Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

Имидж - ничто. Жажда - всё... მაგრამ ამ "პეროებს" რა ვუყოთ!?

Имидж - ничто. Жажда - всё... მაგრამ ამ "პეროებს" რა ვუყოთ!?
-ქალბატონო, თქვენი შვილი ნამდვილი პოლიგლოტია.
-უიმე, დაგექცა დაბადებააა, რატომ დამღუპე შვილო.. დეილია გოგოები? მამაშენს ვერ გადურჩებიი. მოგვჭარი თავი ხომ!?
არადა რამდენ ადამიანს ვიცნობ ძალზედ რომ უყვარს ჟარგონებით, ტერმინებით და უცხო სიტყვებით ჟანგლირება. ნუ აღარ იცის რა თქვას ისე რომ რაიმე ზე-ბრძნული ტერმინი არ ჩააქსოვოს წინადადებაში რომელიც ისედაც თვითკმაყოფილებით გამძღარი "მე"-დან იწყება. თან დროდადრო ცოტათი შელამაზებულ ფრაზებს უფრო სანდოობისთვის ვღაცის უცხოურ გვარს თუ მიაწერს "როგორც ის ბრძანებდა"-ო. რა საჭიროა ეს ყველაფერი, ნუთუ ასე ეშინიათ რომ სათანადოდ ვერ დააფასებენ ამ ზედმეტი "ზიზილ-პიპილოების"გარეშე!? ა, იმიჯიიი!?

-ჩვენი მეზობლის რძალი ისეთი კარგი გოგოა, ისეთი ზრდილი და განათლებული. თან რა ოჯახიდან!? ცნობილი ოჯახია ქალაქში. გოგოც კარგად აღაზრდეს.. სუფთა პუტანური აღზრდის წესებით...
 რამოდენიმე დღის წინ ორ ადამიანს ვკითხე რომელიმე სიმღერას ხომ არ გაიხსენებდით ისეთს თქვენთვის ბედნიერ, სასიამოვნო მოგონებებს რომ უკავშირდება მეთქი. კი როგორ არაო და დაიწყეს ცნობილი კომპოზიტორებით, შემსრულებლებით, წლებით ჟანგლირება ისევ. არადა როგორც შმდეგ გაირკვა ამ, უბრალოდ "ვიცით, ჩვენც ამას ვუსმენთ" მოტივებზე ამოჩემებულ სიმღერებთან თითქმის არანაირი მოგონება არ აკავშირებდათ. უბრალოდ დააფიქსირეს გემოვნება გვაქვსო. არადა სასიამოვნო მოგონება ყველაზე სულელურ და ბანალურ სიმღერასთანაც შეიძლება გაკავშირებდეს. მაგრამ იმიჯი!?
-აუ შენ შემოგევლე რა, ის სიმღერა გაუშვი, აუ ის. დედას რომ შილი დაეწვა და ამაზე როა დაწერილი. აი ის. SINGARELA... (რეალური შემთხვევიდან)
დღეს ჯაზს იმდენი ადამიანი ესევა. იფიცებს, იგინებს, მცენარეულ საფარს იბრდღვნის რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და ის ერთად ერთი ჭეშმარიტი, უნიკალური და სუფთა მუსიკაა რაც კი საერთოდ არსებობს და ეს საყოველთაო სვლა და ბრდღვნა თბილისის და ბათუმის ჯაზ ფესტივალებზე... ჰაეე. ნუ გააჯაზეთ რა! გავკარი ტუსივკის გამო შექმნილ ჯაზმოყვარულობის იმიჯს. ერთი კი ვიცი, ვისაც რეალურად უყვარს და აფასებს ჯაზს ამის საქვეყნოდ ყვირილი ისე აინტერესებს როგორც ახლა მე მეზობელი ბერჩის ძაღლის კუჭის მოქმედება. მაგრამ რას იზამ, დღეს ეგეც ფრაზების იმ შეიარაღებაში შედის სატუსოვკედ რომ აისხამენ ხოლმე. ამ არსენალშია: "ვაიმე, მე ვერააა, ვმარხულობ გოგოო.", "აუ, Яპონურ პოეზიაზე ვგიჟდებიი", "ვეცემი ბულგაკოვზე და ჰესეზე"," აუ ბენსონი გიჟია ეეე" და სხვა მრავალი. რა საჭიროა ეგ უხარისხო მაკიაჟივით ყალბი იმიჯი!?
-უკაცრავად ექიმო, სასწრაფოდ მჭირდება კასტრაცია. ამაზე ჩემი ბედია დამოკიდებული. გთხოვთ დამეხმარეთ...დიდი მადლობა ექიმო. თქვნ მე გადამარჩინეთ. ახლა რაბინი თავის გოგოს ნამდვილად მომათხოვებს.-რაბინი? თქვენ წინდაცვეთა გდომებიათ!-აბა მე რა გითხარით ექიმო?!
 ადრე ძალიან მომწონდა სპრაიტის რუსულ ენოვანი რეკლამა "Имидж - ничто. Жажда - всё". დღეს ეს ფრაზა უფრო ღიმილის მომგვრელია როცა საკუთარ თავზე დაბრალებული ინტელექტი, ერუდიცია და გემოვნება ტუსივკის შემდეგ ცივ შხაპთან ერთად ღამის კოსმეტიკას თან მიყვება. სავარაუდოდ მეორე საღამომდე. დილით მაინც რა საჭიროა...
-შენ დომენი გაქვს ხო!?-არა კაცო სუფთა ვარ, მე ყოველთვის პრეზერვატივს ვხმარობ!



