ ჩააქსოვოს წინადადებაში რომელიც ისედაც თვითკმაყოფილებით გამძღარი "მე"-დან იწყება. თან დროდადრო ცოტათი შელამაზებულ ფრაზებს უფრო სანდოობისთვის ვღაცის უცხოურ გვარს თუ მიაწერს "როგორც ის ბრძანებდა"-ო. რა საჭიროა ეს ყველაფერი, ნუთუ ასე ეშინიათ რომ სათანადოდ ვერ დააფასებენ ამ ზედმეტი "ზიზილ-პიპილოების"გარეშე!? ა, იმიჯიიი!?-ქალბატონო, თქვენი შვილი ნამდვილი პოლიგლოტია.
-უიმე, დაგექცა დაბადებააა, რატომ დამღუპე შვილო.. დეილია გოგოები? მამაშენს ვერ გადურჩებიი. მოგვჭარი თავი ხომ!?
იარლიყი
ყოველდღიური
05.03.11
ახალი სეზონი დაიწყო
კარგა ხანია ჩემს ვირტუარულ კაფეში არ შევსულვარ და საერთოდ კარგა ხანია არც გვიმოგზაურია ყავის დასალევად სადმე. მართალი გითხრათ მომნატრებია კიდეც. არა და რა სჯობია ნამდვილ, მაცდუნებელ და არომატულ ყავას!? ხოდა სწორედ ახლა განვაახლებ ჩემს ვირტუალურ კაფეს. ჩათვალეთ რომ კარებზე წარწერა "ღიაა" ისევ ამოვატრიალე.
დღეს არ ვიმოგზაურებთ. უბრალოდ გამოზამთრების აღსანიშნავად ერთ ფინჯან ყავას შემოგთავაზებთ. სხვათაშორის, როგორც ღრმად პატივცემულმა პერლ მარტინმა ( მუშაობს კოფეინის თვისებების გამოკვლევაზე) დაასკვნა, ყავა საკმაოდ კარგი საშუალებაა იმისთვის რომ შენი იდეები გაცილებით დამაჯერებლად ჟღერდეს. არა, მოწინააღდეგის ცხელი ყავის თავზე დასხმით შეშინება არ მაქვს მხედველობაში (თუმცა ეგეც იდეაა)
იარლიყი
ვირტუალური კაფე
01.03.11
მეზობელო კარისაო. ანუ თუ მათ ოცნებებს გადავხედავთ - 2030 წელს ბათუმს სომეხი მერი ეყოლება!!!
სანამ ჩვენ ერთმანეთს იმას ვუმტკიცებთ თუ ვინ ვისზე უფრო ერუდირებული, განსწავლული, ევროპელი და გათვითცნობიერებულია... მოკლედ სანამ ჩვენ თვითმოყვარეობით და თვითკმაყოფილებით გაპოხილ თმებს ვივარცხნით. ჩვენს ირგვლივ საკმაოდ საინტერესო იდეები ისახება, ვითარდება და მწიფდება კიდეც. იმდენად საინტერესო რომ თითქმის საშიშიც. არა, იმის ილუზია არ მაქვს რომ ეს დღეს ან ხვალ მოხდება. მაგრამ თავად ასეთი სახის პროპაგანდის არსებობაც გარკვეულ საფრთხეს შეიცავს.
იარლიყი
მოსაზრება
Подписаться на:
Сообщения (Atom)