Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ჩამოდი, ლეღვის ფოთლების ნახარში გვაქვს.

ჩამოდი, ლეღვის ფოთლების ნახარში გვაქვს.
როგორც ვატყობ, სულ ცოტა ხანში, ბათუმის ზღვისპირა ზოლიზე მაშველები არა ზღვაში შესულთ, არამედ ხმელეთზე დარჩენილ, გასარუჯად გაწოლილების გადარჩენაზე იქნებიან სპეციალიზირებულები. სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს!? არ მეგონა ეს გამონათქვამი ასეთი სწორხაზოვანი თუ იქნებოდა. სწორედ მსხვერპლებზე მინდა ვისაუბრო.



ბათუმში ცხოვრების განმავლობაში, განსაკუთრებით ზაფხულობით. საკმაოდ ხშირად შევწრებივარ გარუჯვის მოყვარულთა თავგადასავლებს. გასაკვირი აქ არაფერია, ყველა დამწვარვართ მზეზე, კანიც აგვცლია და ქანციც გაგვცლია. მაგრამ როდესაც ეს, ყოველ ზაფხულს სისტემატიურად ხდება, თან ერთი და იგივე პიროვნების ზურგზე.. ეგ უკვე სხვა მოსაზრებას ბადებს. ეგებ სიამოვნებს ადამიანს ეგ წუწუნი. იქნებ ინდუგენციის ერთგვარ ფორმად მოიაზრებს. კანის გაძრობა და ძველი ცოდვებისგან გაფრცქვნა... მოკლედ, რავიცი.

საინფორმაციო გამოშვებაში დღეს კიდე გაისმა ლეღვის ნახარშით გარუჯვის მსურველ გოგონებზე ინფორმაცია. სწორედ ამან გადამაწყვეტინა გარუჯვაზე ერთი ორი ტკბილი რამ მეთქვა.
როგორც უკვე ვთქვი ბათუმი ზაფხულობით ერთი დიდი პლიუსია ( მინუსებზე მერე). ზღვაზე გასარუჯად გამობრძანებულ გოგონაზე კარგი პარტნიორი და მოსაუბრე ოლაჟზე გასულმა კიდე ვინ უნდა ინატრო. ახალ ნაცნობებს გარუჯვის ინდივიდუალუ რიხერხი და წესი ქონდათ. ამას ადრე ყურადღებას არ ვაქქევდი. ახლა კი, ლეღვის ამბავზე გამახსენდა და ვეცდები რამოდენიმე გაგაცნოთ.
მაშ ასე, გარუჯვის რეცეპტები გოგჩოებისაგან:
  • ჩაისა და ყავის ნახარშის წასმა სხეულზე. თურმე კანს ანოტივებს და კოხტა რუჯის ფერს აძლევს - სამაგიეროდ ჩაის პაკეტი უცებ ქრება შენი ჭიქიდან, ყავის ნალექსაც სიამოვნებით ითვისებენ და ყავა-ჩაისფერ-სუნიანი გოგო დგას გვერდით.
  • მზესუმზირის ზეთისა და იოდის ნარევი (პროცენტობა არ მახსოვს) რუჯი თითქმის ერთ დღეზე მიიღება. მაგრამ ამას მოყვება ჩებურეკისა და პონჩიკი-პერაშკის მსურველთა საკმაოდ კარგი რიგი. მზესუმზირის ზეის სუნზე დამშეულთა საკმაოდ დიდი რიგი დგება... თან გაზეთილი სხეული მართალია აღარ ჭრიჭინებს.. მაგრამ.. სუნი !?
  • ლუდით გარუჯვა. წარმოიდგინეთ, პაპანაქება სიცხეში, ზღვაზე, ბიკინებიანი გოგო ლუდს ისხამს სხეულზე... ცივს... და სხეულზე იზელს... არის ამაში ეროტიკისა და "გადაირიე? ამისთვის ვათრიე ეს ლუდი"-ს რაღაცნაირი ზღვარი. ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული და თვქენს ნერვებზე. რუჯის რა მოგახსენოთ. მაგრამ ლუდით დაზელილი გოგოს გვერდით ეგრევე გიშრება პირი და თევზიც გინდება.
  • სტაფილოს წვენისა და ყავის ნაზავი. უკვე ჩამოთვლილთაგან მეტნაკლებად ასატანი სუნი აქვს. ნუ.. თუ ვერ გაირუჯებით, გაიზრდებით მაინც. სტაფილო კარგია.
მოკლედ კიდე ამოდენიმე ხერხი მახოსვ გოგოებისგან. მაგრამ იმდენად ძნელად აღსაწერია ჯობია ლეღვის დამწვრობაზე ვისაუბრო.


მართალი გითხრათ არ ვიცი რომელმა გაბოროტებულმა ურჩია ამ გოგონებს ლეღვის ფოთლების ნახარშით რუჯის მიღება. მაგრამ აშკარაა, თუ ეს ასეა,რეცეპტის გამცემი ძალიან გაუმწარებით. თუ არადა ალქიმიკოსობის მცდელობა აშკარად წარუმატებელი აღმოჩნდა.

