30.01.11

ვაგონი კი მიქრის

წევხარ და გრძნობ როგორ ირწევა შენი საწოლი. ხედავ როგო დარბიან ლანდები კედელზე. ყველას სძინავს. ყველას შენს გარდა. წევხარ და გრძნობ რომ შენი ფიქრიც იმ რიტმს აჰყვა ქვემოდან ამომავალ ხმას რომ მოაქვს. დადან დადან....დადან დადან... 

28.01.11

მარჯვენა თუ მარცხენა!? ანუ საით ტრიალებს გოგონა!?

კიდევ კარგი რომ ეს ხიდი არსებობს შუაში.
თუ თქვენი ტვინი გადაიღალა ზედმეტი ინფორმაციით, რომელიც ასე უხვად მოსჩქებს ტელე და კომპიუტერის მონიტორებიდან. კარგი იქნებოდა დაგესვენათ. თუმცა მე არ გთავაზობთ ამ შემთხვევაში არც ყავას დ არც მოგზაურობას. გთავაზობთ ძალიან მარტივ რამეს. გაერკვეთ თქვენი დანაოჭებული ტვინის რომელი ნახევარსფეროა უფრო გაერთიანებული. რატომ ააქვს ამას მნიშვნელობა!? მართალი ხართ. შეიძება სრულიადაც უმნიშვნლო რამ იყოს ეს თქვენთვის. მაგრამ მერწმუნეთ. ამის გარკვევა რომ თავის დროზე ყოფილიყო შესაძლებელი, გაცილებით ადვილად მოხერხდებოდა სამომავლო პროფესიის შერჩევა. რატომ? ახლავე აგიხსნით.

27.01.11

წყალი + წვიმა = ?

ბოლო დროს აქტიურად გამოყენებულ სიტყვათა ჰიტაღლუმს თუ გავაკეთებთ უდაო ლიდერი ორად ორი სიტყვა იქნება "წვიმს" და "წყალი როდის მოვა". საინტერესო ფენომენია, ბათუმში ღრმად პატივცემული H2O მხოლოდ 3 "მდგომარეობაში" შეგიძლიათ იხილოთ. 1 ჰორიზონტალურად - ზღვა (ფორმულა მთლად სწორი არ არის, მაგრამ მაინც წყალია და გავატაროთ), რომელიც საბედნიეროდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული თორემ სად გადავიტანდით და რას ვუზამდით ძნელი წარმოსადგენია. მეორე  წყალი- რომელიც ონკანში მოდის (ხოლმე) და ძალიან გვახარებს. და მესამე მდგომარეობა - წვიმა, რომელზეც მთელი ზაფხული ვოცნებობდით და აჰა, გაგვახარა კიდეც. სამწუხაროდ დიონისე არეოპაგელის ძველი სიბრძნე დაგვავიწყდა, რომლის მიხედვით წყლის მეორე და მესამე მდგომარეობა ბათუმში ერთმანეთს გამორიცხავს. მეცნიერები დღემდე დაობენ იმის თაობაზე თუ რატომ უჩინარდება წყალი ონკანებში როცა მისი ღვრა ზეციდან იწყება. საკმაოდ ურთიერთ გამომრიცხავი ვერსიები არსებობს.

24.01.11

იუმორინა დასრულდა, "ახალი წლის" გეშინოდეთ ხალხო


აბა, ჩავბჟირდეთ....
იუმორინა დასრულდა... ა, უკაცრავად. ახალი წელი დასრულდა და ამოვისუნთქეთ. უთქვამთ: „რაც სასაცილოა, ის საშიში აღარ არის“-ო ხოდა იუმორინას წყალობით იმდენი „აცინა“ ერი "ლომისმა" საქართველოს დღევანდელ "სავალალო" მდომარეობაზე, კორუმპირებულობაზე (რა სიტყვა გამოვიდა!?) და მთავრობაზე. რომ უკვე აღარავის აღარ ეცინება თავად იუმორინაზე. სხვათაშორის ინტელექტუალური იუმორის ხარისხი საკმაოდ კარგი ინდიკატორია ერის „სიჯანსაღის“. თვალის გადევნება საკმაოდ კარგად შეიძლება, დააკვირდით რაზე ვიცინით და მიხვდებით რა გვიჭირს. არამარტო იუმორინას, არამედ ზოგადად ტელე იუმორის მაგალითზე.