p.s. არადა ფარშევანგის ხმა მოგისმენიათ!?


8 comments:

  1. ჟონგლირება გინდოდა გეთქვა ალბათ :)

    ReplyDelete
  2. მინდოდა, მაგრამ ეგ მოუხდა :)

    ReplyDelete
  3. "ვეცემი ბულგაკოვზე და ჰესეზე" - არა, ამ ორი ავტორის ერთად მოხსენიება არ შეიძლება, თან წინ სიტყვა ვეცემი :))))))))
    თუმცა ეს ყველაფერი, ზოგადად საზოგადოების ბრალია, დარწმუნებული ვარ რომ ყველგან ასეა და ყოველთვის, ანუ მუდმივად ვექცევით ჩარჩოებში, ვერასოდეს ვბედავთ ვთქვათ ის რაც მოგვწონს და ის რაც არ მოგვწონს.
    ამასთან არსებობს მეორე შემთხვევა - სუპერ ტუპერ ორიგინალური ადამიანის იმიჯი ანუ: მაგ. ავიღოთ საყოველთაოდ აღიარებული მწერალი და მისი რომელიმე ყველაზე ცნობილი ნაწარმოები და ვთქვათ, რომ არ მოგვწონს, წინააღმდეგობა გავუწიოთ ჩამოყალიბებულ შეხედულებას, მნიშვნელობა არ აქვს წაკითხული გვაქვს თუ არა! შემდეგ შეგვიძლია (თუ ძალიან მოგვინდება) მაგალითისთვის მოვიყვანოთ სიტყვაზე ამავე მწერლის მეორე ნაკლებად ცნობილი ნაწარმოები და ვთქვათ, რომ ის გაცილებით ”ღრმაა” და საზოგადოებამ ვერ დააფასა!
    და კიდევ ფრაზები, წიგნებიდან აღებული, ცნობილი ადამიანების ცნობილი ფრაზები, რომელთა მნიშვნელობასაც 99% ვერ ხვდება თუმცა მაინც მაგარია!

    ReplyDelete
  4. შეგაწუხეს შენც ხოომ? :D ეგ ფრაზები მარტო რო `ისმოდეს` კიდე ჰოო, აი ბლოგებზე და FB-ზე რო გამოატლიკინებენ, ჩვენ რა ნაკითხები ვართო და რაც კი რამ სმენიათ, ყველა წიგნის, ფილმის და ჯგუფის სახელწოდებებს, რო მიედ მოედებიან :D
    ბარემ სულ გავალ თავს და მაგ ჟონგლიორებისთვის, ჩემს საინსტალაციოს დავდებ: http://paran0idandr0id.blogspot.com/2011/02/blog-post_06.html

    ReplyDelete
  5. კაცო ეგ პერო მაინც შეარჩიონ ლამაზი და ორიგინალური :))

    ReplyDelete
  6. დღეს ჯაზს იმდენი ადამიანი ესევა. იფიცებს, იგინებს, მცენარეულ საფარს იბრდღვნის რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და ის ერთად ერთი ჭეშმარიტი, უნიკალური და სუფთა მუსიკაა რაც კი საერთოდ არსებობს და ეს საყოველთაო სვლა და ბრდღვნა თბილისის და ბათუმის ჯაზ ფესტივალებზე...


    ME MIKVARS PEROEBI!!! - MAGRAM ZOMIERAD
    DA SAERTOD AR MIKVARS JAZZ-I
    RA VQNA KLDIDAN GADAVXTE? :D :D :D

    ReplyDelete
  7. ME MIKVARS PEROEBI!!! - MAGRAM ZOMIERAD - ხოდა ე მაგ ზომიერებაში ხშირად გვერხევა :) (შენზე არ ვამბობ ამ შემთხვევაში)
    რას ქვია კლდიდან გადავვარდე!?- პირიქით. გამრავლდი და გაიხარეეე :)))

    ReplyDelete
  8. ra kargad vixalise ver carmoidgent. :D taa,arc me mikvars jazz-i,magram magis gamo kldidan gadaxtomas ar vapireb. ;)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]