მართალია ეს ძალიან ძველი, კოლხური მეთოდია. მაგრამ ამ რეცეპტს რამოდენიმე ინგრედიენტი აკლია. რიბირაბოზე დაკრეფილი მანდრაგორასა და ნაბოტკინარი ჭამაიას ღვიძლის ნახარში. დაობლებული ბეღურას მეოთხე კვერცხი და სავსე მთვარეზე მეზობლს ჭიდან ხმის ამოუღებლად ამოღებული საცივის წყალი. შემზადებული მასა ჩუმად ვხარშოთ ნახევარი საათის განმავლობაში ტყის პირას, მარცხენა ხელით შეგროვებულ აკაციის ფიჩხებზე, მანამ, სანამ მეტყევე არ გამოგვეკიდებათ. ნაყენის მოხარშვის შემდეგ სასურველია შემზადებული მასა წავისვათ სახეზე ნელი, სინქრონული მოძრაობით. ძნელია? შე კაი დედმამიშვილო ლეღვის ფოთლის მოხარშვა რომ მოგივიდა აზრად???

ძალიან გთხოვთ, სანამ ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მივმართეთ... დაანებეთ თავი ლეღვის ფოთლების ბრდღვნას. თუ ასე ძალიან გინდათ და მაინც დასაწვავად მოდიხართ, წამოიღეთ და ისე წამოდით.

კიდევ ერთი რჩევა ჩემგან. თუ მაინც და მაინც ზომა-წონა ვერ მიხვდით და გარუჯვისას დაიწვით. ნუ გაქანდებით და ნუ გაიზენთებით მაწვნით. მართალია ცივი მაწონი სასიამოვნოა გახურებულ ზურგზე. მაგრამ მაწონი ახშობს გახურებული კანის ფორებს, არ აძლევს სიცხეს და სიმხურვალეს გარეთ გამოსვლი საშუალებას. რის გამოც მალე თქვენი ზურგი (ან სხვა ნაწილი) თქვენი მეგობრის თავშესაქცევ ობიექტად იქცევა... ატყაოს და იყოს. გირჩევთ სპირტის (ოდნავ წყალში გახსნილი რათქმაუნდა) საფენები გაიკეთოთ. სპირტი ხსნის კანის ფორებს და სუნთქვის საშუალებას აძევს ( ნუ ეცდებით, მის სუნთვქას ვერ გაიგოპნებთ) მაგრამ არ დაგავიწყდეთ, საფენი არ გაიჩეროთ დიდხანს.. სპირტითაც ნუ მიიღებთ დამწვრობას. 2 წუთი საკმარისია.

რუჯს რაც შეეხება. ყველაზე კარგი წესი, ისევე როგორც ყველაფერი გენიალური ძალიან მარტივია. წაიღეთ საყვარელი წიგნი, წაბრძანდით ზღვაზე დილის 7 დან 11 საათამდე და ინებივრეთ. შემდეგ კი უკვე შეგიძლიათ გაართულოთ, აიღოდ ლუდი ან სხვა ცივი სასმელმელთაგანი და 5 დან (მაქსიმუმ 4 დან) ზღვაც და დედამიწაც თქვენია. მენიუ გემოვნებისამებრ შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ. ოღონდ მეზობლის ნათესავის ბებიას მიერ დატოვებული რეცეპტით მომზადებულ საცხს ნუ ენდობით. 

თუ ასე ძალიან არ გშორდებათ ლეღვზე ფიქრი... იყიდეთ ნაყოფი და ჭამეთ გარუჯვის დროს. მერწმუნეთ, გაცილებით გემრიელია. მურაბა ხომ საერთოდ. 
ხოდა ჩემო მურაბა ხალხო. გემრიელ დასვენებას გისურვებთ !!!

10 comments:

  1. რა ძალიან კარგი პოსტია, რამდენი ვიხალისე,გაიხარე.
    მაგიჟებენ ეს უჭკუო გოგოები,რა ძალა ადგიათ არ ვიცი
    ქეთუსი ვარ www.ketusi.com

    ReplyDelete
  2. კარგია!:))) ლეღვის ნახარშის ეპოპეა გრძელდება...

    ReplyDelete
  3. ქეთუსი - ეგ მხოლოდ ერთხელ ხდებოდეს კაია. ყოველ წელს?...
    არსენ - ეგ ჯერ დასაწყისია როგორც ვხდები :)

    ReplyDelete
  4. თუ ასე ძალიან გინდათ და მაინც დასაწვავად მოდიხართ, წამოიღეთ და ისე წამოდით.

    :D:D:D:D:D:D

    ReplyDelete
  5. "ლეღვი ხეზე, მურაბაში და ტანზე... გამოლეღვდება კაცი..."
    ზე-სათაურია :დ

    აქ უპრიანი იქნებოდა კომენტარი "იმ გოგოების თავში ჩამახედა" :)

    ReplyDelete
  6. :)) მაგარია, საღოლ :)) რეცეპტები ქუულ

    ReplyDelete
  7. იმედია, ჩვენნაირი ჭკვიანების გარდა, ის გოგოჩოებიც წაიკითხავენ, რომელთა ტვინიც ლეღვის ფოთლებს დაუჩრდილავს :)

    ReplyDelete
  8. ეჰ ზურიუს. ბლოგს კი არა საინფორმაცოსაც არ უყურებენ. კითხვას რავა ვაკადრებ !!! ლეღვის ფოთლებზე უნდა დავაწეროთ "ჯანმრთელობისთვის საშიშიააა. გოგო გეიგეეე!?"

    ReplyDelete
  9. მე დავისხი წელს ლუდი :D
    ვსვამდი,მერე გათბა,ხოდა გადაღვრას ისევ ზედ დასხმა ვამჯობინე...
    კრაზანები დამეხვივნენ -_- :D

    ReplyDelete
  10. :) შედეგი?!

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]