23.01.11

მიმღერე ჯენის


ლუდს სულ სხვა გემო აქვს. მერე რა რომ ისევ ჭიქის გარეშე ვსვამ. ასე უფრო გემრიელია. ისევ ისე სავსეა ჩემი ხრომირებული, ოდნვ გაცვეთილი მაგრამ მაინც უტყუარი ზიპპო სოლიარის საწვავით. გახსოვს როგორ გასწავლიდი ჯინსზე სწრაფი გასმით მის ანთებას!? ეს ძალიან მოდაში იყო მაშინ. თუმცა შენ არ გინდოდა შენი, თეთრი გვირილებით მოქარგული „პოლუშლაქსი“ ჯინსები დაგესვარა სოლიარის ლაქებით. გვირილები.. როგორ გიყვარდა ეს გვირილები. გვირილები შარვალზე, გვირილები პერანგზე. თმაშიც კი იწნავდი როცა მინდვრად მათი დაკრეფის საშუალება გქონდა. ამბობდი „ყველაზე ლამაზი ყვავილებია მთელს პლანეტაზე“-ო
მენატრება ის ზაფხული და გვირილები...

16.01.11

ღამის 4:00 და დარდი ლტოლვილი კენგურუს საბრალო ბედზე

დასრულდა სახალწლო ციებცხელება. მალე ეს უკვე თვალშეჩვეული საახალწლო განათებებიც ჩაბარდება ისტორიას. სიმართლე გითხრათ ეს ერთად ერთი რამ იყო რაც ამ ახალ წელს გააკეთეს ძალიან ლამაზად. (იმედია " აბა ბოჩელი?"-ო არ მკითხავთ. ბოჩელი წლის ნებისმიერ დროს მოუხდება). საახალწლოდ განათებული ბათუმი სი ერთად ერთი რამ იყო რაზეც აუგს ვერც ყველაზე პირწავარდნილი "რას გვიშვება ეს მთავრობა" ვერ ამბობდა. უნდა ეგებ, მაგრამ პირი მოკუმული ქონდა. თოვლი არც იანვრის სცენარითაა გათვალისწინებული. თუმცა საწუწუნო რა გვაქვს? რაღაც გადამბულად ორი დღე გაწვიმდა და ეს რა გვაკადრაო. არადა ნახევარი ევროპა და ავსტრალია ჩარეცხა წყალმა ზღვაში და ოკეანეში.

09.01.11

მთავარია არ დამავიწყდეს!

ამასაც გაუთიშეს ნეტი

ვერ ვიტან როცა დღე ტყუილუბრალოდ იფერფლება. ვერ ვიტან რა, ჩემს თავს ვერ ვიტან ამის უფლებას რომ ვაძლევ. „წუხანდელი ღამენათევია და ჩაიეძნა“ ჩემზეა ზედგამოჭრილი. თუმცა ეს წუხანდელი ღამეც რატომ დამათენდა ვერ გავიგე. ა კი, რაღაცეებს ვეძებდი. მაგრამ რას? ა, ხო, ის კი ვიპოვე რასაც ვეძებდი. მაგრამ მაინც. გამეღვიძა სადღაც სამი საათისთვის. როცა მივხდი რომ დავაგვიანე გაღვიძება, მეწყინა. მაგრამ გარეთ ისე წვიმდა, რომც არ დამგვიანებოდა მაინც გამსვლელი არ ვიყავი და ესეც მეწეყინა.
Related Posts Plugin for WordPress, Blogger...