Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ხეტიალამ მოიწყინა

ხეტიალამ მოიწყინა

Чемоданное настоение“- საკმაოდ ხშირად განმიცდია ეს განწყობა. რუსულად რატო დავწერე? უბრალოდ კარგად მოერგო. ინგლისური შესატყვისი ნამდვილად არ ვიცი (აზრობრივი და არა პირდაპირი) და ქართულს რაც შეეხება მშვენიერი ტერმინი მაქვს ნაპოვნი „სული ამიწანწალდა“, მაგრამ ეს რიგ შემთხვევებში. თუმცა ახლაც დაახლოებით მასეა.
საკმარისია ჩემი ჩალაგებული ჩანთა და ტელეფონი ხელში ავიღო. სახლს გავშორდე, გზას დაადგე და მორჩა. სულ სხვა ვარ. აი ის, იმ მთიდან დანახული ხედი, იმ წყაროს გემო, იმ ქალაქის ქუჩები, იმ ზღვის ნაპირი და იმ მთების განთიადი რომ აინტერესებს. საკმაოდ უცნაური გრძნობაა იყო მშვილდოსანი. ეს მუდმივი „ხეტიალა“ რომ გიზის სადღაც ღრმად და მკაცრი მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი. წვიმაში გარეთ გამოპარული და გუბეებში მონავარდე ბავშვის სიხარულს რომ გიღვივებს ხოლმე. რამდენიც არ უნდა დატუქსო, კუთხეში იატაკზე დაყრილ ბრინჯზეც რო დააჩოქო მუხლებით, მაინც არ მოიშლის მისას.

ახლა ვხდები რომ ეს ასეა. ასე, ოცი წლის წინ რომ გეკითხათ, როგორი წარმოგიდგენია 30 წლის კაციო. გეტყოდით, ულვაშებით, ღიპით, პიჯაკით, საკუთარი ავტოთი, აი ისე, სამსახურიდან რომ ბრუნდება, კარებს აღებს, ტყავის დიპლომატს ოთახის კუთხეში დებს და ბავშვებს ეხვევათქო. ხო, ასე წარმომედგინა. თუმცა ჩემს თავს ასეთ ამპლუაში რატომღაც ვერასდროს ვხედავდი. ალბათ ვგრძნობდი რომ ისეთივე „არა ჩემი“ იქნებოდა ჩემთვის ულვაშები და ღიპი, როგორც ტყავის დიპლომატი. ხოდა, მართალიც ვყოფილვარ!

გუშინ ჩემს კლასელებს შევხდი. უფრო სწორედ ჩემს ბიჭებს, საძმაკაცოს. რომელთა ერთად პირველი კლასიდან მოვდივართ დღემდე. ისინი ჩემის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ, თითოეული მათგანი ჩემი ბილიკია ბავშვობის სამყაროსკენ მიმავალი. ყოველი ჩვენი შეხვედრა კი იმის მაუწყებელია რომ ეს ერთფეროვანმა და მოსაწყენმა „აწმყომ“ კეთილი უნდა ინებოს და სადღაც გადაიბარგოს გარკვეული დროით. მოგვშორდეს. როცა მათთან ვარ უფრო ცხადად ვგრძნობ ჩემი „ხეტიალას“ დაუმორჩილებელ ჟინს. უფრო ლაღობს და თამამდება თითქოს მე კი არა მას ქონდეს ამ ბიჭებთან მილიონჯერ არბენილი სერის აღმართი. მე კი არა მას ქონდეს მოწყობილი შატალოები. მას ქონდეს მათთან ერთად ღამეები ნათევი და მალვით , მამის სიგარეტის კოლოფიდან მოპარული და მოწეული პირველი  ღერი.

კიდევ ერთი გაზაფხული მოდის. ჩემი „ხეტიალა“ კი მაინც არ ისვენებს. ერთმა ჩემმა მეგობარმა ისიც კი მითხრა, „ალქიმიკოსის დღეში ხარ, სანამ უდაბნოს ქარს არ მიადგები მანამ ვერ მოისვენებო“. არამგონია მასე იყოს. თან სუულ სხვა ამბავია. და რომც ასე იყოს მაინც ეგ მიჯობს. ყოველ შემთხვაში "რიოს ნაპირზე ქვითინს" ეგ მირჩევნია ნამდვილად.
ჯერ იანვარია, ნაახალწლევის ბახუსი ჯერ კიდევ ტორტმანობს.  აი თებერვლიდან კი შეიძლება ხეტიალას სეზონის გახსნა. ცოტას გავახარებ. თორემ ძალიან ჩაიკეტა, მოიწყინა და ცოდოა.
გასავლელი კიდევ ბევრია :)


2 comments:

  1. აი თებერვლიდან კი შეიძლება ხეტიალას სეზონის გახსნა - я ЗА!!!!!!!!!!!!!!
    mec minda xetiali da bodiali- ai dges ro iyo iset karg amindshi :D
    kak vsegda velikolepno i interesno ))) ELL

    ReplyDelete
  2. :) ხოდა ძალიანაც კარგი :) მასეც იქნება

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]